| ოქმი #118 |
|
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიტის კომიტეტების ერთობლივი სხდომის ოქმი #118
15 მარტი 2012 წ. 1600 საათი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
სხდომის თავმჯდომარე: გიორგი მელაძე (დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიტის კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ლ. მინდელი, გ. ჭელიძე, ი. შერვაშიძე, დ. ბეჟუაშვილი, რ. ფიფია, ჯ. მაღლაკელიძე. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: კ. კოპალიანი, ა. თავდგირიძე, გ. ტალახაძე, ზ. გულიკაშვილი, ლ. მინდელი. მოწვეული სტუმრები: ლაშა მგელაძე - რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
გაერთიანებულ კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრები და აპარატის თანამშრომლები.
აპარატის თანამშრომლები: აპარატის უფროსი ვ. ჯიშიაშვილი; ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი, ნ. ჭელიძე, რ. გელანტია; ს. ბეჟანიძე, თ. კალანდარიშვილი, ბ. ქველაძე, კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული ექსპერტი ს. სვანიშვილი; გაერთიანებული კომიტეტების სხდომა გახსნა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიტის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი მელაძემ. მან დაადასტურა ქვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტების წევრებს სხდომის დღის წესრიგი:
გაერთიანებული კომიტეტების სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საერთო საკითხი:
1. საქართველოს პარლამენტის წევრის ვ. ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "ადგილობრივი თვითმმართველიერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (07-3/561; 17.02.2012) (მესამე მოსმენა) მომხსენებელი: ვახტანგ ბალავაძე (რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე)
2. საქართველოს პარლამენტის წევრის ვ. ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს დედაქალაქის –თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (07-3/562; 17.02.2012) (მესამე მოსმენა) მომხსენებელი: ვახტანგ ბალავაძე (რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე)
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (07-2/414) (მესამე მოსმენა) მომხსენებელი: ლაშა მგელაძე (რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე) 4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი (¹1/37; 02.03.2012): "ადგილობრივითვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (07-2/421; 02.03.2012) (მეორე მოსმენა) მომხსენებელი: ნათია მიქელაძე (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე) კომიტეტების წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. I. მოისმინეს: რეგიონული პოლიტიკის, თვიოთმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ მესამე მოსმენით წარმოადგინა მის მიერსაკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე”
კანონპროექტის მიმართ რედაქციული სახის შენიშვნები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის წევრის ვ. ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამემოსმენით განსახილველად გატანას. (კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)
II. მოისმინეს: რეგიონული პოლიტიკის, თვიოთმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ მესამე მოსმენით წარმოადგინა მის მიერსაკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე”
აზრი გამოთქვეს: მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ხათუნა კაპანაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას კანონპროექტის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ე” ქვეპუნქტთანდაკავშირებით გააჩნია შემდეგი სახის შენიშვნა, კერძოდ საუბარია ქ. თბილისის მთავრობის კომპეტენციაზე. კერძოდ, რომ მას უფლება აქვს განიხილოს პრივატიზებული ან/დასარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მიმღები პირის ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები.მიზანშეწონილია მოცემულ ქვეპუნქში გამონაკლისად განიზაღვროს სააუქციონო საპრივატიზებო საფასაური და სააუქციონო საპრივატიზებო პირობები. ამავე ქვეპუნქტშიდაზუსტებას საჭიროებს, რომ ქ. თბილისის მთავრობის მიერ საკითხის განხილვის შემდეგ, საკითხის საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება პრივატიზებისგანმახორციელებელ ან/და სარგებლობის უფლებით გადასაცემ ქონებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს.
გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი საქართველოს მთავრობის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის წევრის ვ. ბალავაძის მიერ საკანონმდებლოინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანას. (კომიტეტის დასკვნის ასლი და შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი ოქმს თან ერთვის)
III მოისმინეს: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ლაშა მგელაძემ მესამე მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლოინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე.
კანონპროექტის მიმართ რედაქციული სახის შენიშვნები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "ადგილობრივითვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. საქართველოს კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამემოსმენით განსახილველად გატანას. (კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)
IV. მოისმინეს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ მეორე მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლოინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე”. მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილ პროქტში გათვალისწინებულ იქნა ის შენიშვნები, რომლებიც კომიტეტის მიერ პირველი მოსმენიასას გამოთქვა, კერძოდ: კანონპროექტით წარმოდგენილ 47-ე მუხლს არა აქვს სათაური, შესაბამისად მიზანშეწონილია კანონპროექტის პირველი მუხლით გათვალისწინებულ 47-ე მუხლს დაემატოს არსებული სათაური და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 47. მიწა და ბუნებრივი რესურსები 1. თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია: ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა.შ.), გარდა კერძო საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული მიწებისა,აგრეთვე ის მიწები, რომლებიც ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე (სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას; ბ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე მიმაგრებული მიწა; გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწა, გარდა: გ.ა) საძოვრებისა და პირუტყვის გადასარეკი ტრასებისა; გ.ბ) 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა; გ.გ) დაცული ტერიტორიების მიწისა; გ.დ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლებისათვის განკუთვნილი მიწისა; გ.ე) სახელმწიფო ტყის ფონდის მიწისა; გ.ვ) საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის უზუფრუქტის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემული მიწისა; გ.ზ) წყლის ფონდის მიწისა; გ.თ) კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა; გ.ი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა, რომელიც ექვემდებარება პრივატიზებას ”სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად; დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსები.". 2. თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ მუხლის პირველი პუნქტის ”გ.ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ”ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.” გადაწყვიტეს: (ერთხმად) გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებითმხარს კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოსორგანული კანონის პროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტისპარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას. (კომიტეტის დასკვნის ასლი და შენიშვნების გათვალისწინების ამსახველი ფურცელი ოქმს თან ერთვის)
სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
კომიტეტის თავმჯდომარე: ვ. ბალავაძე
სხდომის მდივანი: ბ. ქველაძე |






