|
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის
ოქმი #110
28 დეკემბერი 2011 წ. 1200 საათი
კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹439
სხდომის თავმჯდომარე: ვახტანგ ბალავაძე
(კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ
კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ა. თავდგირიძე, გ. ტალახაძე, ლ. მინდელი, რ. ფიფია, ი. შერვაშიძე, ჯ. მაღლაკელიძე.
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები:
ო. ხინიკაძე (თავმჯდომარის მოადგილე), კ. კოპალიანი, ბ. ხურციძე, ზ. გულიკაშვილი, დ. ბეჟუაშვილი, გ. ჭელიძე.
აპარატის თანამშრომლები:
აპარატის უფროსი ვ. ჯიშიაშვილი; წამყვანი სპეციალისტები: ნ. ჭელიძე, რ. გელანტია; თანაშემწე ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული ექსპერტი ს. სვანიშვილი;
სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი:
1. საქართველოს პარლამენტის წევრის ვ. ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტი "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტშიცვლილების შეტანის შესახებ» (07-3/546, 26.12.2011.). (მესამე მოსმენა)
მომხსენებელი: ვახტანგ ბალავაძე (რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე)
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
I. მოისმინეს:
საქართველოს პარლამენტის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ მესამე მოსმენით წარმოადგინა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტი "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ».
სხდომაზე რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს: (ერთხმად)
კომიტეტი მომზადებულად მიიჩნევს წარმოდგენილ კანონპროექტს და მიზანშეწონილად თვლის მის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანას.
(კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)
სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა
სხდომის თავმჯდომარე: ვ. ბალავაძე
სხდომის მდივანი: ნ. ჭელიძე
|