ოქმი #101

რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი  რეგიონების კომიტეტის სხდომის 

                                                                                                               ოქმი #101                                       

                                                                                          

                                                                                                                                     18 ნოემბერი 2011 . 14 00 საათი              

                                                                                                                                       კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹438

  

სხდომაი თავმჯდომარე:                      ვახტანგ ბალავაძე

                                                 (კომიტეტის თავმჯდომარე)

                           

 სხდომას ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), დ. ბეჟუაშვილი,  ჯ. მაღლაკელიძე. ი. შერვაშიძე, გ. ტალახაძე, რ. ფიფია,  ლ. მინდელი,  ა. თავდგირიძე, გ. ჭელიძე;

 

 

სხდომას საპატიო მიზეზიოთ არ ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები:

ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), კ. კოპალიანი, ბ. ხურციძე, ზ. გულიკაშვილი;

 

სხდომაზე მოწვეული სტუმრები:

ანდრო ალავიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი

რუსუდან კემულარია – საქართველოს ფინანსთა მინისრტრის მადგილე

 

 

აპარატის თანამშრომლები:

აპარატის უფროსი ვლადიმერ ჯიშიაშვილი, ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი, ნ. ჭელიძე, ს. თაგვაძე მ/შ, რ. გელანტია, ს. ბეჟანიძე, ბ. ქველაძე, ნ. მეგრელიშვილი,

სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი:

1. საქართველოს პარლამენტის წევრებისალავიძისა და ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "ტექნიკურისაფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (¹07-3/515; 11.11 2011) (პირველი მოსმენა)

მომხსენებელიანდრო ალავიძე (საქართველოს პარლამენტის წევრი)

 

2.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი (¹1/255; 11.11.2011): "სახელმწიფო შიდა აუდიტისა დაინსპექტირების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ” (¹07-2/374; 11.11.2011) (პირველი მოსმენა)

მომხსენებელი რუსუდან კემულარია (საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე)

 

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

 

I. მოისმინეს:

1საქართველოს პარლამენტის წევრმა ანდრო ალავიძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა ცქიტიშვილის და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილისაქართველოს კანონის პროექტი: "ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” ინიციატორმა განმარტარომ წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით ხდება თვითმმართველი ერთეულის მიერ განსაზღვრულ ზონაში  სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომის შემცირება. კერძოდ კანონპროექტით ხდება ჯარიმის ოდენობის შემცირება, რაც გამოიხატება იმაში, რომ ნახევრდება არსებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა 0,1 _1 ლარიდან  0,1  _ 0,5 ლარის ფარგლებში შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე შესაბამისი ზონების მიხედვით.

კანონპროექტით ასევე ხდება ზონების დაკონკრეტება, რომლის ფარგლებშიც თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილი იქნება დაადგინოს ზონა, სადაც განსაზღვრულია პასუხისმგებლობა სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის და ასევე პასუხისმგებლობა მიტოვებულ ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის.

აზრი გამოთქვესე. კვერნაძემ, გ. ტალახაძემ;

კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა.

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.

  (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

II. მოისმინეს:

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ რუსუდან კემულარიამ პირველი მოსმენით წარმოადგინა  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილისაქართველოს კანონის პროექტი: "სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ” მისი ინფორმაციით აღნიშნული კანონპროექტის მომზადება განაპირობა "სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ” საქართველოს კანონის დახვეწის აუცილებლობამ, რომელიც სრულ შესაბამისობაში მოვიდა სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის ევროკავშირის სტანდარტებთან და საერთაშორისო უმაღლესი აუდიტის ინსტიტუტის (INთOშAI) სახელმწიფო სექტორში შიდა კონტროლის სტანდარტებტან. წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, ჩამოყალიბდა სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (INთOშAL) და ევროკავშირის მიერ აღიარებული სახელმძღვანელოს "სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლი” (PIFჩ) გათვალისწინებით, წარმოდგენილი პროექტით ცალსახად ჩამოყალიბდა სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემა, კერძოდ სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემა მოიცავს: 1)შიდა კონტროლს, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ა.ა) ფინანსურ მართვას და კონტროლს და ა.ბ) შიდა აუდიტს და გ) შიდა კონტროლის ჰარმონიზაციის ცენტრს. კანონპროექტის საფუძველზე, სხვადასხვა თავების შესაბამისად, განხორციელდა თითოეული ამ კომპონენტის არსისა და მიზნების ჩამოყალიბება – განიმარტა ფინანსური მართვა და კონტროლი, შიდა აუდიტი, ჰარმონიზაციის ცენტრი და ასევე დამატებითი ინსპექტირების არსიც. შიდა აუდიტის თავში ჩაიწერა შიდა აუდიტის განხორციელების პრინციპები, დაგეგმვა, შიდა აუდიტორიის უფლებები და მოვალეობები და შიდა აუდიტორული შემოწმების სახეები, რომლებიც შეესაბამება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს. აგრეთვე, აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე განსაზღვრულ იქნა შიდა აუდიტის სუბიექტის ფუნქციური დამოუკიდებლობის პრინციპი.

აღნიშნული პროექტის თანახმად, უფრო დეტალურად გაიწერა მენეჯერული ანგარიშვალდებულების და პასუხისმგებლობის ფარგლები. წარმოდგენილი ცვლილებით განისაზღვრა ჰარმონიზაციის ცენტრის უფლებამოსილებები, რომლებიც უზრუნველყოფს შიდა აუდიტის და ფინანსური მართვისა და კონტროლის კოორდინირებასა და ჰარმონიზებას. ჰარმონიზაციის ცენტრი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ცალკე თავად გამოიყოს ინსპექტირება, რომელშიც მოცემულია ინსპექტირების ქვედანაყოფის უფლებამოსილება, მიზნები და ამოცანები. შესაბამისად, ცალსახად გაიმიჯნა შიდა აუდიტის და ინსპექტირების ფუნქციები, ხოლო შიდა აუდიტი არსი მოყვანილ იქნა შესაბამისობაში  აუდიტის საეთაშორისო სტანდარტებთან.

კანონპროექტის პირველი  მოსმენით განხილვის დროს კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)  

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი  მოსმენით განსახილველად გატანას.

(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

 

სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა

     

          

         

 სხდომის თავმჯდომარე                   ბალავაძე

       

      

  სხდომის მდივანი:                       ქველაძე

 
modules