ოქმი #115

რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიტის კომიტეტების ერთობლივი სხდომის

ოქმი #115

                                             

                                                                                                                                        7 მარტი 2012 . 1400 საათი              

                                                                                                                                           ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

 

სხდომის თავმჯდომარე:                                             გიორგი მელაძე

                                                                (დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური 

                                                                   პოლიტიტის კომიტეტის თავმჯდომარე)

 

სხდომას ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე),  ლ. მინდელი, გ. ჭელიძე, ზ. გულიკაშვილის ადგილმონაცლე ა. ლეკაშვილი, ი. შერვაშიძის ადგილმონაცვლე მ. გაჩეჩილაძე

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები:

კ. კოპალიანი, რ. ფიფია, ა. თავდგირიძე, გ. ტალახაძე დ. ბეჟუაშვილი, ჯ. მაღლაკელიძე,

მოწვეული სტუმრები:

ლენა ღვინიანიძე – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი

 

გაერთიანებულ კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის  წევრები და აპარატის თანამშრომლები.

 

აპარატის თანამშრომლები:

აპარატის უფროსი ვ. ჯიშიაშვილი; ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი, ნ. ჭელიძე, რ. გელანტია; ს. ბეჟანიძე, თ. კალანდარიშვილი, ბ. ქველაძე, კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული ექსპერტი ს. სვანიშვილი;

გაერთიანებული კომიტეტების სხდომა გახსნა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიტის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი მელაძემ. მან დაადასტურა ქვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტების წევრებს სხდომის დღის წესრიგი:

 

გაერთიანებული კომიტეტების სხდომის  დღის  წესრიგით გათვალისწინებული საერთო საკითხი:

  

1. საქართველოს პარლამენტის წევრის ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "ადგილობრივი თვითმმართველიერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (07-3/561; 17.02.2012) (მეორე მოსმენა)

                         

                      მომხსენებელივახტანგ ბალავაძე

(რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი  რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე)

2. საქართველოს პარლამენტის წევრის ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს დედაქალაქის –თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (07-3/562; 17.02.2012) (მეორე მოსმენა)

                 

                    მომხსენებელივახტანგ ბალავაძე

(რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი  რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე)

 

3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით   წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "ადგილობრივი  თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანულ კანონში   ცვლილებების შეტანის თაობაზე (07-2/414) (მეორე მოსმენა)

 

მომხსენებელილაშა მგელაძე

(რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე)

 

კომიტეტების წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

 

I. მოისმინეს:

ვახტანგ ბალავაძის მიერ  მეორე მოსმენით წარმოადგინა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: "ადგილობრივითვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. 

     საქართველოს მთავრობის მიერ  გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მუხლის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

      ბ) 191 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 და მე-20 პუნქტები:

"19. თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო-საკრებულო უფლებამოსილია საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების, აქციებისა და წილების სახელმწიფოსათვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ქონების დაგაცემა ხორციელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

20. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, აქციები და წილები შეიძლება უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს სახელმწიფოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს. მოძრავი ქონების, აქციებისა და წილების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მთავრობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით. ქონების გადაცემა ხორციელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

 

აზრი გამოთქვამელაძემ

ადაწყვიტეს: (ერთხმად)

წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის წევრის ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილისაქართველოს კანონის პროექტის: "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტისპარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას.

 (კომიტეტის დასკვნის ასლი და შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი ოქმს თან ერთვის)

 

II. მოისმინეს:

რეგიონული პოლიტიკისთვიოთმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ მეორე მოსმენით წარმოადგინა მის მიერსაკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის და თბილისის მერიის  მიერ გამოთქმული  შენიშვნების გათვალისწინებით კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

  • 231 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ედა ტ2 პუნქტები:

      ე2) ადგილობრივ საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის, აქციებისა და წილების სახელმწიფოსათვის, აფხაზეთისა ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის, თვითმმართველობის ერთეულებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

    ტ2) სოციალურ-კულტურული და სპორტული ღონისძიებების დაფინანსება”.

კანონპროექტის პირველი მუხლის მესამე პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მიმღები პირის ფინანსური (გარდა სააუქციონო საპრივატიზებო ფასისა) და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

აზრი გამოთქვამელაძემღვინიანიძემ

 

ადაწყვიტეს: (ერთხმად)

წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის წევრის ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილისაქართველოს კანონის პროექტის: "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზეკანონპროექტის პარლამენტისპლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას.

(კომიტეტის დასკვნის ასლი და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი ოქმს თან ერთვის)

 

 III მოისმინეს:

  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ლაშა  მგელაძემ მეორე მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლოინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე.

       როგორც მომხსენებელმა განმარტა თვითმმართველობის საქმიანობის ამ სფეროში დაგროვდა არსებითი ხასიათის პრობლემები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან დროულ ჩარევას და რეაგირებას საჭიროებს. კერძოდ, თვითმმართველობებში ვერ ხორციელდება ნარჩენების უტილიზაცია, ასევე მოუგვარებელია, როგორც ახალი ნაგავსაყრელების შესაბამისი სტანდარტების დაცვით შექმნისა და მოწყობის, ასევე არსებული ნაგავსაყრელების გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე ფუნქციონირების პრობლემა. აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილებიდან ამოღებულ იქნას ნაგავსაყრელების მოწყობისა და ნარჩენების უტილიზაციის უფლებამოსილებები. აღნიშნულ სფეროებში საქმიანობის ორგანიზებასა და განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და  მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სახელმწიფო ქონების განკერძოების გზით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირი. აღნიშნული ცვლილება მიზანშეწონილად მიგვაჩნია ძალაში შევიდეს 2012 წლის 1 მაისიდან.

ადაწყვიტეს: (ერთხმად)

კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "ადგილობრივითვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. საქართველოს კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორემოსმენით განსახილველად გატანას.

(კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)

 

სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.

       

 

 კომიტეტის თავმჯდომარე:                  ბალავაძე

       

      

     სხდომის მდივანი:                         ქველაძე

 
modules