ოქმი #102

რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის

                                                                                                                     ოქმი #102                                         

                                                                                          

                                                                                                                                                         2 დეკემბერი 2011 . 13 00 საათი              

                                                                                                                                                     კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹438

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                      ვახტანგ ბალავაძე

                                                      (კომიტეტის თავმჯდომარე)                           

 

სხდომას ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), დ. ბეჟუაშვილი,  ჯ. მაღლაკელიძე. ი. შერვაშიძე, გ. ტალახაძე, რ. ფიფია,  ლ. მინდელი,  ა. თავდგირიძე, გ. ჭელიძე, ზ. გულიკაშვილი, ბ. ხურციძე;

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები:

ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), კ. კოპალიანი,

 

სხდომაზე მოწვეული სტუმრები:

ანდრო ალავიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი

კახაბერ ანჯაფარიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი

ვაჟა ბოლქვაძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი

 

აპარატის თანამშრომლები:

აპარატის უფროსი ვლადიმერ ჯიშიაშვილი,  რ. ხიზანიშვილი ხ. ხვიჩია, ნ. ჭელიძე, თ. კალანდარიშვილი, ს. ბეჟანიძე, ბ. ქველაძე, ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული სპეციალისტი ს. სვანიშვილი;

სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი:

 

1.საქართველოს პარლამენტის წევრის ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოსდედაქალაქის-თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (¹07-3/505; 01.11.2011) (მეორე მოსმენა).

მომხსენებელივახტანგ ბალავაძე

(რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე

 

2. საქართველოს პარლამენტის წევრებისკახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (07-3/516; 16.11.2011)(პირველი მოსმენა).

მომხსენებელიკახაბერ ანჯაფარიძე (საქართველოს პარლამენტის წევრი)

 

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: (¹9-2-23; 09.09.2011) "სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” (¹07-2/340; 14.09.2011) (პირველი მოსმენა).

მომხსენებელივაჟა ბოლქვაძე

(აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი)

 

4. საქართველოს პარლამენტის წევრებისანჯაფარიძისაალავიძისა და ჯაბუას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (07-3/526; 25.11.2011) (პირველი მოსმენა)

მომხსენებელიანდრო ალავიძე (საქართველოს პარლამენტის წევრი)

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

 

I. მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ მეორე მოსმენით წარმოადგინა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონისპროექტი "საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საფინანსო და საბიუჯეტო სფეროს მარეგულირებელი ნორმების დახვეწას და ასევე ქ. თბილისის მთავრობისათვის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან მიმართებაში შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭებას განმარტა ინიციატორმა.

      ასევე კანონპროექტით, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილი ხდება აწარმოოს ფინანსური საქმისწარმოება ელექტრონული ფორმით.

    კანონპროექტით გათვალისწინებულია ცვლილებები 475 მუხლში, რომლის მიხედვითაც ქ. თბილისის მერიის კომპეტენციას ემატება მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფინანსური საქმისწარმოების ინსტრუქციის და საფინანსო სფეროს მართვაზე კომპედენტური ორგანოს განსაზღვრის უფლებამოსილება.

კანონპროექტის მუხლობრივი განხილვისას მის მიმართ რედაქციული სახის შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას.

  (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

II. მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრმა კახაბერ ანჯაფარიძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრის ზვიად კუკავასდა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” მისი ინფორმაციით, კანონპროექტის მომზადება განპირობებულია ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოქვეყნების პროცედურების გამარტივების მიზანშეწონილობით. შესაბამისად, ნორმატიული აქტის მიღების უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ ნორმატიული აქტის შედგენა, გაგზავნა ან გადაცემა ხორციელდება მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით. აღნიშნული მეთოდით ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტი (გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) სამართლებრივი დასკვნისთვის გაეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს მეორე დღისა, დოკუმენტის ბეჭვდითი ვერსიის გარეშე, რითაც გამარტივდება ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოქვეყნების პროცედურები. ასევე კანონში კეთდება ჩანაწერი, რომლის Yთანახმად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის პროექტიც არ საჭიროებს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას, "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” გამოსაქვეყნებლად უნდა გადაეცეს მისი მიმღები (გამომცემი) ორგანოს თანამდებობის პირის მიერ მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს მე-5 დღისა, (მოქმედი კანონით  აღნიშნული ვადა არ არის განსაზღვრული). 2012 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოები ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენას, გაგზავნას ან გადაცემას განახორციელებენ თავიანთი შეხედულებისამებრ, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ან მათ გარეშე, ხოლო 2012 წლის 1 ივლისის შემდგომ ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტი) შედგენა, გაგზავნა ან გადაცემა განხორციელდება მხოლოდ მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით.

აზრი გამოთქვაბალავაძემ

კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)  

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი  მოსმენით განსახილველად გატანას.

(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

III მოისმინეს:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვაჟა ბოლქვაძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” მომხსენებელმა განმარტა, რომ პროექტის მიხედვით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი საწყობდება საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ტერიტორიიაზე. მას გასცემს საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული მართვის ორგანო "ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს ¹242 დადგენილების შესაბამისად. აღნიშნული შესაძლებელს გახდის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი განიკარგოს აჭარის ა/რ-ში ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოს მიერ.

 

აზრი გამოთქვესტალახაძემშერვაშიძემ.

კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)  

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი  მოსმენით განსახილველად გატანას.

(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

IV. მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრმა ანდრო ალავიძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების: კ. ანჯაფარიძისა, გ. ჯაბუას და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. ინიციატორმა განმარტა კანონპროექტის ძირითადი არსი და აღნიშნა, რომ კანონპროექტით, ხორციელდება უნებართვო მშენებლობისათვის დადგენილი ჯარიმის შემცირება და დიფერენცირება. იმ უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან დემონტაჟისთვის, რომელიც განხორციელდა მშენებლობის განხორციელების სპეციალურ რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და წყლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთულის ტერიტორიაზე, კერძოდ:

    ახალი მშენებლობა, ასევე არსებული შენობის გადაკეთება, რაც იწვევს შენობა ნაგებობების გაბარიტების შეცვლას და სამშენებლო საქმიანობა, რომელიც არ იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეცვლას, ასევე საკომუნიკაციო ქსელების რეკონსტრუქცია;

პროექტით, ასევე განისაზღვრება შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილების დეფინიცია. კანონპროექტი, ასევე ითვალისწინებს II კლასის ინდ. საცხოვრებელი სახლის გარდა კულტურული მემკვიდრეობის (უძრავი ძეგლისა) მშენებლობის ან რეკონსტრუქციისას სანებართვო პირობების დარღვევის ან შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას. კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ მისი მოქმედება გავრცელდეს მისი ძალაში შესვლის დროს მიმდინარე უნებართვო მშენებლობაზე დაწყებული სამართალდარღვევის საქმის წარმოებებზე.

 

აზრი გამოთქვაკვერნაძემტალახაძემ.

კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)  

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი  მოსმენით განსახილველად გატანას.

(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა

     

          

         

 სხდომის თავმჯდომარე                   ბალავაძე

       

      

  სხდომის მდივანი                       ქველაძე

 
modules