ოქმი #120

რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის (გასვლითისხდომის

ოქმი #120

                                             

                                                                                                                                  31 მარტი 2012 . 1400 საათი

                                                                                                                             თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი 

                                             რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის

  სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის ქუთაისის ოფისი 

 

სხდომის თავმჯდომარე:                                     ვახტანგ ბალავაძე

                                                                      (კომიტეტის თავმჯდომარე)

 სხდომას ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ჯ. მაღლაკელიძე,  ლ. მინდელი, გ. ტალახაძე ა. თავდგირიძე,  ი. შერვაშიძე, რ. ფიფია.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები:

კ. კოპალიანი, დ. ბეჟუაშვილი, ზ. გულიკაშვილი, გ. ჭელიძე.

მოწვეული სტუმრები:

რუსუდან კერვალიშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე

ანდრო ალავიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი

მამუკა სანებლიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი

დავით ჭავჭანიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი

რამაზ ნიკოლაიშვილი – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

მამუკა ლეჟავა _ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის უფროსი

გიორგი თევდორაძე – ქ. ქუთაისის მერი

კომიტეტის გასვლითი სხდომის განსახილველი საკითხი:

1. რეგიონული განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა

მომხსენებელი: მამუკა ლეჟავა.

(რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის უფროსი)

 

კომიტეტების წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

 

I. მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრებმა მოისმინეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის უფროსის მამუკა ლეჟავას ანგარიში საგზაო დეპარტამენტის მიერ 2011 წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის შესახებ, ასევე გაეცნენ 2012 წლის სამუშაო პრიორიტეტებს და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებს.

 

   აზრი გამოთვეს:

   რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა ისაუბრა სამინისტროს, საგზაო დეპარტამენტის მიერ 2011 წლის განმავლობაში ჩატარებულ სამუშაოებზე და იმ სამომავლო გეგმებზე, რომლებიც ჩქაროსნულ გზატკეცილს და სხვადასხვა ტურისტულ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას  გულისხმობს, მინისტრის  თქმით,  დაგეგმილი  პროექტების   ფარგლებში გაჩნდება შესაძლებლობა  ახალი  სამუშაო  ადგილების  შესაქმნელად., სადაც 30 ათასია ადამიანი იქნება დასაქმებული.

რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ბალავაძემ აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ქალაქ ქუთაისში სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის მიერ განხორციელდა. მთავარი არსიც ამ შეხვედრის სწორედ ის იყო, რომ გავცნობოდით მათ მიერ 2011 წელს განხორციელებულ და დაგეგმილ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

სხდომის დამთავრების შემდეგ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, პარლამენტის წევრებთან ერთად მე-11 საუკუნის ისტორიული ძეგლის ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო-აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, ტაძრის სრული რეაბილიტაციის კონცეფციის შემუშავება იუნესკოს ექსპერტების აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს. ტაძარზე პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დასრულდება, ხოლო საბოლოოდ აღდგენილი ბაგრატის ტაძარი შემოდგომაზე გაიხსნება.D

ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ აღნიშნა, რომ ბაგრატის ტაძრის ახალი იერსახით შემომატება იქნებაGროგორც კულტურული, ასევე მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტი ქლაქ ქუთაისისათვის.EN

პარლამენტის წევრებმა მოიწონეს და დადებითად შეაფასეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის მიერ 2011 წლის მანძილზე გაწეული სამუშაოები და 2012 წლის გეგმების სესახებ წარმოდგენილი ანგარიში.

 (პრეზენტავიის მასალები ოქმს თან ერთვის)   

  

 

 კომიტეტის თავმჯდომარე:                  ბალავაძე

   

 

  სხდომის მდივანი:                         ქველაძე

 
modules