| ოქმი #113 |
|
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიტის კომიტეტების ერთობლივი სხდომის ოქმი #113
1 მარტი 2012 წ. 1300 საათი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
სხდომის თავმჯდომარე: გიორგი მელაძე (დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიტის კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ი. შერვაშიძე, ლ. მინდელი, გ. ჭელიძე, დ. ბეჟუაშვილი, ჯ. მაღლაკელიძე, სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: კ. კოპალიანი, ბ. ხურციძე, რ. ფიფია; ზ. გულიკაშვილი, ა. თავდგირიძე; გ. ტალახაძე მოწვეული სტუმრები: მიხეილ ცქიტიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი ლაშა მგელაძე- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თათული თოდუა – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ნათია მიქელაძე – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
გაერთიანებულ კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრები და აპარატის თანამშრომლები.
აპარატის თანამშრომლები: აპარატის უფროსი ვ. ჯიშიაშვილი; ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი, ნ. ჭელიძე, რ. გელანტია; ს. ბეჟანიძე, თ. კალანდარიშვილი, ბ. ქველაძე, კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული ექსპერტი ს. სვანიშვილი; გაერთიანებული კომიტეტების სხდომა გახსნა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიტის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი მელაძემ. მან დაადასტურა ქვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტების წევრებს სხდომის დღის წესრიგი: გაერთიანებული კომიტეტების სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საერთო საკითხი:
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (პირველი მოსმენა) მომხსენებელი: ლაშა მგელაძე (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე) 2 საქართველოს პარლამენტის წევრების ა. ალავიძის და მ. ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარემოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე” (07-3/564; 21.02.2012) (პირველი მოსმენა) მომხსენებელი: მიხეილ ცქიტიშვილი (საქართველოს პარლამენტის წევრი)
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
I. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა მიხეილ ცქიტიშვილმა პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების ა. ალავიძის და მის მიერ საკანონმდებლოინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: "ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და"ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (07-3/564; 21.02.2012) ინიციატორმა ისაუბრა კანონპრექტების ძირითად პრინციპებზე. კერძოდ, აღნიშნა რომ "ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც კანონიდან ამოღებულ იქნა 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას ან რეკონსტრუქციისას სანებართვო პირობების დარღვევის ან შეუსრულებლობის შემთხვევაში დამრღვევის მიერ სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებამდე საპროექტო დოკუმენტაციაში სათანადო ცვლილების შეტანისას მას არ დაეკისრება კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა, თუკი კონკრეტული პირი მოახდენს წერილობით ინფორმირებას. ხოლო, რაც შეეხება "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონს აქ ცვლილება შედის კანონის პირველი მუხლის 21 პუნქტში და ყალიბდება შემდეგი რედაქციით: 21. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის 24-ე მუხლის 23-ე, 24-ე და 50-ე პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე, თუ მათ ახორციელებს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული ან/და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან/ და საჯარო სამართლის იურიდიული პირი”. Aაზრი გამოთქვა: გ. მელაძემ, გ. ჩახვაძემ, თ. წურწუმიამ. გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის წევრების ა. ალავიძის და მ. ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონისპროექტების: "ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოსკანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას. (კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)
II მოისმინეს: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ლაშა მგელაძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლოინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე. როგორც მომხსენებელმა განმარტა თვითმმართველობის საქმიანობის ამ სფეროში დაგროვდა არსებითი ხასიათის პრობლემები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან დროულ ჩარევას და რეაგირებას საჭიროებს. კერძოდ, თვითმმართველობებში ვერ ხორციელდება ნარჩენების უტილიზაცია, ასევე მოუგვარებელია, როგორც ახალი ნაგავსაყრელების შესაბამისი სტანდარტების დაცვით შექმნისა და მოწყობის, ასევე არსებული ნაგავსაყრელების გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე ფუნქციონირების პრობლემა. აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილებიდან ამოღებულ იქნას ნაგავსაყრელების მოწყობისა და ნარჩენების უტილიზაციის უფლებამოსილებები. აღნიშნულ სფეროებში საქმიანობის ორგანიზებასა და განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სახელმწიფო ქონების განკერძოების გზით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირი. აღნიშნული ცვლილება მიზანშეწონილად მიგვაჩნია ძალაში შევიდეს 2012 წლის 1 მაისიდან. აზრი გამოთქვეს: გ. მელაძემ. თ. თოდუამ; თ. წურწუმიამ, თ. კოხოძემ რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პროექტის ამოცანაა თვითმმართველ ერთეულებში ნაგავსაყრელების მოწყობისა და ნარჩენების უტილიზაციის საკითხებში არსებული პრობლემების აღმოფხვრა და დარეგულირება. სადღეისოდ თვითმმართველობების საქმიანობის ამ სფეროში კვლავ შეფერხებებია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტმა საქართველოს მთავრობასა და სამინისტროსთან ერთობლივი კონსულტაციების შედეგად გადაწყვიტა, რომ თვითმმართველობის ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებებიდან ამოღებული იქნება ნაგავსაყრელების მოწყობა, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაში გადადის. აღნიშნული მოდელი ბევრ ევროპულ ქვეყანაშია აპრობირებული, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ. იმის გათვალისწინებით, რომ ამ სერვისის განხორციელებაში ყველაზე ძვირი სწორედ ნაგავსაყრელების ორგანიზებაა, სწორად არ მიგვაჩნია, რომ ყველა მუნიციპალიტეტში ცალ-ცალკე ნაგავსაყრელი იყოს, მაშინ როცა შესაძლებელია ოთხმა-ხუთმა მუნიციპალიტეტმა ერთი ნაგავსაყრელითაც ისარგებლოს. წარმოდგენილი ცვლილებით, აღნიშნა ვ. ბალავაძემ კარგი და მნიშვნელოვანი საქმე კეთდება, როგორც გარემოს დაცვის, ასევე მენეჯმენტის თვალსაზრისითაც. მან ასევე აღნიშნა, რომ მეორე მოსმენისათვის გასათვალისწინებელია ქ. თბილისის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თვითმმართველი ორგანოების რიგი თავისებურებანი, თუ როგორ უნდა იქნეს ასახული კანონპროექტში. გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტის პლენარულ სახდომაზე პირველი მოსმენით გასახილველად გატანას. (კომიტეტის დასკვნის ასლი და კანონპროექტზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი ოქმს თან ერთვის)
სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
კომიტეტის თავმჯდომარე: ვ. ბალავაძე
სხდომის მდივანი: ბ. ქველაძე |






