ოქმი #116

რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის

ოქმი #116

                                             

                                                                                                                                               9 მარტი 2012 . 1600 საათი              

                                                                                                                                              კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹439

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                      ელდარ კვერნაძე

                                           (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე)

                           

სხდომას ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ლ. მინდელი, გ. ჭელიძე, დ. ბეჟუაშვილი, რ. ფიფია, ა. თავდგირიძე, ი. შერვაშიძე,

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები:

ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), კ. კოპალიანი, გ. ტალახაძე, ზ. გულიკაშვილი, ჯ. მაღლაკელიძე.

მოწვეული სტუმრები:

ზვიად კუკავა – საქართველოს პარლამენტის წევრი

ნათია მიქელაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე)

აპარატის თანამშრომლები:

აპარატის უფროსი ვ. ჯიშიაშვილი; ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი, ნ. ჭელიძე, რ. გელანტია; ს. ბეჟანიძე, თ. კალანდარიშვილი, ბ. ქველაძე, კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული ექსპერტი ს. სვანიშვილი;

კომიტეტის სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის თვითმმაართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ელდარ კვერნაძემ მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტების წევრებს სხდომის დღის წესრიგი:

                 

1. საქართველოს პარლამენტის წევრებისანჯაფარიძისა და კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოსადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” (07-3/568; 02.03.2012) (პირველი მოსმენა)

მომხსენებელიზვიად კუკავა (საქართველოს პარლამენტის წევრი)

 

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი (¹1/37; 02.03.2012): "ადგილობრივითვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (07-2/421; 02.03.2012)(პირველი მოსმენა)

მომხსენებელინათია მიქელაძე  (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე)   

           

I. მოისმინეს:

   საქართველოს პარლამენტის წევრმა ზვიად კუკავამ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრებისანჯაფარიძისა და მის მიერ საკანონმდებლოინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”. ინიციატორმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სრულყოფა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის-საჯარიმო ქვითრის გამოწერის წესის დახვეწა. აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 2401 მუხლის პირველ ნაწილსა და 242-ე მუხლის მე-5 ნაწილში, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები (ქალაქ თბილისში – ქალაქ თბილისის მერი) უფლებამოსილნი  ხდებიან განსაზღვრონ ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა” ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი და მისი გამოწერის წესი, კერძოდ შესაძლებელი ხდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის-საჯარიმო ქვითრის შევსება ბურთულიანი კალმით ან/და ელექტრონული ფორმით.

   აზრი გამოთქვაკვერნაძემტალახაძემ.

   გადაწყვიტეს:

   კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის წევრებისანჯაფარიძისა და კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონისპროექტის: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველიმოსმენით განსახილველად გატანას.

   (კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)

 

   II. მოისმინეს:

   საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლოინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე” მან აღნიშნა, კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილების განხორციელება განაპირობა სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის გათვალისწინებით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გარკვეულ შემთხვევებში ქონების გადაცემის საკითხის აუცილებლობამ. პროექტის თანახმად, აღნიშნული ცვლილება შედის "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლში. კერძოდ, 47-ე მუხლს ემატება  მე-2  პუნქტი, რომლის თანახმადაც, თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ მუხლის პირველი პუნქტის "გ.ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოსა კანონის შესაბამისად, როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი ქონების სახით.

გადაწყვიტეს:

კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის წევრებისანჯაფარიძისა და კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონისპროექტის: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველიმოსმენით განსახილველად გატანას.

   (კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)

 

სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.

     

სხდომის თავმჯდომარე:                  კვერნაძე

 

 

სხდომის მდივანი:                         ქველაძე

 
modules