| ოქმი #105 |
|
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის ოქმი #105
19 დეკემბერი 2011 წ. 1300 საათი კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹439
სხდომის თავმჯდომარე: ელდარ კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე)
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), დ. ბეჟუაშვილი, ჯ. მაღლაკელიძე. გ. ტალახაძე, რ. ფიფია, ზ. გულიკაშვილი, ა. თავდგირიძე, ლ. მინდელი, გ. ჭელიძე;
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), კ. კოპალიანი, ბ. ხურციძე, ი. შერვაშიძე;
მოწვეული სტუმრები: რუსუდან კერვალიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი; პავლე კუბლაშვილი – საქართველოს პარლამებნტის წევრი; რუსუდან კემულარია – საქართველოს ფინანსთA მინისტრის მოადგილე; ირაკლი გორდულაძე – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე;
აპარატის თანამშრომლები: რ. ხიზანიშვილი, ნ. ჭელიძე, თ. კალანდარიშვილი, ნ. ქავთარაძე, ს. ბეჟანიძე, ბ. ქველაძე, ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული სპეციალისტი ს. სვანიშვილი; სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ელდარ კვერნაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი:
1.საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმებები: (¹1/372; 09.12.2011): "საქართველოსა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ფონდსშორის ფინანსური შეთანხმების (სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი)” ცვლილება” და "საქართველოსა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ფონდს შორის პროგრამისსასესხო ხელშეკრულების (მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების სოფლის განვითარების პროგრამა)” ცვლილება” (07-1/328; 09.12.2011) მომხსენებელი: რუსუდან კემულარია (საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე)
2.საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი (¹1/377; 16.12.2011): "საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია” (¹07-1/330; 16.12.2011) მომხსენებელი: ირალი გორდულაძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე
3. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი: "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე” გაეროს უშიშროების საბჭოს ¹1325 (1820, 1888,1860) რეზოლუციისგასახორციელებლად 2012-2015 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ” (¹07-3/540; 15.12.2011). მომხსენებელი: რუსუდან კერვალიშვილი (საქართველოს პარლამენტის წევრი)
4. საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილის, აკაკი მინაშვილის და ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოსსაარჩევნო კოდექსის პროექტი (პირველი მოსმენა) მომხსენებელი: პავლე კუბლაშვილი (საქართველოს პარლამენტის წევრი) კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
I. მოისმინეს: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ რუსუდან კემულარიამ დამსწრეთ გააცნო საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმებები: (¹1/372; 09.12.2011): "საქართველოსა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ფონდს შორის ფინანსური შეთანხმების (სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი)” ცვლილება” და "საქართველოსა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ფონდს შორის პროგრამის სასესხო ხელშეკრულების (მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების სოფლის განვითარების პროგრამა)” ცვლილება” (07-1/328; 09.12.2011) გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი შეთანხმების რატიფიცირებას. (კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის) II. მოისმინეს: პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ირალი გორდულაძემ დამსწრეთ გააცნო საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი (¹1/377; 16.12.2011): "საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია” (¹07-1/330; 16.12.2011)
გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კონცეფციის პლენარულ სხდომაზე დამტკიცებას. (კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის) III. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა რუსუდან კერვალიშვილმა დამსწრეთ გააცნო საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი: "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე” გაეროს უშიშროების საბჭოს ¹1325 (1820, 1888,1860) რეზოლუციის გასახორციელებლად 2012-2015 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ” (¹07-3/540; 15.12.2011).
აზრი გამოთქვა: ე. კვერნაძემ
გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი დადგენილების პროექტის პლენარულ სხდომაზე დამტკიცებას. (კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)
IV. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა პავლე კუბლაშვილმა პირველი მოსმენით დამსწრეთ გააცნო საქართველოს პარლამენტის წევრების აკაკი მინაშვილის, ჩიორა თაქთაქიშვილისა და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს საარჩევნო კოდექსის პროექტი. ინიციატორის განმარტებით, კოდექსის პროექტში სრულადაა გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. პროექტის მიხედვით, საარჩევნო კამპანიის ხარჯებად ითვლება საარჩევნო სუბიექტის კამპანიისთვის განკუთვნილი, როგორც ფულადი სახსრების ერთობლიობა, ასევე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის მომსახურება, მათ შორის უფასო სარეკლამო დროის ღირებულება. საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი ისარგებლებს მისი წარმდგენი სუბიექტის საარჩევნო კამპანიის ფონდით. საარჩევნო სუბიექტი ვალდებული იქნება შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია საბანკო ანგარიშის შესახებ, რომლისგანაც მოხდება საარჩევნო კამპანიისთვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსება. "დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნების დროს შესაბამისი ფონდის სახსრების გარდა სხვა სახსრების გამოყენება. საარჩევნო კამპანიის ხარჯებზე და დაფინანსების წყაროებზე გავრცელდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები”, _ განაცხადა პავლე კუბლაშვილმა, მისივე თქმით, საარჩევნო ბლოკის მიერ კამპანიის დაფინანსებისას შესაძლებელი იქნება ბლოკში შემავალმა პარტიებმა თავიანთი პოლიტიკური გაერთიანებების ფონდში არსებული სახსრები შეუზღუდავად გადასცენ იმ პოლიტიკური გაერთიანების ფონდს, რომელიც ბლოკის პირველ ნომრად იქნება რეგისტრირებული. ამასთანავე, ბლოკში გაერთიანებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინონ ბანკის მიერ გაცემული ცნობა მათი ფონდების ანგარიშებზე საფინანსო ოპერაციების მოქმედების შეჩერების თაობაზე. ინიციატორის განმარტებით, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისას გადალახავს 5%-იან ბარიერს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 მილიონ ლარს საარჩევნო კამპანიის ხარჯებისათვის, მათ შორის კი 300 000 ლარს წინასაარჩევნო სატელევიზიო ხარჯების დასაფარად. სხვადასხვა მაუწყებლობებში წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით მომხსენებელმა განმარტა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, როგორც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის, ასევე ყველა სხვა სახის პარტიისა და საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით, გამოყოს დრო, რომელიც სუბიექტებს შორის თანაბრად გადანაწილდება. საეთერო დროის თანაბრად გადანაწილების მედიამონიტორინგს ცესკო განახორციელებს. პავლე კუბლაშვილის განცხადებით, კოდექსში გათვალისწინებულია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მოსაზრებაც მარკირებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ვიდრე გამჭირვალობის სხვა მექანიზმი არ იქნება შემუშავებული, კოდექსში უნდა აღდგეს მარკირების პროცესის აუცილებლობასთან დაკავშირებული მუხლები. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანა. (კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის) სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა
სხდომის თავმჯდომარე: ე. კვერნაძე სხდომის მდივანი: ბ. ქველაძე |






