| ოქმი #112 |
|
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის ოქმი #112
23 თებერვალი 2012 წ. 1500 საათი კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹439
სხდომის თავმჯდომარე: ვახტანგ ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ი. შერვაშიძე, ზ. გულიკაშვილი, ლ. მინდელი, გ. ჭელიძე, დ. ბეჟუაშვილი, ა. თავდგირიძე; გ. ტალახაძე, ჯ. მაღლაკელიძე, სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: კ. კოპალიანი, ბ. ხურციძე, რ. ფიფია;
აპარატის თანამშრომლები: აპარატის უფროსი ვ. ჯიშიაშვილი; ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი, ნ. ჭელიძე, რ. გელანტია; ს. ბეჟანიძე, თ. კალანდარიშვილი, ბ. ქველაძე, კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული ექსპერტი ს. სვანიშვილი; სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი:
1. საქართველოს პარლამენტის წევრის ვ. ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "ადგილობრივი თვითმმართველიერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (07-3/561; 17.02.2012) (პირველი მოსმენა)
მომხსენებელი: ვახტანგ ბალავაძე (რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე)
2. საქართველოს პარლამენტის წევრის ვ. ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს დედაქალაქის –თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (07-3/562; 17.02.2012) (პირველი მოსმენა)
მომხსენებელი: ვახტანგ ბალავაძე (რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე)
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
I. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონისპროექტი: "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” ინიციატორმა განმარტა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია დაზუსტდეს თვითმმართველი ერთეულისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების პროცედურა. კერძოდ, თვითმმართველი ერთეულისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო ფასის გადახდის ნაცვლად შესაძლებელია, მოხდეს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის სანაცვლო ქონების გადაცემა (გაცვლა). ქონების ღირებულება დგინდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ერონული ბიუროს დასკვნის საფუძველზე. ამავე კანონპროექტით, თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო –საკრებულო უფლებამოსილია საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების აქციებისა და წილების სახელმწიფოსათვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სხვა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ. თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია ასევე მიიღოს გადაწყვეტლება აქციებზე და წილებზე საკუთრების უფლების მიტოვების თაობაზე, ხოლო ქალაქ თბილისში აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის თვითმმართვლი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო-ქ. თბილისის მთავრობა. აზრი გამოთქვეს: ო. ხინიკაძემ.
გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის წევრის ვ. ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტის «ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას. (კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის) II მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონისპროექტი: "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” წარმოდგენილი კანონპროექტით, აღნიშნა ვახტანგ ბალავაძემ "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 231 მუხლს, რომელიც განსაზღვრავს ქ. თბილისის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებს, ემატება "ე” ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით ქ. თბილისის მთავრობა უფლებამოსილია განიხილოს ადგილობრივ საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის, აქციებისა და წილების სახელმწიფოსთვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ორგანოებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხი, მიიღოს გადაწყვეტილება აქციებზე და წილებზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ. ამავე კანონპროექტით, კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა ე) ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით ქ. თბილისის მთავრობას მიეცა უფლება განიხილოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მიმღები პირის ფინანსური და საინესტიციო ვალდებულებების შესრულებისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, 38-ე მუხლს ემატება მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვით თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით ქ. თბილისის მთავრობას ან მის წარმომადგენელს ეძლევათ უფლება ნებისმიერი დოკუმენტაცია შეადგინონ ან/და გასცენ როგორც წერილობით, ასევე ელექტრონული ფორმით, რომლებსაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა, თუკი ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია მისი გამომცემი ორგანოს ოფიციალური ინტერნეტგვერდის მეშვეობით. ელექტრონული ფორმით გაცემული ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი ელექტრონული ფორმით გაცნობისთანავე.
გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის წევრის ვ. ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტის "საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას. (კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)
სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
სხდომის თავმჯდომარე: ვ. ბალავაძე
სხდომის მდივანი: ბ. ქველაძ |






