ოქმი #106

რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის 

                                                                                                                   ოქმი #106                                         

                                                                                          

                                                                                                                                        20 დეკემბერი 2011 . 1100 საათი              

                                                                                                                                       კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹439

  

სხდომის თავმჯდომარე:                      ვახტანგ ბალავაძე

                                                 (კომიტეტის თავმჯდომარე)

                         

 სხდომას ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), დ. ბეჟუაშვილი, ჯ. მაღლაკელიძე. გ. ტალახაძე, რ. ფიფია, ზ. გულიკაშვილი, ა. თავდგირიძე გ. ჭელიძე, ლ. მინდელი

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები:

კ. კოპალიანი, ბ. ხურციძე, ი. შერვაშიძე;

 

აპარატის თანამშრომლები:

რ. ხიზანიშვილი, ნ. ჭელიძე, თ. კალანდარიშვილი, ნ. ქავთარაძე, ს. ბეჟანიძე, ბ. ქველაძე, ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული ექსპერტი ს. სვანიშვილი;

სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი:

 

1. საქართველოს პარლამენტის წევრის ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "ადგილობრივითვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ» (პირველი მოსმენა)

მომხსენებელიბალავაძე (რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე)

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

 

I. მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. მისი ინფორმაციით, კანონპროექტის მომზადება განპირობებულია რწმუნებულის სტატუსის ტერმინოლოგიური წინააღმდეგობით. მოქმედი კანონით ტერიტორიული ორგანო იქმნება ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელიც წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის ნაწილს. რწმუნებულის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა უზრუნველყოს მოსახლეობის კავშირი არა მხოლოდ გამგეობასთან (მერიასთან), არამედ მთლიანად თვითმმართველობის ორგანოსთან, მაშინ როცა ამავე კანონით იგი არის მხოლოდ გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი. კანონპროექტი მიზნად ისახავს რწმუნებულის სტატუსთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიური ხარვეზის აღმოფხვრას, რწმუნებულის სტატუსის ამაღლებას და მის შესაბამისობას კანონით დადგენილ ფუნქციებთან.

აზრი გამოთქვეს: ე. კვერნაძემ, გ. ტალახაძემ.

კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.

(კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)

სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.

     

          

  

სხდომის თავმჯდომარე                   ბალავაძე

       

      

  სხდომის მდივანი:                       ქველაძე