|
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის
ოქმი #121
6 აპრილი 2012 წ. 1700 საათი
კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹439
სხდომის თავმჯდომარე: ვახტანგ ბალავაძე
(კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ
კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), დ. ბეჟუაშვილი, რ. ფიფია, ა. თავდგირიძე, ჯ. მაღლაკელიძე;
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ
კომიტეტის წევრები:
კ. კოპალიანი, გ. ტალახაძე, ზ. გულიკაშვილი,. ი. შერვაშიძე, გ. ჭელიძე, ლ. მინდელი;
მოწვეული სტუმრები:
რუსუდან კემულარია – ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ხათუნა კაპანაძე – მთავრობის საპარლამენტო მდივნის სამსახურის უფროსის მოადგილე
აპარატის თანამშრომლები:
აპარატის უფროსი ვ. ჯიშიაშვილი; ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი, ნ. ჭელიძე, რ. გელანტია; ს. ბეჟანიძე, თ. კალანდარიშვილი, ბ. ქველაძე, კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული ექსპერტი ს. სვანიშვილი;
კომიტეტის სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტების წევრებს სხდომის დღის წესრიგი:
1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი (¹1/80; 30.03.2012): "საქართველოსა და რეკონსტრუქციის ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტი)” და "საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინანსების შეთანხმებას (შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტი) (¹07-1/348; 30.03.2012)
მომხსენებელი: რუსუდან კემულარია (საქართველოს ფინანსთა მიმნისტრის მოადგილე)
კომიტეტების წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
I მოისმინეს:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ რუსუდან კემულარიამ წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი "საქართველოსა დარეკონსტრუქციის ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (შიდა სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტი)” და "საქართველოსა და საერთაშორისო განვითარებისასოციაციას შორის დაფინანსების შეთანხმებას (შიდა სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტი) და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი დაფინანსების შეთანხმებას საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის ხელი მოეწერა 2012 წლის 22 მარტს. აღნიშნული პროექტის მიზნებია: შერჩეულ გზებზე სატრასპორტო კავშირის გაუმჯობესება, მგზავრობის დროის შემცირება და გზების მართვის საკითხებში გზების დეპარტამენტის ინსტიტუციონალური მხარდაჭერა საგზაო ქსელის მართვაში. პროექტი ითვალისწინებს მთელი ქვეყნის მაშტაბით არანაკლებ 19 მონაკვეთის დაახლოებით 225 კილომეტრის სიგრძის შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზის რეაბილიტაციას და შესაბამისი სამუშაოებისა და საკონსულტაციო მომსახურების გაუმჯობესების დაფინანსებას 70 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით.
წარმოდგენილ რატიფიცირებასთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებს შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
გადაწყვიტეს:
კომიტეტის მხარს უჭერს წარმოდგენილი ხელშეკრულების რატიფიცირებას
(კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)
სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
სხდომის თავმჯდომარე: ვ. ბალავაძე
სხდომის მდივანი: ბ. ქველაძე
|