ოქმი #117

რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი  რეგიონების კომიტეტის სხდომის

ოქმი #117                                              

                                                                                                                               12 მარტი 2012 . 1700 საათი              

                                                                                                                                    კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹439

 

 სხდომის თავმჯდომარე:                      ვახტანგ ბალავაძე

                                                (კომიტეტის თავმჯდომარე)                         

 

სხდომას ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ლ. მინდელი, გ. ჭელიძე, დ. ბეჟუაშვილი, რ. ფიფია, ა. თავდგირიძე; ი. შერვაშიძე.

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები:

კ. კოპალიანი,  გ. ტალახაძე; ზ. გულიკაშვილი, ჯ. მაღლაკელიძე.

მოწვეული სტუმრები:

ნინო ენუქიძე – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე

ხათუნა კაპანაძე – მთავრობის საპარლამენტო მდივნის სამსახურის უფროსის მოადგილე

 

აპარატის თანამშრომლები:

აპარატის უფროსი ვ. ჯიშიაშვილი; ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი, ნ. ჭელიძე, რ. გელანტია; ს. ბეჟანიძე, ნ. ქავთარაძე, თ. კალანდარიშვილი, ბ. ქველაძე, კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული ექსპერტი ს. სვანიშვილი;

კომიტეტის სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის თვითმმაართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტების წევრებს სხდომის დღის წესრიგი:                  

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტებს: (¹1/41; 09.03.2012): "ბირთვული და რადიაციულიუსაფრთხოების შესახებ”,  "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, და "შეიარაღებისსამხედრო ტექნიკისა და ორმაგიდანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/426,09.03.2012 (პირველი მოსმენა)

 

მომხსენებელინინო ენუქიძე

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე

 

მოისმინეს:

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტები: "ბირთვულიდა რადიაციული უსაფრთხოების შესახებ”, "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, და "შეიარაღებისსამხედრო ტექნიკისადა ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. მისი ინფორმაციით, კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს დარეგულირებულ იქნეს სამართლებრივი ურთიერთობები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურუდულ პირებს შორის, რომლებიც ეწევიან ბირთვულ და რადიოაქტიურ მასალებთან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან დაკავშირებულ საქმიანობას, ახორციელებენ ბირთვული მასალების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების უსაფრთხოების და ფიზიკური დაცვის ღონისძიებებს.

მომზადებული კანონპროექტით განისაზღვრება მარეგულირებელი ორგანო და მისი ძირითადი ფუნქციები, ასევე სხვა სახელმწიფო ორგანოების ფუნქციები ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში. პროექტით რეგულირდება ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ძირითადი საკითხები განისაზღვრება სურსათით, სასმელი და მინერალური წყლით ნედლეულითა და ნიადაგით გამოწვეული დასხივების, ბუნებრივი წყაროებით გამოწვეული სამედიცინო დასხივების შეზღუდვებთან დაკავშირებული საკითხები. ასევე რეგულირდება ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის, მათ შორის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირებასთან დაკავშირებული საკითხები.

      კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებს და ბირთვული და რადიაციული უსაფრტხოების სფეროში კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. 

 

  კომიტეტის წევრებს წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

 

გადაწყვიტეს:

   კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: "ბირთვული და რადიაციულიუსაფრთხოების შესახებ”,  "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, და "შეიარაღებისსამხედრო ტექნიკისა და ორმაგიდანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველიმოსმენით განსახილველად გატანას.

   (კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)

 

  

   სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.

     

 

სხდომის თავმჯდომარე:                  ბალავაძე

 

 

სხდომის მდივანი:                         ქველაძე

 
modules