|
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის
ოქმი #125
14 მაისი 2012 წ. 1100 საათი
კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹439
სხდომის თავმჯდომარე: ელდარ კვერნაძე
(კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე)
სხდომას ესწრებოდნენ
კომიტეტის წევრები: ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ა. თავდგირიძე, ზ. გულიკაშვილი, გ. ჭელიძე, რ. ფიფია, ჯ. მაღლაკელიძე, ლ. მინდელი, გ. ტალახაძე;
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ
კომიტეტის წევრები:
ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), დ. ბეჟუაშვილი, კ. კოპალიანი. ი. შერვაშიძე;
მოწვეული სტუმრები:
ნათია მიქელაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
აპარატის თანამშრომლები:
აპარატის უფროსი ვ. ჯიშიაშვილი, რ. ხიზანიშვილი, ნ. ჭელიძე, რ. გელანტია, ს. ბეჟანიძე, თ. კალანდარიშვილი, ბ. ქველაძე, კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული ექსპერტი ს. სვანიშვილი;
კომიტეტის სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ელდარ კვერნაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: (¹1/89; 10.05.2012) "საქართველოს ქონების შესახებ”საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "ფიზიკურიდა კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე”, "სახელმწიფო ქონების შესახებ”, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ”საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” "სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (07-2/454; 10.05.2012) (პირველი მოსმენა)
მომსხენებელი: ნათია მიქელაძე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე)
I. მოისმინეს:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლოინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "საქართველოს ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” "ადგილობრივითვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული ირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქარტველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "სახელმწიფო ქონების შესახებ”, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოსკანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "თავისუფალი ტურისტული ზონების განვითAრების ხელშწეწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” "სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე”. მან განმარტა, რომ "სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის მიზეზია საჯარო სამარლის იურიდიული პირის "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” შექმნა, რომელიც განახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ ფუნქციათა ნაწილს. ქონების სააგენტოს დაფუძნებასთან დაკავშირებით მოხდება სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული ფუნქციების განაწილებისა და მასთან დაკავშირებული პროცედურების ახლებურად რეგულაცია.
"სახელმწიფო ქონების შესახებ’ საქართველოს კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა გამოიწვია მისგან გამომდინარე კანონროექტების მიღება, რომლის მიზანია კანონის დებულებების "სახელმწიფო ქონების შესახებ’ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა.
აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილებები შედის "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 67-ე მუხლის 14 და 15 პუნქტებში სადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნაცვლად, მიეთითება "ქონების მმართთველი”, ანალოგიური სახის ცვლილებები შედის, ასევე "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3, მე-6, მე-7, მე-8, 81 და 191 მუხლებში.
აზრი გამოქვეს; ო. ხინიკაძემ, გ. ტალახაძემ
გადაწყვიტეს: (ერთხმად)
კომიტეტის მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: "საქართველოს ქონებისშესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოსკანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "სახელმწიფო ქონების შესახებ”, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანისშესახებ” "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობისშესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანისთაობაზე” "სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველადგატანას.
(კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)
სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
სხდომის თავმჯდომარე: ე. კვერნაძე
სხდომის მდივანი: ბ. ქველაძე
|