ოქმი #99

რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი  რეგიონების კომიტეტის სხდომის 

                                                                                                                            ოქმი #99                                       

                                            

                                                                                                                                             3 ნოემბერი 2011 . 14 00 საათი              

                                                                                                                                            კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹438

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                     ვახტანგ ბალავაძე

                                                        (კომიტეტის თავმჯდომარე)                           

 

სხდომას ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), დ. ბეჟუაშვილი, გ. ჭელიძე, ჯ. მაღლაკელიძე, ზ. გულიკაშვილი, ი. შერვაშიძე, გ. ტალახაძე;  

 

სხდომას საპატიო მიზეზიოთ არ ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები:

ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), რ. ფიფია, კ. კოპალიანი; ა. თავდგირიძე, ბ. ხურციძე, ლ. მინდელი;  

 

კომიტეტის წევრები:მოწვეული სრუმრები:

არჩილ ადამია – ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;

აპარატის თანამშრომლები:

აპარატის უფროსი ვლადიმერ ჯიშიაშვილი, ხ. ხვიჩია" რ. ხიზანიშვილი, ნ. ქავთარაძე, ს. თაგვაძე მ/შ, რ. გელანტია, ს. ბეჟანიძე, ბ. ქველაძე, ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული სპეციალისტი ს. სვანიშვილი;

სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი:

1.საქართველოს პარლამენტის წევრების ბალავაძის და კუბლაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს  ორგანული კანონი "ადგილობრივითვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”  (¹07-3/488; 30.09.2011) (მეორე მოსმენა)

 

 მომხსენებელივახტანგ ბალავაძე (საქართველოს პარლამენტის წევრი)

 

2. საქართველოს პარლამენტის წევრების ბალავაძისა და კუბლაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი"საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” (¹07-3/487;30.09.2011) (მეორე მოსმენა)

 

მომხსენებელივახტანგ ბალავაძე (საქართველოს პარლამენტის წევრი)

3. საქართველოს პარლამენტის წევრების ბალავაძისა და კუბლაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი «საქართველოსზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ» (¹07-3/489; 30. 09.2011) (მეორე მოსმენა)

 

მომხსენებელივახტანგ ბალავაძე (საქართველოს პარლამენტის წევრი)

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

 

მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ მეორე მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრის პ. კუბლაშვილის და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი:

"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის

მომზადება განაპირობა "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ევროპულ ქარტიასთან "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონის ჰარმონიზაციის აუცილებლობით, კანონპროექტი ითვალისწინებს ორგანული კანონიდან ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის "გ” ქვეპუნქტი, რომელიც თვითმმართველობის განხორციელების ერთ-ერთ პრინციპად აცხადებს "საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლების დაცვას” აღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების და არა თვითმმართველობის პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის 1011 მუხლის პირველი პუნქტი მოითხოვს სახელმწიფოსა და თვითმმართველობის უფლებამოსილებათა ურთიერთგამიჯვნას. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული ქვეპუნქტი აუცილებელია ამოღებული იქნეს ორგანული კანონიდან.

      კანონპროექტით გათვალისწინებულია ორგანული კანონის 44-ე მუხლის ახალი რედაქცია, რომელიც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების გასაჩივრების, შეჩერების, ბათილად ცნობისა და ძალადაკარგულად  გამოცხადების საკითხს. კანონპროექტით სრულად არის გათვალისწინებული "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” და "ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონით დადგენილი წესი სამართლებრივი აქტის გასაჩივრების, შეჩერების, ბათილად ცნობისა და ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევების შესახებ. კანონპროექტი, ასევე ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობისა და აუდიტის საკითხის ახლებურ რეგულაციას. კერძოდ, იცვლება ორგანული კანონის X თავის სახელწოდება: "ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირებთა საქმიანობის კონტროლი” იცვლება "ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა და აუდიტი”-თ. თავის სათაურის ახალი რედაქცია ასახავს, როგორც სახელმწიფო ზედამხედველობის, ასევე აუდიტის საკითხებს. შესაბამისად იცვლება ამ თავის 55-ე და 57-ე მუხლები, ხოლო 58-ე მუხლი ცხადდება ძალადაკარგულად. 55-ე მუხლის ახალი რედაქცია ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე ზედამხედველობისა და აუდიტის ფორმებს, როგორიცაა: სახელმწიფო ზედამხედველობა; სახელმწიფო აუდიტი; დამოუკიდებელი აუდიტი; შიდა აუდიტი და ინსპექტირება. ორგანული კანონის 57-ე მუხლის ახალი რედაქციით გათვალისწინებულია სახელმწიფო ზედამხედველობისა და აუდიტის განხორციელების ზოგადი წესი, რომელიც ითვალისწინებს, როგორც "საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ”, ასევე "შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს

 

მუხლობრივი მოსმენით განხილვის დროს კომიტეტის წევრების მიერ  შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანა.

  (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

  II. მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ მეორე მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრის პ. კუბლაშვილის და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”. წარმოდგენილი პროექტის მომზადება განმარტა ვ. ბალავაძემ, განპირობებულია "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ევროპულ ქარტიასა და "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონთან "საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის ჰარმონიზაციის აუცილებლობით.

     კანონპროექტით გათვალისწინებულია კანონის მე5 მუხლის "ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით, რადგან თვითმმართველობა არის არა მოსახლეობის, არამედ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა უფლება და ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის "გ” ქვეპუნქტი, რომელიც თვითმმართველობის განხორციელების ერთ-ერთ პრინციპად "საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას აცხადებს. აღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების და არა თვითმმართველობის პრინიპს. საქართველოს კონსტიტუციის 1042-ე მუხლის პირველი პუნქტი მოითხოვს სახელმწიფოსა და თვითმმართველობის უფლებამოსილებათა ურთიერთგამიჯვნას, ამიტომ ზემოაღნიშნული ქვეპუნქტი აუცილებელია ამოღებული იქნეს "საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ” კანონიდან. ასევე ცვლილება შედის კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში, რომელიც ეხება სახელმწიფოსა და დედაქალაქის ერთობლივ კომპეტენციებს. პროექტით დადგენილია ერთობლივ კომპეტენციებს მიკუთვნებული საკითხების გადანაწილების მექანიზმი, რომ ეს საკითხები შეიძლება გადანაწილდეს დედაქალაქსა და მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულებით.,  კანონის მოქმედი რედაქცია აღიარებს მხოლოდ გადანაწილების შესაძლებლობას ისე, რომ არ უთითებდა ამ გადანაწილების კონკრეტულ მექანიზმზე.

   "საქართველოს დედაქალაქის  - თბილისის შესახებ” კანონის მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენდა ის, რომ კანონი არ ითვალისწინებდა საქართველოს კონსტიტუციის 1012ე მუხლის მე-3 პუნქტის, ასევე "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ევროპული ქარტიისა და "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის მოთხოვნას, რომლის თანახმად "თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია თავისი ინიციატივით გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და აკრძალული არ არის კანონით” შესაბამისად გათვალისწინებულია "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” კანონის 91-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს "ქ” ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი, ხოლო მე-12 მუხლს დაემატოს "ძ1” ქვეპუნქტი, რომლებიც გაითვალისწინებენ თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილების განმსაზღვრელ ამ უმნიშვნელოვანეს პრინციპს.

      კანონპროექტით, ასევე გათვალისწინებულია 471-ე მუხლის ახალი რედაქცია, რომელიც ეხება ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო აუდიტს, დამოუკიდებელ აუდიტს, შიდა აუდიტს და ინსპექტირებას და ითვალისწინებს, როგორც საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ”, ასევე "შიდა აუდიტსა და ინსპექტირების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

მეორე  მოსმენით განხილვის დროს კომიტეტის წევრებს შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანა.

  (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

 III. მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ მეორე მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრის პ. კუბლაშვილის და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: «საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ»(¹07-3/489; 30.09..2011). მისი ინფორმაციით კანონპროექტის მომზადება განპირობებულია "ადგილობივი თითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის აუცილებლობით.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა პლენარულ სხდომაზე  კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს გათვალისწინებული იქნა, იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედებითი დეპარტამენტის ადგილობრივი თვითმმართველობის აქტების ექსპერტიზის სამმართველოს მიერ საკომიტეტო მოსმენისას გამოთქმული შენიშვნა, კერძოდ, «ნორმატიული აქტის შესახებ» საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ერთი საკანონმდებლო აქტით ცვლილებები რამდენიმე საკანონმდებლო აქტში შესაძლებელია შევიდეს მხოლოდ მაშინ, თუკი ისინი იმყოფებიან იერარქიის ერთსა და იმავე საფეხურზე. აქედან გამომდინარე, საჭიროა პროექტიდან «რეფერენდუმის შესახებ» და «საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონების ამოღება და ცალკე სახით მსვლელობის მიცემა.

აზრი გამოთქვა:

არჩილ ადამიამ მუხლობრივი განხილვისას კანონპროექტთან დაკავშირებით გამოთქვა რამოდენიმე სახის შენიშვნა, კერძოდ:

1. "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ» კანონპროექტის პირველი მუხლით გათვალისწინებული «საქართველოს «წითელი ნუსხისა» და «წითელი წიგნის» შესახებ» კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის «გ» ქვეპუნქტში წარმოდგენილი ტერმინოლოგიური ცვლილება სრულიად ზედმეტია, ვინაიდან «გ» ქვეპუნქტში ჩამოყალიბებული ფუნქციები განისაზღვრა შესაბამისი დარგობრივი კანონით, პარალელურ დროში, სხვა საკანონმდებლო ცვლილებით, სადაც მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებული იქნა მთლიანად. 

აქედან გამომდინარე, პროექტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 2. კანონპროექტის მე-16 მუხლით გათვალისწინებული კანონის «ცხოველთა სამყაროს შესახებ» 29-ე მუხლის პუნქტებით განსაზღვრული საქმიანობა წინააღმდეგობაში მოდის დღეს მოქმედ რეგულირებასთან, შესაბამისად ტერმინოლოგიური ცვლილებაც უადგილოა და მიზანშეწონილია მუხლის ამოღება, რომელიც შესაბამისად მოითხოვს მე-15 მუხლის მე-6 პუნქტისა (რადგნ ის შეიცავს მითითებას 29-ე მუხლზე) და 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ს» ქვეპუნქტის (რადგან ის ითვალისწინებს 29-ე მუხლით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემის) ამოღებასაც. აქედან გამომდინარე, პროექტის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

«მუხლი 16. «ცხოველთა სამყაროს შესახებ» საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, ¹1-2(33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ.40) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. ამოღებულ იქნეს 29-ე მუხლი.

2. ამოღებულ იქნეს მე-15 მუხლის მე-6 პუნქტი;

3. ამოღებულ იქნეს 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ს» ქვეპუნქტი;»

გადაწყვიტეს: (ერთხმად)  

კომიტეტმა აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას.

  (კომიტეტის დასკვნა და შენიშვნების ამსახველი ფურცელი ოქმს თან ერთვის)

 

 

 

       სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა

     

          

           სხდომის თავმჯდომარე                   ბალავაძე

       

      

            სხდომის მდივანი:                       ქველაძე