| ოქმი #107 |
|
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის ოქმი #107
23 დეკემბერი 2011 წ. 1800 საათი კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹439
სხდომის თავმჯდომარე: ვახტანგ ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), დ. ჭავჭანიძე (ჯ. მაღლაკელიძის ადგილმონაცვლე). გ. ტალახაძე, რ. ფიფია, ი. შერვაშიძე, ზ. გულიკაშვილი, გ. ჭელიძე.
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: კ. კოპალიანი, ბ. ხურციძე, ლ. მინდელი, დ. ბეჟუაშვილი, ა. თავდგირიძე.
აპარატის თანამშრომლები: აპარატის უფროსი: ვ. ჯიშიაშვილი, ნ. ჭელიძე, ნ. ქავთარაძე, რ. გელანტია, ს. ბეჟანიძე, ბ. ქველაძე, ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული ექსპერტი ს. სვანიშვილი; სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი:
1. საქართველოს პარლამენტის წევრის ვ. ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "ადგილობრივითვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ» (¹07-3/543; 20.12..2011) (მეორე მოსმენა)
მომხსენებელი: ვ. ბალავაძე (რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე) კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
I. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ მუხლობრივად წარმოადგინა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. ინიციატორმა აღნიშნა, რომ პროექტის მომზადება განაპირობა რწმუნებულის სტატუსის ტერმინოლოგიურმა წინააღმდეგობამ. მოქმედი კანონით ტერიტორიული ორგანო იქმნება ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელიც წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის ნაწილს. რწმუნებულის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა უზრუნველყოს მოსახლეობის კავშირი არა მხოლოდ გამგეობასთან (მერიასთან), არამედ მთლიანად თვითმმართველობის ორგანოსთან, მაშინ როდესაც ამავე კანონით იგი არის მხოლოდ გამგების (მერიის) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი. კანონპროექტით გათვალისწინებულია გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანო შეიცვალოს ტერმინით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო, ხოლო გამგეობის (მერიის) რწმუნებული –თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულით. ამასთან ერთად მან აღნიშნა, რომ «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ზემოთხსენებულმა ცვლილებამ გამოიწვია საქართველოს სხვა ხუთ კანონში ცვლილების შეტანა. შესაბამისად აუცილებელი გახდა ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება «საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ» კანონპროექტის სახით, რითაც ტერმინოლოგიურად გასწორდება ის საკანონმდებლო აქტები, რომლებშიც მოცემულია თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის უფლება-მოვალეობები. კანონპროექტის მუხლობრივი განხილვისას კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას. (კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის) სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
სხდომის თავმჯდომარე: ვ. ბალავაძე
სხდომის მდივანი: ბ. ქველაძე
|






