|
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის გასვლითი სხდომის
ოქმი #119
22 მარტი 2012 წ. 1400 საათი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
კაჭრეთის საჯარო სკოლის შენობა.
სხდომის თავმჯდომარე: ვახტანგ ბალავაძე
(კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ
კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), გ. ჭელიძე, დ. ბეჟუაშვილი, ჯ. მაღლაკელიძე, ზ. გულიკაშვილი, ლ. მინდელი, გ. ტალახაძე;
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ
კომიტეტის წევრები:
კ. კოპალიანი, ა. თავდგირიძე, ი. შერვაშიძე, რ. ფიფია,
მოწვეული სტუმრები:
ვასილ დავითაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
ირინა ქურდაძე – განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
გასვლითი კომიტეტის სხდომის განსახილველი საკითხები:
1. პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა რეგიონებში.
მომხსენებელი: ირინა ქურდაძე
(განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე)
2 კოლეჯის კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობები
მომხსენებელი: ნათელა პაპუნაშვილი
(კაჭრეთის პროფესიული საჯარო სკოლა "აისის” დირექტორი)
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი (¹1/37; 02.03.2012): "ადგილობრივითვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (07-2/421; 02.03.2012) (მესამე მოსმენა)
მომხსენებელი: ვახტანგ ბალავაძემ
(საქართველოს პარლამენტის წევრი)
კომიტეტების წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
I. მოისმინეს:
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინა ქურდაძემ სხდომაზე წარმოადგინა პროფესიული განათლების დაფინანსების ახალი ხედვა. მან ისაუბრა პრეზიდენტის ინიციატივაზე, რაც გულისხმობს პროფესიული განათლების მსურველთა კატეგორიებისთვის 1000 ლარიანი ვაუჩერის გადაცემას, კერძოდ:
1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების ყველა მსურველს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან გადაეცემათ 1000 ლარიანი ვაუჩერი;
2. სკოლის დამთავრებისთანავე, საშუალო და ზოგადი განათლების მიღების შემდგომ, თუ ახალგაზრდა სწავლას გააგრძელებს პროფესიულ კოლეჯებში, გადაეცემათ 1000 ლარიანი ვაუჩერი;
3. ვინც გადალახავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ტესტირების მინიმალურ ზღვარს, მისი სწავლაც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაფინანსდება 1000 ლარიანი ვაუჩერით;
4. დანარჩენ მსურველებს კი სწავლა დაუფინანსდებათ ვაუჩერის ღირებულების 70%-ის ოდენობით.
II. მოისმინეს:
კაჯრეთის პროფესიული საჯარო სკოლა "აისის” დირექტორმა ნათელა პაპუნაშვილმა ისაუბრა კოლეჯის კურსდამთავრებულთა დასქმების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
III. მოისმინეს:
კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ მესამე მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოსორგანული კანონის პროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. მან განმარტა, რომ წარმოდგენილი ცვლილების განხორციელება განაპირობა სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის გათვალისწინებით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გარკვეულ შემთხვევებში ქონების გადაცემის საკითხის აუცილებლობამ კანონპროექტის მიზანია სახელმწიფოს მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ქონების ფორმირების ხელშეწყობა.
გადაწყვიტეს: (ერთხმად)
კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "ადგილობრივითვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამემოსმენით განსახილველად გატანას.
(კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)
სხდომის დამთავრების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს კომიტეტის წევრებმა ისაუბრეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის კაჭრეთის თემში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შესახებ.
სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
კომიტეტის თავმჯდომარე: ვ. ბალავაძე
სხდომის მდივანი: ბ. ქველაძე
|