ოქმი #111

რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი  რეგიონების კომიტეტის სხდომის

ოქმი #111

                                             

                                                                                                                                                                10 თებერვალი 2012 . 1600 საათი              

                                                                                                                                                         კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹439

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                      ვახტანგ ბალავაძე

                                                 (კომიტეტის თავმჯდომარე)

                           

სხდომას ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ი. შერვაშიძე, ზ. გულიკაშვილი, ლ. მინდელი, გ. ჭელიძე, დ. ბეჟუაშვილი, ა. თავდგირიძე;

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები:

კ. კოპალიანი, ბ. ხურციძე, გ. ტალახაძე, ჯ. მაღლაკელიძე, რ. ფიფია;

მოწვეული სტუმრები:

რუსუდან კემულარია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

რამაზ ნიკოლაიშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;

 

აპარატის თანამშრომლები:

აპარატის უფროსი ვ. ჯიშიაშვილი; ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი, ნ. ჭელიძე, რ. გელანტია; ს. ბეჟანიძე, თ. კალანდარიშვილი, ბ. ქველაძე, კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული ექსპერტი ს. სვანიშვილი;

სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი:

 

1.        საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება (¹1/20; 02.02.2012): "საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორისდაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (საქართველოქვერეგიონული საგზაო დერეფნის განვითარების პროგრამა)” 2011 წლის 30 დეკემბერს წერილების გაცვლის გზითდადებული ცვლილება” (07-1/336; 02.02.2012);

                    მომხსენებელიკემულარია

      (საქართველოს ფინანსთამინისტრის მოადგილე)

 

2. საქართველოს მთავრობის მიერ 2012 წლის 31 იანვრის ¹154 განკარგულებას (¹2/18; 31.01.2012): "თვითმმართველი ქალაქი რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტისადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ” შემდგომი მსვლელობისათვის” (¹1087; 03.02.2012);

               მომხსენებელირამაზ ნიკოლაიშვილი

 (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი)

 

3. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბატონ დავით ბაქრაძის     რეზოლუციით შემოსული მესტიის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელ პირთა პეტიციის განხილვა (¹13868 26.12.11).

                     მომხსენებელივახტანგ ბალავაძე

(რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი  რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე)

 

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

 

I. მოისმინეს:

  საქართველოს ფინანსთამინისტრის მოადგილემ რუსუდან კემულარიამ წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება"საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (საქართველოქვერეგიონული საგზაო დერეფნის განვითარების პროგრამა)” 2011 წლის30 დეკემბერს წერილების გაცვლის გზით დადებული ცვლილება

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტმა განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერრატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება (¹1/20: 02.02.2012)  «საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების(საქართველოქვერეგიონული საგზაო დერეფნის განვითარების პროგრამა) 2011 წლის 30 დეკემბერს წერილების გაცვლის გზით დადებული ცვლილება” 07-1/336: 02.02.2012)

კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი ხელშეკრულების რატიფიცირებას.

   (კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)

II მოისმინეს:

  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტზეთვითმმართველი ქალაქი რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზერომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინა"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისადწარმოდგენილი პროექტის თანახმადრუსთავისა დაგარდაბნის მუნიციპალიტეტებს შორის მოხდა შეთანხმება მათი ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილებების თაობაზე შესაბამისადორივე მხარემ გამოსცა სათანადოადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტინიკოლაიშვილმა საზღვრების შეცვლის საჭიროების საარგუმენტაციო მოსაზრებები  გააცნო კომიტეტის წევრებსპროექტის თანახმადაღნიშნარომ რუსთავის საზღვრებში მოექცევა 8708527 კვ. ფართობიაღნიშნული მიწის ფართობი ფაქტიურად წარმოადგენს ქალაქ რუსთავის ტერიტორიული სივრცის უშუალოგაგრძელებას და ის განიხილებაროგორც ქალაქ რუსთავის მეტროპოლოგიური განვითარებისათვის საჭირო აუცილებელი სივრცემან ასევე აღნიშნარომ ადმინისტრაციულისაზღვრების შეცვლის თაობაზეორივე თვითმმართველ ერთეულში ჩატარდა მოსალეობის ინტენსიური გამოკითხვასულ გამოიკითხა 9724 მოქალაქემათ შორის საკითხისდადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა 9225 მოქალაქემ.

 

    აზრი გამოთქვესბალავაძემმინდელმა;

 

გადაწყვიტეს:

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტმა განიხილა «თვითმმართველი ქალაქი რუსთავისა დაგარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ» (¹1087, 03.02.2012.) საქართველოსმთავრობის 2012 წლის 31 იანვრის ¹154 განკარგულებაკომიტეტი მხარს უჭერს  პლენარულ სხდომაზე განსახილველად მის გატანას.

(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

III მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ დამსწრეთ გააცნო მოქალაქე ფარჯიანისგურჩიანის და სხვების სახელით შემოსული მესტიის მაცხოვრებელთა პეტიცია(¹13868 26.12.11).

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

კომიტეტმა განიხილა მესტიის მაცხოვრებელთა პეტიცია და მიზანშეწონილად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203- მუხლის მე-3 პუნქტის თანახმადსაკითხიგანსახილველად გადაეგზავნოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასქტრუქტურის სამინისტროს.

 

სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.

     

          

  

სხდომის თავმჯდომარე:                   ბალავაძე

       

      

  სხდომის მდივანი:                       ქველაძე

 
modules