ოქმი #98

რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი  რეგიონების კომიტეტის სხდომის სხდომის

                                                                                                                                     ოქმი #98

                                         

                                                                                                                                                   21 ოქტომბერი 2011 . 14 00 საათი              

                                                                                                                                                  კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹438

 

 სხდომის თავმჯდომარე:                      ვახტანგ ბალავაძე

                                                 (კომიტეტის თავმჯდომარე)

                           

სხდომას ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე),  ლ. მინდელი,  დ. ბეჟუაშვილი, გ. ჭელიძე, ჯ. მაღლაკელიძე, რ. ფიფია,  ზ. გულიკაშვილი, კ. კოპალიანი; ა. თავდგირიძე, ი. შერვაშიძე, ბ. ხურციძე, გ. ტალახაძე;  

 

კომიტეტის წევრები:მოწვეული სრუმრები:

პავლე კუბლაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

 

აპარატის თანამშრომლები:

აპარატის უფროსი ვლადიმერ ჯიშიაშვილი, ხ. ხვიჩია" რ. ხიზანიშვილი, ნ. ქავთარაძე, ს. თაგვაძე რ. გელანტია, ს. ბეჟანიძე, ბ. ქველაძე, ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული სპეციალისტი ს. სვანიშვილი;

სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი:

1.საქართველოს პარლამენტის წევრების ბალავაძის და კუბლაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს  ორგანული კანონი "ადგილობრივითვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” (პირველი მოსმენა)

 მომხსენებელივახტანგ ბალავაძე (საქართველოს პარლამენტის წევრი)

 

2. საქართველოს პარლამენტის წევრების ბალავაძისა და კუბლაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი"საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”(პირველი მოსმენა)

მომხსენებელივახტანგ ბალავაძე (საქართველოს პარლამენტის წევრი)

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი

 

მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრის პ. კუბლაშვილის და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი:

"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის

მომზადება განაპირობა "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ევროპულ ქარტიასთან "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონის ჰარმონიზაციის აუცილებლობით, კანონპროექტი ითვალისწინებს ორგანული კანონიდან ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის "გ” ქვეპუნქტი, რომელიც თვითმმართველობის განხორციელების ერთ-ერთ პრინციპად აცხადებს "საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლების დაცვას” აღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების და არა თვითმმართველობის პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის 1011 მუხლის პირველი პუნქტი მოითხოვს სახელმწიფოსა და თვითმმართველობის უფლებამოსილებათა ურთიერთგამიჯვნას. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული ქვეპუნქტი აუცილებელია ამოღებული იქნეს ორგანული კანონიდან.

      კანონპროექტით გათვალისწინებულია ორგანული კანონის 44-ე მუხლის ახალი რედაქცია, რომელიც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების გასაჩივრების, შეჩერების, ბათილად ცნობისა და ძალადაკარგულად  გამოცხადების საკითხს. კანონპროექტით სრულად არის გათვალისწინებული "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” და "ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონით დადგენილი წესი სამართლებრივი აქტის გასაჩივრების, შეჩერების, ბათილად ცნობისა და ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევების შესახებ. კანონპროექტი, ასევე ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობისა და აუდიტის საკითხის ახლებურ რეგულაციას. კერძოდ იცვლება ორგანული კანონის X თავის სახელწოდება: "ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირებთა საქმიანობის კონტროლი” იცვლება "ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა და აუდიტი”-თ. თავის სათაურის ახალი რედაქცია ასახავს, როგორც სახელმწიფო ზედამხედველობის, ასევე აუდიტის საკითხებს. შესაბამისად იცვლება ამ თავის 55-ე და 57-ე მუხლები, ხოლო 58-ე მუხლი ცხადდება ძალადაკარგულად. 55-ე მუხლის ახალი რედაქცია ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე ზედამხედველობისა და აუდიტის ფორმებს, როგორიცაა: სახელმწიფო ზედამხედველობა; სახელმწიფო აუდიტი; დამოუკიდებელი აუდიტი; შიდა აუდიტი და ინსპექტირება. ორგანული კანონის 57-ე მუხლის ახალი რედაქციით გათვალისწინებულია სახელმწიფო ზედამხედველობისა და აუდიტის განხორციელების ზოგადი წესი, რომელიც ითვალისწინებს, როგორც "საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ”, ასევე "შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს

 

კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს კომიტეტის წევრების მიერ  შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანა.

  (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

II. მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრის პ. კუბლაშვილის და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”. წარმოდგენილი პროექტის მომზადება განმარტა ვ. ბალავაძემ, განპირობებულია "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ევროპულ ქარტიასა და "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონთან "საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის ჰარმონიზაციის აუცილებლობით.

     კანონპროექტით გათვალისწინებულია კანონის მე5 მუხლის "ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით, რადგან თვითმმართველობა არის არა მოსახლეობის, არამედ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა უფლება და ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის "გ” ქვეპუნქტი, რომელიც თვითმმართველობის განხორციელების ერთ-ერთ პრინციპად "საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას აცხადებს. აღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების და არა თვითმმართველობის პრინიპს. საქართველოს კონსტიტუციის 1042-ე მუხლის პირველი პუნქტი მოითხოვს სახელმწიფოსა და თვითმმართველობის უფლებამოსილებათა ურთიერთგამიჯვნას, ამიტომ ზემოაღნიშნული ქვეპუნქტი აუცილებელია ამოღებული იქნეს "საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ” კანონიდან. ასევე ცვლილება შედის კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში, რომელიც ეხება სახელმწიფოსა და დედაქალაქის ერთობლივ კომპეტენციებს. პროექტით დადგენილია ერთობლივ კომპეტენციებს მიკუთვნებული საკითხების გადანაწილების მექანიზმი, რომ ეს საკითხები შეიძლება გადანაწილდეს დედაქალაქსა და მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულებით.,  კანონის მოქმედი რედაქცია აღიარებს მხოლოდ გადანაწილების შესაძლებლობას ისე, რომ არ უთითებდა ამ გადანაწილების კონკრეტულ მექანიზმზე.

   "საქართველოს დედაქალაქის  - თბილისის შესახებ” კანონის მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენდა ის, რომ კანონი არ ითვალისწინებდა საქართველოს კონსტიტუციის 1012ე მუხლის მე-3 პუნქტის, ასევე "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ევროპული ქარტიისა და "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის მოთხოვნას, რომლის თანახმად "თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია თავისი ინიციატივით გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და აკრძალული არ არის კანონით” შესაბამისად გათვალისწინებულია "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” კანონის 91-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს "ქ” ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი, ხოლო მე-12 მუხლს დაემატოს "ძ1” ქვეპუნქტი, რომლებიც გაითვალისწინებენ თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილების განმსაზღვრელ ამ უმნიშვნელოვანეს პრინციპს.

      კანონპროექტით, ასევე გათვალისწინებულია 471-ე მუხლის ახალი რედაქცია, რომელიც ეხება ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო აუდიტს, დამოუკიდებელ აუდიტს, შიდა აუდიტს და ინსპექტირებას და ითვალისწინებს, როგორც საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ”, ასევე "შიდა აუდიტსა და ინსპექტირების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

აზრი გამოთქვეს:  ხინიკაძემტალახაძე

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანა.

  (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

        სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა

     

          სხდომის თავმჯდომარე                   ბალავაძე

       

      

            სხდომის მდივანი:                       ქველაძე