|
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის
ოქმი #109
27 დეკემბერი 2011 წ. 1600 საათი
კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹439
სხდომის თავმჯდომარე: ვახტანგ ბალავაძე
(კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ
კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ა. თავდგირიძე, გ. ტალახაძე, რ. ფიფია, ი. შერვაშიძე, ზ. გულიკაშვილი.
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ
კომიტეტის წევრები:
კ. კოპალიანი, ბ. ხურციძე, ლ. მინდელი, დ. ბეჟუაშვილი, ჯ. მაღლაკელიძე, გ. ჭელიძე.
მოწვეული სტუმრები:
გელა გაბუნია _ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
გიორგი ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი
აპარატის თანამშრომლები:
აპარატის უფროსი ვ. ჯიშიაშვილი; წამყვანი სპეციალისტები: ნ. ჭელიძე, რ. გელანტია, თანაშემწე ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული ექსპერტი ს. სვანიშვილი;
სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი:
1. საქართველოს პარლამენტის წევრის ვ. ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული ორგანული კანონის პროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობისშესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» (¹07-3/543; 20.12.2011.). (მესამე მოსმენა)
მომხსენებელი: ვახტანგ ბალავაძე (რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე)
2.. საქართველოს პარლამენტის წევრის ვ. ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტი "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტშიცვლილების შეტანის შესახებ» (07-3/546, 26.12.2011.). (მეორე მოსმენა)
მომხსენებელი: ვახტანგ ბალავაძე (რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე)
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
I. მოისმინეს:
საქართველოს პარლამენტის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ მესამე მოსმენით წარმოადგინა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული ორგანული კანონის პროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე». ინიციატორმა აღნიშნა, რომ პროექტის მომზადება განაპირობა ტერმინის «გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს» შეცვლამ ტერმინით «თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო», ხოლო გამგეობის (მერიის) რწმუნებულის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულით.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ის რედაქციული ხასიათის შენიშვნა, რომელიც პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენის დროს გამოითქვა საქართველოს მთავრობის მხრიდან, გათვალისწინებულ იქნა. ვინაიდან «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების პროექტით გათვალისწინებულია ტერმინის «გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს» შეცვლა ტერმინით «თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო», მიზანშეწონილია ორგანული კანონის პროექტის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით განისაზღვროს ცვლილება ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტშიც და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: «7. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი (მერი).»
აზრი გამოთქვეს: ე. კვერნაძემ, ო. ხინიკაძემ.
გადაწყვიტეს: (ერთხმად)
გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანას.
(კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)
II. მოისმინეს:
საქართველოს პარლამენტის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ მუხლობრივად წარმოადგინა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტი "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ», რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ოთხ კანონში თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის დასახელებასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიური ხარვეზის აღმოფხვრას.
კანონპროექტის მუხლობრივი განხილვისას კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა.
აზრი გამოთქვა: ე. კვერნაძემ.
გადაწყვიტეს: (ერთხმად)
კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას.
(კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)
სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
სხდომის თავმჯდომარე: ვ. ბალავაძე
სხდომის მდივანი: ნ. ჭელიძე
|