ოქმი #122

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის

ოქმი #122                                             

 

                                                                                                                                                12 აპრილი 2012 . 1700 საათი               

                                                                                                                                               კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹439

  

სხდომის თავმჯდომარე:                      ვახტანგ ბალავაძე

                                                (კომიტეტის თავმჯდომარე)

                           

 სხდომას ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ა. თავდგირიძე,  ზ. გულიკაშვილი გ. ტალახაძე, ი. შერვაშიძე, გ. ჭელიძე, ლ. მინდელი

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები:

კ. კოპალიანი,  დ. ბეჟუაშვილი, რ. ფიფია, ჯ. მაღლაკელიძე;

მოწვეული სტუმრები:

რუსუდან კემულარია – ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ანდრო ალავიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი

 

აპარატის თანამშრომლები:

აპარატის უფროსი ვ. ჯიშიაშვილი; ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი, ნ. ჭელიძე, რ. გელანტია, ს. ბეჟანიძე, თ. კალანდარიშვილი, ბ. ქველაძე, კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული ექსპერტი ს. სვანიშვილი;

კომიტეტის სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტების წევრებს სხდომის დღის წესრიგი:

 

1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი (¹1/82; 02.04.2012): "საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსშორის სასესხო შეთანხმება (რეგიონული განვითარების პროექტი)” (¹07-1/349; 02.04.2012)

 

მომხსენებელი:  რუსუდან კემულარია (საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე)

 

2. საქართველოს პარლამენტის წევრების კუკავას და ალავიძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საჯარო სამსახურშიინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს  კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/499; 28.10 2011) (პირველი მოსმენა)

 

მომხსენებელი:  ანდრო ალავიძე (საქართველოს პარლამენტის წევრი)

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

I. მოისმინეს:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ რუსუდან კემულარიამ წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი "საქართველოსა დარეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (რეგიონული განვითარების პროექტი)” მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი შეთანხმებას საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის ხელი მოეწერა 2012 წლის 28 მარტს. აღნიშნული პროექტის მიზანია კახეთის რეგიონში ტურიზმთან დაკავშირებული ეკონომიკის და კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული მომსახურების და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაუმჯობესება. პროექტი შედგება ორი ნაწილისაგან: )ინვესტირება ინფრასტრუქტურაში და ) ინსტიტუციონალური განვითარება. პროექტის განხორციელებისათვის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკმა სესხის სახით გამოყო 60 მლნ აშშ დოლარი.

კომიტეტს "რეგიონალური განვითარების პროექტთან” დაკავშირებით შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია.

   გადაწყვიტეს: (ერთხმად)

კომიტეტის მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულების (¹1/82; 02.04.2012): "საქართველოსა და რეკონსტრუქციისა დაგანვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (რეგიონული განვითარების პროექტი)” (¹07-1/349; 02.04.2012) რატიფიცირებას.

   (კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის) 

 

    II მოისმინეს:

    საქართველოს პარლამენტის წევრმა ანდრო ალავიძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წერის კუკავას და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივისწესით წარმოდგენილი საქართველო კანონის პროექტი"საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს  კანონში ცვლილების შეტანისთაობაზე (07-3/499; 28.10 2011) მისი ინფორმაციით, კანონპროექტის შემუშავება განაპირობა, იმ გარემოებამ, რომ უქმდება საჯარო მოსამსახურის ვალდებულება, სამსახურში შესვლისას, აგრეთვე შემდგომ ყოველწლიურად ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს წარუდგინონ თავისი და ოჯახის წევრების შემოსავლისა და ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი ცნობა-დეკლარაცია. საჯარო მოსამსახურის მიერ დეკლარაციის წარდგენას არ აქვს რაიმე საგადასახადო მიზანი, ამასთან, არც გამჭირვალობას უწყობს ხელს (არ ხდება შევსებული დეკლარაციის საჯაროდ გამოქვეყნება), აქედან გამომდინარე გადაწყდა ამ ვალდებულების გაუქმება და სანაცვლოდ ის პირები, რომლებიც კორუფციის უფრო მაღალი რისკის შემცველ პოზიციებზე იმყოფებიან განისაზღვრნენ "თანამდებობის პირებად”. შესაბამისად, მათ დაეკისრებათ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსების ვალდებულებაც, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საჯარო სამსახურში გამჭირვალობის გაზრდას.

     კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტში. კერძოდ ცვლილების თანახმად, თანამდებობის პირებად განისაზღვრნენ საქართველოს სამინისტროების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები, სამმართველოს უფროსები, მათთან გათანაბრებული პირები, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქების ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელის მოადგილეები.

 

   აზრი გამოთქვა

   ბალავაძემ წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოთქვა შემდეგი სახის შენიშვნები,

   კერძოდ: "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს  კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის "ქ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "ქ) თვითმმართველი ქალაქის (თბილისი, ბათუმი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი, ცხინვალი) მერი, მისი მოადგილე, აგრეთვე მუნიციპალიტეტის და ქალაქის რაიონის გამგებელი.”

   ასევე მიზანშეწონილია ცვლილება შევიდეს აგეთვე მე-2 მუხლის პირველი პუნქტის "ფ” ქვეპუნქტში, რომელიც ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ფ) თვითმმართველი ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი, ცხინვალი) და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელები;”

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის წევრების კუკავას და ალავიძის საკანონმდებლო ინიციატივის წესითწარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს  კანონში ცვლილების შეტანისთაობაზე (07-3/499; 28.10.2011) წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.

 (კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)

  

   სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.

     

 

სხდომის თავმჯდომარე:                  ბალავაძე

 

სხდომის მდივანი:                         ქველაძე

 
modules