ოქმი #97

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტების გაერთიანებული

სხდომის   ოქმი #97

 

                                                                                                                                   11 ოქტომბერი 2011.

                                                                                                                                                                              1400 საათი

                                                                                                                                                         პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

 

სხდომის თავმჯდომარე:                     

                                            ელდარ კვერნაძე

                                  (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე)

 

სხდომას ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები:, ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ლ. მინდელი, გ. ჭელიძე, კ. კოპალიანი, დ. ბეჟუაშვილი, ზ. გულიკაშვილი; გ. ტალახაძე, რ. ფიფია;

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე) ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ა. თავდგირიძე, ბ. ხურციძე, ი. შერვაშიძე, ჯ. მაღლაკელიძე;

 

მოწვეული სტუმრები:

ანდრო ალავიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი

პავლე კუბლაშვილი  - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

ხათუნა კაპანაძე – მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე

ზაური აბაშვილი _ იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედებითი დეპარტამენტის ადგილობრივი თვითმმართველობის აქტების ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი

გაერთიანებულ კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, კომიტეტის  წევრები და აპარატის თანამშრომლები.

 

სხდომა გახსნა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ელდარ კვერნაძემ, მან დაადასტურა სხდომაზე კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტების წევრებს დღის წესრიგი, რომელიც ერთხმად დაამტკიცეს.

                

1. საქართველოს პარლამენტის წევრების ბალავაძისალავიძის და ანჯაფარიძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, "ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ”, საქართველოს კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე”, "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” "საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოსკანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ(¹07-3/421; 22.09.2011) (მესამე მოსმენა)

მომხსენებელიანდრო ალავიძე (საქართველოს პარლამენტის წევრი

        (დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან ერთად)

II. მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრების ბალავაძისა და კუბლაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონპროექტზე «საქართველოსზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ» (¹07-3/489; 30. 09.2011) (პირველი მოსმენა)

მომხსენებელიპავლე კუბლაშვილი (საქართველოს პარლამენტის წევრი)

 

I. მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრმა ანდრო ალავიძემ მესამე მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების ვ. ბალავაძის, კ. ანჯაფარიძის და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, "ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ”, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” "საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”(¹07-3/421; 22.09.2011)

კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის დროს კომიტეტის წევრების მიერ  შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

გადაწყვიტეს: (წინააღმდეგი-1; მომხრე-7)

კომიტეტი წარმოდგენილ კანონპროექტებს მომზადებულად მიიჩნევს და მიზანშეწონილად თვლის მათ მესამე მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

II. მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრმა პავლე კუბლაშვილმა პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების ბალავაძისა და მის მიერ საკანონმდებლოინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონპროექტზე «საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ» მან განმარტა, რომ "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მიღებით გაუქმდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, თუმცა მოქმედ კანონმდებლობაში ჯერ კიდევ შემორჩენილია ეს ტერმინები. კანონპროექტის მომზადება განპირობებულია "ადგილობივი თითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის აუცილებლობით. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად ცვლილებები შედის "საქართველოს "წითელი ნუსხისა” და "წითელი წიგნის” შესახებ”, "სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ”, "ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ”,  "სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ”, "ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ”, "სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ”, "ტურიზმისა და კურორტების შესახებ”, "საავტომობილო გზების შესახებ”, "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”, "ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ”, "მობილიზაციის შესახებ”, "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ”, "ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ”, "კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის ზონების შესახებ”, "ლტოლვილთა შესახებ”, "ცხოველთა სამყაროს შესახებ”, "სამშენებლო საქმიანობის შესახებ” და "საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ” საქართველოს კანონებში და "რეფერენდუმის შესახებ” და "საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონებში.

აზრი გამოთქვა:

იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედებითი დეპარტამენტის ადგილობრივი თვითმმართველობის აქტების ექსპერტიზის სამმართველოს უფროსმა ზაურ აბაშვილმა აღნიშნა, რომ «ნორმატიული აქტის შესახებ» საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ერთი საკანონმდებლო აქტით ცვლილებები რამდენიმე საკანონმდებლო აქტში შესაძლებელია შევიდეს მხოლოდ მაშინ, თუკი ისინი იმყოფებიან იერარქიის ერთსა და იმავე საფეხურზე. აქედან გამომდინარე, პროექტიდან «რეფერენდუმის შესახებ» და «საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონების ამოღებას და ცალკე სახით მსვლელობის მიცემას საჭიროდ მიიჩნევს.

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებითწარმოდგენილ კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვა.

 (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

 

 

 

 

        სხდომის თავმჯდომარე             ელდარ კვერნაძე

        

      

      

          სხდომის მდივანი                    ბელა ქველაძე