ოქმი #100

რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი  რეგიონების კომიტეტის სხდომის

                                                                                                                                 ოქმი #100                                              

                                              

                                                                                                                                                                    11 ნოემბერი 2011 . 14 00 საათი              

                                                                                                                                                                   ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                      ვახტანგ ბალავაძე

                                                 (კომიტეტის თავმჯდომარე)

                           

 

სხდომას ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), დ. ბეჟუაშვილი,  მ. სანებლიძე, (ჯ. მაღლაკელიძის ადგილმონაცვლე), ი. შერვაშიძე, გ. ტალახაძე, რ. ფიფია,  ლ. მინდელი;  

 

სხდომას საპატიო მიზეზიოთ არ ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები:

ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), კ. კოპალიანი; ა. თავდგირიძე, ბ. ხურციძე, გ. ჭელიძე, ზ. გულიკაშვილი;

 

სხდომაზე მოწვეული სტუმრები:

გია ხუროშვილი – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

ირაკლი გორდულაძე – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის /

პეტრე ზამბახიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი

 

აპარატის თანამშრომლები:

აპარატის უფროსი ვლადიმერ ჯიშიაშვილი, ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი, ნ. ქავთარაძე, ს. თაგვაძე მ/შ, რ. გელანტია, ს. ბეჟანიძე, ბ. ქველაძე, ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული სპეციალისტი ს. სვანიშვილი;

სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი:

1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 38- მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვისწევრის ბატონ კარლო კოპალიანის რეგიონულიპოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის  მოადგილედ არჩევის შესახებ.

მომხსენებელივახტანგ ბალავაძე

(პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე)

 

2. საქართველოს პარლამენტის წევრის ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოსდედაქალაქის-თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (¹07-3/505; 01.11.2011) (პირველი მოსმენა)

მომხსენებელივახტანგ ბალავაძე

(პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე)

 

3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი (1/128; 08.06.2011) "საქართველოს ზოგიერთსაკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე” (¹07-2/325; 08.06.2011) (მესამე მოსმენა)

მომხსენებელივახტანგ ბალავაძე

(პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე)

 

4. საქართველოს პარლამენტის წევრების ბალავაძისა და კუბლაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოსდედაქალაქის-თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”(¹07-3/487’30.09.2011) (მესამე მოსმენა)

მომხსენებელივახტანგ ბალავაძე

(პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე

 

5. საქართველოს პარლამენტის წევრების ბალავაძის და კუბლაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს  ორგანული კანონი "ადგილობრივითვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” (მესამე მოსმენა ) (07-3/488; 30.09.2011)

მომხსენებელივახტანგ ბალავაძე

(პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე)

 

6. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება (¹1/327; 04.11.2011): "საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისმთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ” (¹07-1/316; 04.11.2011)

მომხსენებელიირაკლი გორდულაძე (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის /)

 

7. საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის ხუხუნაიშვილის მიერ საკანმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის: "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (¹07-1/16; 04.07.2008) კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით.

მომხსენებელივახტანგ ბალავაძე

(პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე)

 

8აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: (¹9-2-23/413; 15.07.2011):სახელმწიფო თეატრების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”(07-2/333; 25.07.2011)

მომსხენებელიპეტრე ზამბახიძე (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი  საბჭოს წევრი)

 

9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: (¹9-2-23/483; 09.09.2011); "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე” (¹07-2/341; 14.09.2011)

მომსხენებელიპეტრე ზამბახიძე (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი  საბჭოს წევრი)

 

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

I. მოისმინეს:

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ირაკლი გორდულაძემ წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2011 წლის 25ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმება "საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ”. დააღნიშნარომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მთავრობას რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისაგან (KF)პროექტისათვის "ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციაფაზა III” მიიღოს ფინანსური დახმარება სულ 9.000,000,00 ევროს ოდენობით. Eესშეთანხმება ორ მიმართულებას მოიცავს პირველიეს არის დასავლეთ საქართველოში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაკერძოდქუთაისშიფოთში და წყალტუბოში იძულებითგადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა_რეაბილიტაციასადაც დაახლოებით 500-მდე ოჯახი იქნება დაკმაყოფილებულიამ პროექტის ფარგლებშიწყალტუბოში უკვე 24 ოჯახი იქნა დაკმაყოფილებულირაც შეეხება მეორე მიმართულებასეს არის ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციისმესამე ფაზააღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ სრულიად იქნება გადაწყვეტილი წყლის 24 საათიანი მომარაგება ბათუმისათვისგარდა ამისა მზადდება მწვანე კონცხზედა მის მიმდებარე სოფლებში ზღვაში წყლის ჩამდინარე სისტემების რეაბილიტაცია – მშენებლობარომელიც შავ ზღვას დაიცავს დაბინძურებისაგან.

 

აზრი გამოთქვა:

ბალავაძემ აღნიშნარომ კომიტეტი მიესალმება წარმოდგენილ ხელშეკრულებასრადგანაც ასეთი პარტნიორული ფინანსური თანამშრომლობა მხარდასაჭერია ჩვენი ქვეყნისსოციალურ ეკონომიკური განვითარებისათვისცნობილიარომ ძალიან ფართო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს თვითმმართველ ქალაქ ბათუმში როგორც შიდაასევემიწისქვეშა ინფრასრტუქტურულ ღონისძიებების განხორციელებისათვის.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი ხელშეკრულების რატიფიცირებას.

  (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)

 

II მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ მესამე მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრის პ. კუბლაშვილის და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი:

"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ის რედაქციული სახის შენიშვნა, რომელიც გამოთქმული იყო წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით  გათვალისწინებულ იქნა.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანა.

  (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

III. მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ მესამე მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრის პ. კუბლაშვილის და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ის რედაქციული სახის შენიშვნა, რომელიც გამოთქმული იყო წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით  გათვალისწინებულ იქნა.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანას.

 (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

IV. მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (¹07-3/505; 01.11.2011) წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საფინანსო და საბიუჯეტო სფეროს მარეგულირებელი ნორმების დახვეწას და ასევე ქ. თბილისის მთავრობისათვის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან მიმართებაში შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭებას განმარტა ინიციატორმა.

      ასევე კანონპროექტით, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილი ხდება აწარმოოს ფინანსური საქმისწარმოება ელექტრონული ფორმით.

    კანონპროექტით გათვალისწინებულია ცვლილებები 475 მუხლში, რომლის მიხედვითაც ქ. თბილისის მერიის კომპეტენციას ემატება მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფინანსური საქმისწარმოების ინსტრუქციის და საბიუჯეტო სფეროს მართვაზე კომპედენტური ორგანოს განსაზღვრის უფლებამოსილება.

კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს კომიტეტის წევრების მიერ  შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.

  (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

V. მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ მესამე მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრის პ. კუბლაშვილის და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: «საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ» (¹07-3/489; 30.09..2011). წარმოდგენილი ცვლილებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობიდან ამოღებულია ტერმინი "ადგილობრივი მმართველობა და იგი  "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით შეიცვალოს "ადგილობრივი თვითმმართველობით”. აღნიშნულიდან გამომდინარე რედაქციული სახის ცვლილება შედის 18 კანონში, აღნიშნა ინიციატორმა.

კომიტეტის წევრების მიერ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა.

გადაწყვიტეს: (ერთხმად)  

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მესამე  მოსმენით განსახილველად გატანას.

(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

VI. მოისმინეს:

რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 38- მუხლის მე-2პუნქტის თანახმად კომიტეტის წევრებს წარუდგინა ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვისწევრის ბატონ კარლო კოპალიანის კანდიდატურა რეგიონული პოლიტიკის,თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის  მოადგილედ არჩევის შესახებ.

 

გადაწყვიტეს:

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 38- მუხლის მე-1 პუნქტის შესაბამისად კომიტეტის წევრებმა ღია კენჭისყრითკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზეკარლო კოპალიანის კანდიდატურას მხარი არ  დაუჭირეს. (დამსწრე _ 8, წინააღმდეგი _ 8)

 

VII. მოისმინეს:

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი  საბჭოს წევრმა პეტრე ზამბახიძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი:(¹9-2-23/413;15.07.2011):"სახელმწიფო თეატრების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”(07-2/333;ა 25.07.2011)  წარმოდგენილი ინიციატივა აღნიშნა მომხსენებელმა ითვალისწინებს "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო თეატრების კონტროლის განმახორციელებელი ორგანო მმართველობის ადგილობრივი ორგანო (მთავრობა) იქნება. პროექტით, კანონში ასევე ჩაიდება, რომ ავტონომიური რესპუბლიკების  სახელმწიფო თეატრებს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებათა ხელმძღვანელების  გადაწყვეტილებით ეყოლებათ სამხატვრო ხელმძღვანელები, რაც შეეხება მათ დაფინანსებას მოხდება ავტონომიური რეპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტიდან.

 კანონპროექტის პირველი  მოსმენით განხილვის დროს კომიტეტის წევრების მიერ   შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანა

  (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

 VIII. მოისმინეს:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი  საბჭოს წევრმა პეტრე ზამბახიძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი (¹9-2-23/483; 09.09.2011): "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე”. (¹07-2/341; 14.09.2011) წამოდგენილი პროექტის თანახმად, დამატებები შედის "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონში, რომელიც ითვალისწინებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების წარმოების კანონმდებლობით დადგენილი წესების, შესაბამისი პროექტის ან სხვა სანებართვო პირობების დარღვევის, ასევე ძეგლის მესაკუთრესთან ძეგლის მოვლა-პარტონობის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების უფლებამოსილებების სსიპ – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსათვის მინიჭებას.  

 

აზრი გამოთქვა:

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტის აჭარის დეპუტაციას, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული სამუშაო პროცესში. წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით ინიციატორმა გაითვალისწინა მთავრობის მხრიდან გამოთმული შენიშვნები. საქართველოს მთვრობა გამოვთქვავს მზადყოფნას შემდგომი კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის და მხარს უჭერს წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივებს _ აღნიშნა გ. ხუროშვილმა.

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მოსმენით  პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანა.

 (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

IX. მოისმინეს:

სხდომის თავმჯდომარის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის ხუხუნაიშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტზე "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”) (¹07-1/16; 04.07.2008)

გაწვევის შესახებ.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149- მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის ხუხუნაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივისწესით წარმოდგენილი კანონპროექტი "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”) (¹07-1/16; 04.07.2008) უარყოფილადჩაითვალოს და ეცნობოს პარლამენტის ბიუროს.

 

სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა

     

          

         

 სხდომის თავმჯდომარე                   ბალავაძე

       

      

  სხდომის მდივანი:                       ქველაძე