ოქმი #124

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის

ოქმი #124

                                             

 

                                                                                                                                            7 მაისი 2012 . 1200 საათი               

                                                                                                                                              კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹439

 

 სხდომის თავმჯდომარე:                              ვახტანგ ბალავაძე

                                                         (კომიტეტის თავმჯდომარე)

                           

სხდომას ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ა. თავდგირიძე, ზ. გულიკაშვილი, ი. შერვაშიძე, გ. ჭელიძე,  რ. ფიფია, ჯ. მაღლაკელიძე, ლ. მინდელი;

 

 სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები:

დ. ბეჟუაშვილი, კ. კოპალიანი. გ. ტალახაძე;

მოწვეული სტუმრები:

დავით თოდრაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი

პაპუნა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე

 

აპარატის თანამშრომლები:

აპარატის უფროსი ვ. ჯიშიაშვილი, რ. ხიზანიშვილი, ნ. ჭელიძე, რ. გელანტია, ს. ბეჟანიძე, თ. კალანდარიშვილი, ბ. ქველაძე, კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული ექსპერტი ს. სვანიშვილი;

კომიტეტის სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები არ გამოთქმულა.

 კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

1. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთადა წესების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტისრეგლამენტის პროექტი: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი” და საქართველოს კანონის პროექტები: "საპარლამენტო ფრაქციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე”, "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოსკანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (07-3/598; 277.04.2012)

 

მომხსენებელიდავით თოდრაძე (საქართველოს პარლამენტის წევრი)

2. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონშიცვლილებების შეტანის თაობაზე” (¹07-2/453; 07.05.12)

მომხსენებელიპაპუნა პეტრიაშვილი

(საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე)

 

3. საქართველოს მთავრობის ანგარიში "საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ”(¹07-22/434; 30.03.2012)

 

მომხსენებელიპაპუნა პეტრიაშვილი

(საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე)

 

I. მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთადა წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით თოდრაძემ პირველი მოსმენით წარმოადგინასაქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთადა წესების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტისრეგლამენტის პროექტი: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი” და საქართველოს კანონის პროექტები: "საპარლამენტო ფრაქციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე”, "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოსკანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მან განმარტა, რომ რეგლამენტის პროექტის მომზადება განაპირობა შემდეგმა გარემოებებმა: დღეს მოქმედი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიღების შემდგომ (2004 წლის 17 თებერვალი) რეგლამენტის აღსრულების, ასევე, პარლამენტის საქმიანობის პროცესში გამოვლინდა მთელი რიგი საკითხები, რომლებიც დახვეწას ან ახლებურ დარეგულირებას საჭიროებენ. გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობაში, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციაში 2004 წლის 17 თებერვლის შემდგომ განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რამაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული გარკვეული საკითხები ახლებურად დაარეგულირა, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საჭირო გახდა საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტის მომზადება, რომლის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი იქნება ამომრჩევლებთან მუშაობის მექანიზმების დახვეწა-სრულყოფა. პროექტში კონკრეტულად გაიწერა პროცედურები, როგორც მაჟორიტარი, ისე პროპორციული წესით არჩეული პარლამენტის წევრებისათვის. ასევე დაიხვეწა პარლამენტის წევრთა პასუხისმგებლობის შემთხვევაში გამოსაყენებელი საჯარიმო სანქციები, მათი ეფექტური მოქმედების მიზნით.. ახალი რეგლამენტის  პროექტის შესაბამისად, ცვლილებები შედის "საპარლამენტო ფრაქციის შესახებ”, "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” და "ნორმატიული აქტების შესახებ”კანონებში აღნიშნა მომხსენებელმა.

პარლამენტის რეგლამენტის პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

კომიტეტის მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთადა წესების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოსპარლამენტის რეგლამენტის პროექტის: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი” და საქართველოს კანონის პროექტების: "საპარლამენტო ფრაქციის შესახებ” საქართველოსკანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "ნორმატიული აქტებისშესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.

(კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)

 

II. მოისმინეს:

ფინანსთამინისტრის პირველმა მოადგილემ პაპუნა პერტიაშვილმა წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”.

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს "საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტისპლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას.

(კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)

 

III მოისმინეს:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პაპუნა პერტიაშვილმა  წარმოადგინა  საქართველოს მთავრობის ანგარიში "საქართველოს 2011 წლის სახელმწიფობიუჯეტის შესრულების შესახებ”.

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს საქართველოს მთავრობის ანგარიშის "საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ” კანონპროექტის პლენარულსხდომაზე განსახილველად გატანას.

(კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)

 

სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.

     

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                  ბალავაძე

სხდომის მდივანი:                         ქველაძე

 
modules