ოქმი #123

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის

ოქმი #123

                                             

 

                                                                                                                                            19 აპრილი 2012 . 1300 საათი               

                                                                                                                                           კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹439

 

სხდომის თავმჯდომარე:                              ელდარ კვერნაძე

                                              (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე)

                           

სხდომას ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები:), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ა. თავდგირიძე, ზ. გულიკაშვილი გ. ტალახაძე, ი. შერვაშიძე, გ. ჭელიძე,  დ. ბეჟუაშვილი,  რ. ფიფია;

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები:

ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ჯ. მაღლაკელიძე, ლ. მინდელი, კ. კოპალიანი.

მოწვეული სტუმრები:

რუსუდან კემულარია – ფინანსთა მინისტრის მოადგილე

პეტრე ზამბახიძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სამჭოს წევრი)

 

აპარატის თანამშრომლები:

აპარატის უფროსი ვ. ჯიშიაშვილი, რ. ხიზანიშვილი, ნ. ჭელიძე, რ. გელანტია, ს. ბეჟანიძე, ნ. ქავთარაძე, თ. კალანდარიშვილი, ბ. ქველაძე, კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული ექსპერტი ს. სვანიშვილი;

კომიტეტის სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ელდარ კვერნაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტების წევრებს სხდომის დღის წესრიგი:

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (¹1/68, 12.04.2012) საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს საგადასახდო კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ” (¹07-2/441; 12.04.2012)

 

მომხსენებელირუსუდან კემულარია (საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე)

 

2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი (¹1/87; 17.04.2012): "საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულებაში(სპეციალური ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა-პროექტი I) ცვლილების შეტანის შესახებ” 2012 წლის 6 აპრილს წერილებისგაცვლის გზით დადებული შეთანხმება. (¹07-1/350; 17.04.2012)

 

მომხსენებელირუსუდან კემულარია (საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე)

 

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: (07-2/388; 01.12.2011): "მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ” (07-2/388; 01.12.2011).

 

მომხსენებელიპეტრე ზამბახიძე (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სამჭოს წევრი)

 

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

 

I. მოისმინეს:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ რუსუდან კემულარიამ წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ¹1/87; 17.04.2012) "საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულებაში (სპეციალური ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტიუს განვითარების საინვესტიციოპროგრამა-პროექტი I) ცვლილებების შეტანის შესახებ” 2012 წლის 6 აპრილს წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება (¹07-1350; 17.04.2012)    

    ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პროექტი უზრუნველყოფს ეფექტიან, საიმედო და ხელმისაწვდომ ურბანულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და მომსახურეობას, რაც  გააძლიერებს პოტენციური და კონკურეტუნარიანი ურბანული თემების ეკონომიკურ განვითარებას და კეთილდღეობის ზრდას 1.5 მლნ-ზე მეტი ადამიანისთვის. პროექტი, ასევე გააუმჯობესებს ურბანულ, გარემოსდაცვით, თემების ეკონომიკური შესაძლებლობების საჯარო და სოციალური მომსახურეობის ხელმისაწვდომობას, ხელს შეუწყობს ეფექტიან და მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარებას და სამუშაოების გადანაწილებას. პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღი 2016 წლის 30 ივნისია – აღნიშნა რ. კემულარიამ

კომიტეტს წარმოდგენილ რატიფიცირებასთან დაკავშირებით შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია.

   გადაწყვიტეს: (ერთხმად)

კომიტეტის მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულების (¹1/82; 02.04.2012): "საქართველოსა და რეკონსტრუქციისა დაგანვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (რეგიონული განვითარების პროექტი)” (¹07-1/349; 02.04.2012) რატიფიცირებას.

   (კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)

 

   II მოისმინეს:

              საქართველოს ფინანსთაAმინისტრის მოადგილემ რუსუდან კემულარიამ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (¹1/68, 12.04.2012) საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს საგადასახდო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” (¹07-2/441; 12.04.2012) მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიზანია საქართველოს საგადასახადო კოდექსის დახვეწა. წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას: კერძოდ,

გადამხდელებისთვის საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაცია მოხდება. საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტით ახალი საგადასახადო შეღავათები წესდება, რაც გადამხდელის ფინანსურ მდგომარეობაზე დადებით გავლენას მოახდენს. შეღავათები, ძირითადად, დღგ-სა და იმპორტის გადასახადზე აისახება. საგადასახადო კოდექსში განსახორციელებელი ერთ-ერთი ცვლილებით შესაძლებელი ხდება შეთანხმების გაფორმება საგადასახადო ორგანოსა და სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მქონე პირს შორის. ამ შეთანხმების გაფორმება პირს მომავალ საგადასახადო პერიოდში დასადეკლარირებელ საგადასახადო ვალდებულებებს შეუმცირებს, კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომლითაც ფიქსირებული გადასახადის გადამხდელებისთვის ჯარიმები წესდება. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელები ამ ეტაპზე მხოლოდ თონეებისა და სილამაზის სალონების მეპატრონეები იქნებიან. კანონპროექტის მიხედვით, ისინი 200 ლარით დაჯარიმდებიან იმ შემთხვევაში, თუ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი შეუჩერდებათ და ამ სტატუსით საქმიანობას მაინც გააგრძელებენ. საქართველოში ოლიმპიური მოძრაობისთვის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით, საგადასახო კოდექსსა და "ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ” კანონში ინვესტორსა და ინვესტორის კონტრაქტორზე საგადასახადო შეღავათები წესდება. შეღავათები ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან ათი წლის განმავლობაში იმოქმედებს.

აზრი გამოთქვაკვერნაძემ.

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

   კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის "საქართველოსსაგადასახდო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანა.

(კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)

 

III. მოისმინეს:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა პეტრე ზამბახიძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ” მისი განმარტებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველყოფას აჭარის ა/რ-ის დაცული ტერიტორიების ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის, აღდგენისა და გონივრული გამოყენებისათვის.

კანონპროექტი შედგენილია "ნორმატიული აქტების შესახებ”  საქართველოს კანონის შესაბამისად, რომელიც შედგება ექვსი მუხლისაგან და თანმიმდევრულად ასახავენ კანონპროექტში ინტეგრირებულ ძირითად დებულებებს. პროექტი არეგულირებს მაჭახელას ეროვნული პარკის შექმნას და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს. კერძოდ, პროექტის პირველ მუხლში განსაზღვრულია მაჭახელას ეროვნული პარკის ფართობი  (ბოლო  ტყეთმოწყობის სახელმწიფო დანიშნულების  ტყეებისათვის 1995-1997 წლის, ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებისათვის 1983 წლის მონაცემებით) პარკის  საერთო ფართობს მიკუთვნებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწები სატყეო მეურნეობის, სატყეობისა და კვარტლების მიხედვით ტერიტორიები, რომლებსაც ენიჭებათ ეროვნული პარკის სტატუსი. წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებულია ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში მოქცეული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ეროვნული პარკის შექმა-საერთო ფართობით 8733 ჰექტარი. პარკის ტერიტორია წარმოდგენილია ორი განცალკავებული ბუნებრივ-გეოგრაფიული ნაწილით (ჩრდილოეთი და სამხრეთი) და მოიცავს მხოლოდ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს (მასში სხვადასხვა ზომის ნაკვეთებად განლაგებულია სასოფლო-სამეურნეო და სხვა დანიშნულების მიწები, რომლებიც არ შედის პარკის შემადგენლობაში). პარკის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიებს შორის მოქცეულია დასახლებული პუნქტები, სასოფლო-სამეურნეო და სხვა სახის დანიშნულების მიწები, რომლებიც, ასევე არ შედის პარკის შემადგენლობაში. კანონპროექტის მე-2 მუხლში მოცემულია მაჭახელას ეროვნული პარკის მიერ მოცული ტერიტორიების გეოგრაფიული კოორდინატები, მე-3 მუხლი განსაზღვრავს მაჭახელას ეროვნული პარკის დაცვის და გამოყენების რეჟიმს, კანონპოექტის მე-4 მუხლი კი არეგულირებს მაჭახელას ეროვნული პარკის მართვის საკითხებს, ხოლო მე-5 მუხლი არეგულირებს პარკის შექმნასთან დაკავშირებული მიწათსარგებლობისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

აზრი გამოთქვესხინიკაძემ,  შერვაშიძემ.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

   კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონისპროექტის: "მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ” პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანა.

 

 სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.

     

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                  კვერნაძე

 

სხდომის მდივანი:                         ქველაძე

 
modules