|
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის
ოქმი #126
24 მაისი 2012 წ. 1200 საათი
კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹439
სხდომის თავმჯდომარე: ელდარ კვერნაძე
(კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე)
სხდომას ესწრებოდნენ
კომიტეტის წევრები: ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ზ. გულიკაშვილი, გ. ჭელიძე, რ. ფიფია, ლ. მინდელი, ი. შერვაშიძე,
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ
კომიტეტის წევრები:
ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), კ. კოპალიანი, ჯ. მაღლაკელიძე, ა. თავდგირიძე, გ. ტალახაძე, დ. ბეჟუაშვილი;
მოწვეული სტუმრები:
რუსუდან კემულარია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
აპარატის თანამშრომლები:
აპარატის უფროსი ვ. ჯიშიაშვილი, რ. ხიზანიშვილი, ნ. ჭელიძე, რ. გელანტია, ს. ბეჟანიძე, თ. კალანდარიშვილი, ბ. ქველაძე, კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული ექსპერტი ს. სვანიშვილი;
კომიტეტის სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ელდარ კვერნაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი, დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება (¹1/124; 15.05.2012) "საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხოხელშეკრულება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა-პროექტი I)” (¹07-1/359; 16.05.2012)
მომსხენებელი: რუსუდან კემულარია (საქართველოს ფინანსთაA მინისტრის მოადგილე)
I. მოისმინეს:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ რუსუდან კემულარიამ წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება(¹1/124; 15.05.2012) "საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საგზაო გერეფნის საინვესტიციოპროგრამა-პროექტი I)” (¹07-1/359; 16.05.2012) მან აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2012 წლის 18 აპრილს. ხელშეკრულება ითვალისწინებს ქობულეთის შემოვლითი გზის პროექტისთვის გრძელვადიანი შეღავათიანი პირობებით 140 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას (სესხის ხანგრძლივობა 25 წელი მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 5 წელი, LLIბორ-ზე დაფუძნებული ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი). პროექტი ითვალისწინებს ქობულეთის 28 კმ სიგრძის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობას და ქ. ქობულეთსა და ქ. ბათუმს შორის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის გაუმჯობესებას.
პროექტის განხორციელება, კოორდინაცია და მონიტორინგი ევალება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს.
რუსუდან კემულარიამ, ასევე კომიტეტის წევრებს მიაწოდა დამატებითი ინფორმაცია წარმოდგენილ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით კერძოდ: 2009 წლის 29 აგვისტოს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის ხელი მოეწერა დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსების პროგრამის შექმნას და შემდგომი ცალკეული ტრანშების სახით კონკრეტული სასესხო ხელშეკრულების გაფორმებას.
ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში 2009 წლის 29 ოქტომბერს ხელი მოეწერა 118.9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირველი ტრანშის სასესხო ხელშეკრულებას. ამჟამად კი რატიფიკაციისთვის წარმოდგენილი დაფინანსების სასესხო შეთანხმება წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილ მორიგ ტრანშს.
აზრი გამოქვა: ო. ხინიკაძემ;
გადაწყვიტეს: (ერთხმად)
კომიტეტის მხარს უჭერს წარმოდგენილი ხელშეკრულების რატიფიცირებას.
(კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)
სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
სხდომის თავმჯდომარე: ე. კვერნაძე
სხდომის მდივანი: ბ. ქველაძე
|