ოქმი #104

რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის

                                                                                                                   ოქმი #104                                       

                                                                                          

                                                                                                                                   15 დეკემბერი 2011 . 11 00 საათი              

                                                                                                                                   ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

  

სხდომის თავმჯდომარე:                      ვახტანგ ბალავაძე

                                                 (კომიტეტის თავმჯდომარე)                           

 

სხდომას ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), დ. ბეჟუაშვილი,  ჯ. მაღლაკელიძის ადგილმონაცვლე მ. სანებლიძე, ი. შერვაშიძის ადგილონაცვლე ა. ბოლქვაძე, გ. ტალახაძე, რ. ფიფია, ზ. გულიკაშვილი, გ. ჭელიძე, ლ. მინდელი;

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები:

კ. კოპალიანი, ა. თავდგირიძე; ბ. ხურციძე;

 

სხდომაზე მოწვეული სტუმრები:

რამაზ ნიკოლაიშვილი – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

ჯამბულ ბაკურაძე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე

მამუკა ვაწაძე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე

ოთარ თოიძე - ქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

ნუგზარ აბულაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი

ემზარ გელაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი

გელა ლონდარიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი

ირაკლი ქავთარაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი

ზურაბ არევაძე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპიუტერული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი

ირაკლი კვაშილავა - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი

მამუკა ლეჟავა - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  საავტომობილო გზების დეპარტამენტის Aვმჯდომარე

ნუგზარ გასვიანი – რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

ხათუნა კაპანაძე – მთავრობის საპარლამენტო მდივნის სამსახური

 

კომიტეტის აპარატის თანამშრომლები:

აპარატის უფროსი ვლადიმერ ჯიშიაშვილი, რ. ხიზანიშვილი, ნ. ჭელიძე, ნ. ქავთარაძე, ს. ბეჟანიძე, რ. გელანტია, ბ. ქველაძე, ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული სპეციალისტი ს. სვანიშვილი;

სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან მადლობა გადაუხადა მინისტრს და მოწვეულ სტუმრებს მობრძანებისთვის, დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი გათვალისწინებული საკითხი.

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი:

 

1. საქართველოს რეგიონული გავნითარებისა და ინფრასტრუქტური სამინისტროს  2011 წლის შედეგები და 2012 წლის პრიორიტეტები.

 

მოხსენებელ;რამაზ ნიკოლაიშვილი

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი

 

I. მოისმინეს:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბატონმა რამაზ ნიკოლაიშვილმა მადლობა გადაუხადა კომიტეტის თავმჯდომარეს მოწვევისათვის და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია წარსდგეს 2011 წლის განმავლობაში ჩატარებულ სამუშაოებზე ინფორმაციით პარლამენტის წინაშე. მინისტრის განცხადებით მიმდინარე წელი ქვეყნის რეგიონული განვითარების თვალსაზრისით წარმატებულად შეიძლება შევაფასოთ, ვინაიდან სწორედ ამ წელს დამტკიცდა რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ სახელმწიფო სტრატეგიის 2011-2014 წლების სამოქმედო გეგმა. რაც შეეხება მიმდინარე წლის პროექტებს: დაიგო 30 კილომეტრიანი სიგრძის სრულიად ახალი ცემენტ-ბეტონის გზა, განხორციელდა 520 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 39 საავტომობილო ხიდს, აშენდა ოთხი ახალი და სრული უახლოესი ტექნოლოგიებით და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტაცია ჩაუტარდა რიკოთის საუღელტეხილო გვირაბს, სადაც განხორციელდა გვირაბის ჰიდროიზოლაციის, ხანძარსაწინააღმდეგო სავენტილაციო, განათების, სადრენაჟე და ელექტრო უზრუნველყოფის სისტემების მოდერნიზება. გვირაბში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების ღონისძიებები, ასევე დაწყებულია მსხვილი ქალაქებისა და კურორტების შემოვლითი სატრანზიტო მაგისტრალების მშენებლობის პროცესი, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით აშენდა ახალი რაიონი ფოთში, ასევე საცხოვრებელი სახლები ბათუმსა და წყალტუბოში. მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა დაბა საირმეში, სადაც საავტომობილო გზების, 3 საფეხმავლო ხიდის და 2 საგზაო ხიდის, მდინარის გასწვრივ ორივე მხარეს არსებული ბეტონის სანაპირო კედლების, სასმელი წყლის წყალმიმღების, წყალსადენების და საკანალიზაციო კოლექტორების აღდგენა-რეაბილიტაცია მოხდა, ასევე მოეწყო ახალი ავტომატური საფილტრაციო-საქლორატო სადგური. ასევე  მნიშვნელოვნია ბაკურიანში წყალსადენის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რომლის ანალოგი საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა, დაპროექტებულია თანამდროვე ევროპული ტექნოლოგიის სქემით, რომლის  წარმადობაა 500მ3 დღე-ღამეში, რაც უზრუნველყოფს ბაკურიანის წყალმოთხოვნილებას ტურისტული დატვირთვის გათვალისწინებით. ალალოგიური პროექტი განხორციელდა დაბა ბორჯომშიც. 2011 წელს საქართველოს მაშტაბით 40-მდე ობიექტზე ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები და ქვეყნის მაშტაბით ყველაზე რთული უბნების ლიკვიდირება მოხერხდა.

     რ. ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგების სისტემის გასაუმჯობესებლად, რის შედეგადაც რამოდენიმე მუნიციპალიტეტში, სადაც წყალი 2-4 დღეში ერთხელ რამდენიმე საათიანი გრაფიკით მიეწოდებოდათ გაწეული სამუშაოების შედეგად გადაყვანილი იქნა ყოველდღიურ წყალმომარაგების გრაფიკზე. ნაწილი მუნიციპალიტეტებისა კი უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადავიდა. რაც შეეხება დაგეგმილ სამუშაოებს, 2012 წელს დაგეგმილია წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია, კერძოდ, დამატებით 23 მუნიციპალიტეტში, რომელიც მომავალი წლის მაისის თვეში დაიწყება. 

    როგორც მოგეხსენებათ, სამინისტროს პრეროგატივაა სამხედრო მობილიზება და გაწვევა. 2011 წელს წლევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის შენობას თბილისში ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია და 1100 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო ევრო სტანდარტების შესაბამისი შენობა, რომელიც წლიურად 16 000 წვევამდელის ნაცვლად 25 000-ზე მეტ ახალგაზრდას მოემსახურება.

რაც შეეხება ახალი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობას დაწყენულია და სავარაუდოდ მომავალ წელს დამთავრდება. პროექტის მიზანია საქართველოს რკინიგზის დაკავშირება ევროპული სტანდარტების რკინიგზასთან და შესაბამისად რეგიონის სატრანსპორტო ქსელის ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში.

მინისტრმა ასევე ისაუბრა სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე, რომლებიც გამაგრებულია კონკრეტული თანხებით და რომელთა მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება ეს არის ანაკლიის ნაპირგამაგრების მშენებლობა, თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზის გაგრძელებისა და მეტროსადგურ "უნივერსიტეტის მშენებლობა”, თბილისსა და მცხეთაში ახალი ხიდების მშენებლობა, ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობა, მცხეთაში, ქობულეთსა და ფოთში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა, ტირიფონის და სალთვისის საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია (20 ათასი ჰა), დევნილთა სახლების მშენებლობა-რეაბილიტაცია; საავტომობილო გზები: რუისი-აგარა-გომი, გომი-რიკოთი, ზეტაფონი-ქუთაისი-სამტრედია, სამტრედია-გრიგოლეთი, ქობულეთის შემოვლითი გზა, თბილისი-რუსთავი, და შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის პროექტი.

  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 2011 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განხორციელებულ პროექტებში პირდაპირ და ირიბად 60 ათასამადე ადამიანი იქნა დასაქმებული.

აზრი გამოთქვეს:

ხინიკაძემბოლქვაძემტალახაძემ

ელდარ კვერნაძემ მადლობა გადაუხადა პირადად  მინისტრს და სამინისტროს წარმომადგენლებს და წარმატებულად შეაფასა წარმოდგნილი წლიური ანგარიში.

კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ დადებითად შეაფასა წარმოდგენილი ანგარიში და აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ მიმდინარე წელს ქვეყნის მაშტაბით ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი წარმატებით განხორციელდა. მათ შორის მნიშვნელოვანია "სოფლის დახმარების პროგრამა: და ე. წ. "სოფლის სახლების” მშენებლობები. "მინდა აღვნიშნო, რომ სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ გაიზარდოს სოფლის დახმარების პროგრამის დაფინანსება, რადგანაც მიმაჩნია, რომ ეს არის ყველაზე მეტად სწორად დახარჯული თანხები, ვინაიდან უშუალოდ ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული აღნიშნული პროექტების განხორციელებაში”.

      ვ. ბალავაძემ ასევე ისაუბრა, იმ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც მის მიერ იქნება ინიცირებული. აღნიშნული ცვლიება შეეხება გამგეობის (მერის) რწმუნებულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის სისტემურ რეფორმას. კერძოდ: საქართველოს ორგანულ კანონში «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» უნდა მომზადდეს ცვლილება, რის შედეგადაც გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის_გამგეობის (მერის) რწმუნებულის დეფინიცია შეიცვლება «ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი- რწმუნებული»-ს დეფინიციით, ამავე დროს მისი დანიშვნის წესი და კომპეტენციები არ იცვლება; ასევე უნდა გასწორდეს პრეზიდენტის ¹726 ბრძანებულების «ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე» ¹3 და ¹4 დანართები. დაგეგმილი ცვლილებები მოითხოვს გამგეობის (მერის) რწმუნებულის და დამხმარე თანამშრომლების ხელფასების ზრდას.

 

სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა

     

          

   სხდომის თავმჯდომარე                   ბალავაძე

       

         

   სხდომის მდივანი:                       ქველაძე