ოქმი #103

რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის 

         ოქმი #103                                        

                                                                                          

                                                                                                                                  7 დეკემბერი 2011 . 15 00 საათი              

                                                                                                                                  კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹439

 

 სხდომის თავმჯდომარე:                      ვახტანგ ბალავაძე

                                                 (კომიტეტის თავმჯდომარე)                           

 

სხდომას ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), დ. ბეჟუაშვილი,  ჯ. მაღლაკელიძე. ი. შერვაშიძე, გ. ტალახაძე, რ. ფიფია, ზ. გულიკაშვილი, ბ. ხურციძე;

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები:

ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), კ. კოპალიანი, ა. თავდგირიძე გ. ჭელიძე, ლ. მინდელი;

 

სხდომაზე მოწვეული სტუმრები:

ანდრო ალავიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი

რუსუდან კემულარია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

გია ხუროშვილი – მთავრობის საპარლამენტო მდივანი

 

აპარატის თანამშრომლები:

აპარატის უფროსი ვლადიმერ ჯიშიაშვილი, რ. ხიზანიშვილი, ნ. ჭელიძე, თ. კალანდარიშვილი, ნ. ქავთარაძე, ს. ბეჟანიძე, ბ. ქველაძე, ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული სპეციალისტი ს. სვანიშვილი;

სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი:

 

1. საქართველოს პარლამენტის წევრის ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოსდედაქალაქის-თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (¹07-3/505; 01.11.2011) (მესამე მოსმენა).

მომხსენებელივახტანგ ბალავაძე

(რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე

 

2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ხელშეკრულება (¹1/357; 05.12.2011: «საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხოხელშეკრულება (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 2)» (07-1/325, 05.12.2011.)

მომხსენებელისაქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარია

 

3. საქართველოს პარლამენტის წევრების ჯაბუასა და ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოსსაბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ» (07-3/532, 02.12.2011.) (I მოსმენა)

მომხსენებელისაქართველოს პარლამენტის წევრი ანდრო ალავიძე

 

4. საქართველოს პარლამენტის წევრების ჯაბუასა და ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი «მოსაკრებლისსისტემის საფუძვლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» (07-3/531, 02.12.2011.) (I მოსმენა)

მომხსენებელისაქართველოს პარლამენტის წევრი ანდრო ალავიძე

 

5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი: «კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარულიდაცვის ზონების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» (07-2/389, 02.12.2011.) (I მოსმენა).

მომხსენებელიმთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი

 

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

 

I.მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ მესამე მოსმენით წარმოადგინა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონისპროექტი "საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საფინანსო და საბიუჯეტო სფეროს მარეგულირებელი ნორმების დახვეწას და ასევე ქ. თბილისის მთავრობისათვის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან მიმართებაში შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭებას განმარტა ინიციატორმა.

      ასევე კანონპროექტით, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილი ხდება აწარმოოს ფინანსური საქმისწარმოება ელექტრონული ფორმით.

    კანონპროექტით გათვალისწინებულია ცვლილებები 475 მუხლში, რომლის მიხედვითაც ქ. თბილისის მერიის კომპეტენციას ემატება მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფინანსური საქმისწარმოების ინსტრუქციის და საფინანსო სფეროს მართვაზე კომპედენტური ორგანოს განსაზღვრის უფლებამოსილება.

კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვისას კომიტეტის წევრების მიერ  რედაქციული სახის შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანას.

  (კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)

II. მოისმინეს:

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ რუსუდან კემულარიამ წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ხელშეკრულება «საქართველოსა დააზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 2)»წარმოდგენილი ხელშეკრულება, დათარიღებულია 2011 წლის 1 დეკემბრით საქართველოს  და აზიის განვითარების ბანკს ("ADB”) ბანკს შორის.

1. საინვესტიციო პროგრამის მიზანია პროექტების დაფინანსება, რომლებიც მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილი კომპონენტებიდან ერთ-ერთს ან რამდენიმე მათგანს:

(a)               წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია, გაუმჯობესება და გაფართოება;

(b)               წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემასთან დაკავშირებული ორგანიზაცუიების შესაძლებლობების განვითარება, UUჭშჩG-ს მართვისა და ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მხარდაჭერის ჩათვლით;

(g)               პროექტის განხორციელების ხელშეწყობა.

       2.    პროექტი მოიცავს წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ნაგებობების 

         მშენებლობას ქალაქებში ანაკლია და მესტია.

    3.    პროექტის უფრო სრული აღწერა მოცემულია პერიოდული დაფინანსების     

         მოთხოვნაში (PFღ)

   პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღია 2016 წლის 31 მარტი.

 

აზრი გამოთქვა:  ე. კვერნაძემ

გადაწყვიტეს: (ერთხმად)  

კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი ხელშეკრულების რატიფიცირებას.

(კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)

 

III მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრმა ანდრო ალავიძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრის გ. ჯაბუას და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ», ინიციატორმა განმარტა, რომ წარმოდგენილი ცვლილება შედის კოდექსის დანართში "შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ  და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით” და ემატება 321 გრაფა, რის თანახმადაც მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების  ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემის (ან ცვლილების შეტანის) შესახებ დაჩქარებული მომსახურეობისათვის ირიცხება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.

 

აზრი გამოთქვატალახაძემ.

კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)  

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი  მოსმენით განსახილველად გატანას.

(კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)

 

IV. მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრმა ანდრო ალავიძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრის გ. ჯაბუასა და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი «მოსაკრებლის სისტემის საფუძვლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» კანონპროექტით, იცვლება მე-6 მუხლი და მოსაკრებლის გადამხდელებად განიხილებიან, როგორც ფიზიკური და იურიდიული პირები, ასევე ამხანაგობები განმარტა ინიციატორმა.

კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)  

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი  მოსმენით განსახილველად გატანას.

(კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)

 

V. მოისმინეს:

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილისაქართველოს კანონპროექტი: «კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის ზონების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» მისი ინფორმაციით, კანონპროექტის მომზადება განაპირობა სსიპ "საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს” სახელწოდების ცვლილებამ. კერძოდ ცვლილება ხორციელდება სსიპ "საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს” სახელწოდების ნაწილში, რომლის ახალი რედაქციაა: "საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია” აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება შედის "კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის ზონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველ, მეშვიდე და მერვე პუნქტებში.  

აზრი გამოთქვაბალავაძემ

კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)  

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი  მოსმენით განსახილველად გატანას.

(კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)

 

სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა

     

          

  

სხდომის თავმჯდომარე                   ბალავაძე

       

      

  სხდომის მდივანი:                       ქველაძე