| ოქმი #96 |
|
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომის ოქმი #96 30 სექტემბერი 2011წ. 1100 საათი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი სხდომის თავმჯდომარე: ელდარ კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე)
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები:, ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ლ. მინდელი, ი. შერვაშიძე, გ. ჭელიძე, გ. ენუქიძე, ჯ. მაღლაკელიძე კ. Kკოპალიანი, დ. ბეჟუაშვილი, ზ. გულიკაშვილი;
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე) ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ა. თავდგირიძე, გ. ტალახაძე, რ. ფიფია, ბ. ხურციძე;
მოწვეული სტუმრები: ანდრო ალავიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი თათული თოდუა – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი ხათუნა კაპანაძე – მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე გაერთიანებულ კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, კომიტეტის წევრები და აპარატის თანამშრომლები.
სხდომა გახსნა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკრი პოლიტიკის თავმჯდომარემ გიორგი მელაძემ მან დაადასტურა სხდომაზე კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტების წევრებს დღის წესრიგი, რომელიც ერთხმად დაამტკიცეს.
გაერთიანებული კომიტეტების სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საერთო საკითხი:
1. საქართველოს პარლამენტის წევრების ვ. ბალავაძის, ა. ალავიძის და კ. ანჯაფარიძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, "ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ”, საქართველოს კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე”, "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” "საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოსკანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”(¹07-3/421; 22.09.2011) (მეორე მოსმენა) მომხსენებელი: ანდრო ალავიძე (საქართველოს პარლამენტის წევრი) 2. საქართველოს პარლამენტის წევრების ზ. კუკავას და ა. ალავიძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "სახელმწიფოშესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (¹07-3/480; 22.09..2011)(პირველი მოსმენა) მომხსენებელი: ა. ალავიძე (საქართველოს პარლამენტის წევრი)
I. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა ანდრო ალავიძემ მეორე მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების ვ. ბალავაძის, კ. ანჯაფარიძის და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, "ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ”, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” "საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”(¹07-3/421; 22.09.2011) კანონპროექტების მიმართ გამოთქმული შენიშვნების (დანართი 1) გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტი (დანართი 2)
აზრი გამოთქვეს და შეკითხვები დასვეს: ელდარ კვერნაძემ შეკითხვით მიმართა მომხსენებელს "ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით კერძოდ, როგორ განისაზღვრება და გამოიხატება ჯარიმის რაოდენობა და ასევე როგორ ვარეგულირებთ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების უფლებამოსილებას, შესაბამისი პროცედურების დაცვით.
თ. თოდუა (ახალგაზრდა იურირისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი): მან წარმოადგინა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მოსაზრებები კერძოდ, "ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” კანონპოექტის თანახმად 6 თვის ვადაში უფუნქციო შენობის მესაკუთრე ვალდებული არის მოიპოვოს მშენებლობის ნებართვა, ანუ აქ არ არის საუბარი მხოლოდ განცხადების შეტანაზე, არამედ საუბარია მშენებლობის ნებართვის აღებაზე, რაც საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურაა. ამავე პაკეტის "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში, სადაც ასევე უცვლელად რჩება ის მუხლი, რომ მშენებლობის გაცემის ნებართვა ხორციელდება 60 დღის ვადაში შესაბამისად ეს ჩანაწერიც ართულებს მესაკუთრეთა მდგომარეობას. კანონი ამავდროულად არ ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, თუ ნებართვის გაცემა არ მოხდება დროულად ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით, კანონპროექტში ეს შემთხვევაც არ არის გათვალისწინებული შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა, ისევ მხოლოდ მესაკუთრეს ეკისრება. გარდა ამისა კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ქონების რეალიზაცია ემსახურება, მხოლოდ ჯარიმის გადახდევინების აღსრულებას თუმცა პროექტის თანახმად ეს ესე არ არის და ჯარიმის გადაუხდელობა მხოლოდ ერთ-ერთი საფუძველია ქონების რეალიზებისთვის. მაგრამ მეორე საფუძველია შემოწმების აქტის შედგენიდან 6 თვის ვადაში მშენებლობის ნებართვის აუღებლობა, რაც გამოიწვევს ქონების იძულებითი რეალიზაციას. გარდა ამისა კანონპროექტის მიხედვით, მშენებლობის გაცემის 6 თვიანი ვადა მიბმულია მხოლოდ კანონის ამოქმედების ვადაზე და არა თვითმმართველი ერთეული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე და შემდგომ ამოქმედებაზე, რაც თავისთავად არასახარბიელო მდომარეობაში აყენებს მესაკუთრეებს.
გ. ჩახვაძე: მაქვს ორი შეკითხვა: პირველი წარმოდგენილი ცვლილება მხოლოდ კერძო მესაკუთრის ქონებაზე ვრცელდება, თუ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე და მეორე: იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ქონებასაც ეხება ასეთ შემთხვევაში ვინ იხდის ჯარიმას, სახელმწიფო ბიუჯეტი? ა. ალავიძე: თუ კონკრეტული ტერიტორია აღმოჩნდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილ ტერიტორიაზე კანონი მათზეც გავრცელდება. რაც შეეხება მშენებლობის ნებართვის აღებას ეს აძლევს უფლებას კონკრეტულ მესაკუთრეს აიღოს მშენებლობის ნებართვა, რადგანაც ქალაქის დაგეგმარებისათვის მნიშვნელოვანია, რომ პროგნოზირებადი გარემო იყოს იმისათვის, თუ რა ვადაშია შესაძლებელი კონკრეტული შენობის პრობლემის გადაწყვეტა. მაგალითად თუ მესაკუთრის მშენებლობის ვადამ მოითხოვა 10 წელი და თვითმმართველობამ მიიჩნია, რომ ეს არის გონივრული ვადა ამ შეთთხვევაში ეს შესაძლებელია. რაც შეეხება შენიშვნებს, რომელიც წარმოადგინა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ვფირობ, ბევრ ისეთ საკითხს გაესვა ხაზი, რომ პროექტი არასწორი ინტერპრეტირებით იყო წაკითხული, მაგალითად ერთ-ერთ საკითხზე, რომელზეც იტქვა, რომ როდესაც პირმა გადაიხადა ჯარიმა და მშენებლობის ნებართვა მეორე დღეს არ აიღო და ხდება მისი კერძო საკუთრების რეალიზება ეს არ არის სწორი, ვინაიდან აღსრულებაც და აღსრულების წარმოება მოხდება საააღსრულებო კანონის შესახებ შესაბამისად, სადაც ყველა პროცედურა გაწერილია და იმ ნორმების ხელახლა დუბლირება წარმოდგენილ პროექტში არ იქნება სწორი.
თ თოდუა როდესაც საუბარია შენობის გასხვისებაზე ამ შემთხვევაში უმჯობესია მშენებლობის ვადის ათვლა ხდებოდეს ხელახლა გასხვისების მომენტიდან. კიდევ ერთი საკითხი ნორმების ძალაში შესვლას, კანოპროექტის მიხედვით 6 თვიანი ვადის დინება იწყება კანონის ძალაში შესვლისთანავე და ეს არ არის მიბმული საკრებულოს მიერ შესაბამისი დადგენილების მიღებაზე.
ა. ალავიძემ განმარტა, რომ შენობის გასხვისების შემთხვევაში ვადის ხელახალი ათვლა დაუშვებელია, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში პირმა შეიძლება სხვადასხვა პირზე ფიქტიური რეალიზაციით თაღლითურად თავი აარიდოს რეგისტრაციას ან უსასრულოდ გაწეროს რეგისტრაციის ვადა,
თ. თოდუამ აღნიშნა, რომ გარე ვაჭრობის რეგულირება, როგორც ვიცით მიეკუთვნება თვითმმართველობის ორგანოს კომპეტენციას, თუმცა ხშირად ვაწყდებით ისეთ შემთხვევას, როდესაც თვითმმართველობის ორგანოს არცერთი აქტი და გადაწყვეტილება გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით მიღებული არ აქვს, მაგალითად თბილისშიც თვითმმართველობის ორგანოს მიერ მიღებული აქტები შეეხება, მხოლოდ სტაციონალურ ობიექტებს, ანუ ჯიხურებს და არა სხვა ტიპის გარე ვაჭრობას. შესაბამისად, ნორმაში არსებული ჩანაწერი, რომ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე გარკვეული თვალსაზრისით ბუნდოვანია. სიახლე ამ პროექტის, გახლავთ ის, რომ დაუმორჩილებლობა უფლებამოსილი პირის კანონიერ მოთხოვნასთან არის განმარტებული კონკრეტულად მითითებულია, რომ დაუმორჩილებლობა გულისხმობს სამართალდამრღვევი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა საინდეფიკაციო მონაცემების წარუდგენლობას. შეგახსენებთ, რომ მოცემულ შემთხვევაში სანქციად გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 7 დღემდე ვადით, ასევე მეორე საფუძველი, რომლის ჩადენის შემთხვევაშიც ეს ქმედება მიჩნეული იქნება დაუმორჩილებლობად, გახლავთ ის, რომ სამართალდარღვევის ფაქტის განმრგძობადობის აღკვეთის მიზნით მიცემული სიტყვიერი მითითების შეუსრულებლობა, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია, ანუ ბუნებაში როგორ შეიძლება მოხდეს, ვინაიდან გარე ვაჭრობა თავისთავად იწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას. შესაბამისად თუ სამართალდამრღვევს არ ექნება ის საგნები, რომლის მიხედვითაც შეიძლება განაგრძოს აღნიშნული ქმედება, ანუ წარმოუდგენელია ეს გარემოება დადგეს პრაქტიკაში კონფისკაციის შემდეგ. ხოლო რაც შეეხება პირადობის ან სხვა საინდენფიკაციო მონაცემების წარუდგენლობას ეს ჩანაწერიც ბუნდოვანია, ვინაიდან არ არის მითითებული დაუშვათ ვრცელდება იმ შემთხვევაზე როდესაც გარე მოვაჭრეს აქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მას არ აძლევს უფლებამოსილ პირს, თუ ეს ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც თან საერთოდ არა აქვს ეს მოწმობა და შესაბამისად ის უკვე ავტომატურად დაუმორჩილებლობას ჩადის. ამავდროულად მიგვაჩნია, რომ რბილი ქმედებები ითვლება დაუმორჩილებლობად, რაც არ არის სწორი, და თავისთავად სანქცია 7 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობის ოდენობით არის აბსოლიტურად არა გონივრული და მისი გამოყენების საჭიროება არ არსებობს, გამომდინარე იქედან, რომ ასეთ ქმედებას არ გააჩნია მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროება. ა. ალავიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირადობის მოწმობის წარუდგენლობის შემთხვევა, რომ არის დაუმორჩილებლობა ეს ნორმა აქამდეც არსებობდა, რომელიც კონკრეტულად მთავრობის დადგენილებაში იყო გაწერილი. როდესაც მოვაჭრეს ეცოდინება, რომ კანონით ვალდებულია თან იქონიოს და წარადგინოს პირადობის მოწმობა, რომ არ გამოიწვიოს დამატებითი სანქცია-პატიმრობა, რაც აქამდე იყო და სიახლე არ არის.
გადაწყვიტეს: (წინააღმდეგი-1; მომხრე-8) კომიტეტი მომზადებულად მიიჩნევს წარმოდგენილ კანონპროექტებს და მიზანშეწონილად თვლის მათ მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
II. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა ანდრო ალავიძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების ზ. კუკავას და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (¹07-3/480; 22.09..2011) მან განმარტა, რომ კანონპროექტით "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტს ემატება "ლ” ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით, თუ შესყიდვა ხორციელდება იმ საწარმოს სახსრებით, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.
აზრი გამოთქვეს და შეკითხვები დასვეს: ინიციატორს შეკითხვით მიმართა დ. თოდუამ გამომდინარე იქედან, რომ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ემსახურება თანხების რაციონალურ ხარჯვას და მაქსიმალურად დაბალ ფასად რაიმე საქონლის თუ მომსახურეობის შეძენას, რატომ ვაკეთებთ გამონაკლისს იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის სახელმწიფო საკუთებაში არსებული საწარმო? ა. ალავიძემ აღნიშნა, რომ ეს ეხება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საწარმოდან წილის შეძენას, რადგან მას უწევდა უფრო გრძელი პროცედურის ჩატარება, როგორიც არის ტენდერი და არ ქონდა უფლება გამარტივებული წესით ესარგებლა და შეესყიდა მის მიერ დაფუძნებული საწარმოს წილი.
გადაწყვიტეს: (წინააღმდეგი-1, მომხრე-8 ) კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანა. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
სხდომის თავმჯდომარე ელდარ კვერნაძე
სხდომის მდივანი ბელა ქველაძე
დანართი 1
"ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი
დანართი 2
პროექტი
საქართველოს კანონი
"ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შევიდეს შემდეგი ცვლილება: 1. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "1. ნებართვის გამცემი ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და ამ კანონის შესაბამისად, გარდა ამ კანონის 261, 262, 263 და 264 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.". 2. 26–ე მუხლის მე–2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 264 მუხლი: 264. მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი. 1. მშენებლობის (მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის) ნებართვის I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა, II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება და III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. 2. მშენებლობის ნებართვა და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სტადიები უნდა განხორციელდეს 60 დღის განმავლობაში. 3. მშენებლობის ნებართვის გაცემის, მათ შორის, გამარტივებულად გაცემის, წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 4. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია მშენებლობის ნებართვის გაცემის წარმოება განახორციელოს ელექტრონული ფორმით. 5. მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით, ხოლო ქ. თბილისში ქ. თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით. დაინტერესებული მხარისათვის ელექტრონული ფორმით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ელექტრონული ფოსტის ან სხვა ტექნიკური საშუალებით გაცნობას. 6. დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშე ნებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მი სი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. 7. მშენებარე ობიექტზე საკუთრების უფლებ(ებ)ის რეგისტრაციის შემთხვევაში დამკვეთს (პირს, რომელსაც გააჩნია ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი) წარმოადგენს მიწის ნაკვეთის თავდაპირველი მესაკუთრე/მოსარგებლე (პირი, ვისზეც გაიცა მშენებლობის ნებართვა) ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.’’. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი საქართველოს კანონი
"ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. "ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 19.04.2010, მუხ. 112) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. ამ კანონის მე-13 მუხლს: ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: "21. თუ ვერ დგინდება უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი და მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას, უფლებამოსილი ორგანო გამოსცემს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას.’’; 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 232 მუხლი: "მუხლი 232. პასუხისმგებლობა თვითმმართველი ერთეულის მიერ განსაზღვრულ ზონაში (ზონებში) არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა–ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის 1. თვითმმართველი ერთეულის − საკრებულოს დადგენილებით (ქალაქ თბილისში – ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილებით) განსაზღვრულ ზონაში (ზონებში) არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა–ნაგებობების, რომლებიც მათ შორის აღარ გამოიყენება საცხოვრებელი, კომერციული ან სხვა საზოგადოებრივი ფუნქციით, განვითარების მიზნით მესაკუთრე ვალდებულია მიიღოს მშენებლობის ნებართვა შენობა–ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგიისტრაციიდან ან/და შენობის ფუნქციონირების შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში. ეს ვალდებულება ასევე ვრცელდება იმ შემთხვევაზე თუ პირი შეიძენს მიწის ნაკვეთს, რომელზედაც ადრე მდგომი შენობა–ნაგებობა დანგრეულია ან თვითონ დაანგრევს. აღნიშნული შეზღუდვა თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მოთხოვნით რეგისტრირდება საჯარო რეესტრში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება არ შეწყდება და გაგრძლდება მიწის ნაკვეთის ან/და შენობა–ნაგებობის გასხვისების შემთხვევაშიც. 3. მშენებლობის ნებართვის ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ ვადაში აუღებლობის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო დამრღვევის მიმართ გასცემს მითითებას, რომლითაც მას განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის გამოსასწორებლად. 4. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ადგენს შემოწმების აქტს. თუ დარღვევა არ გამოსწორდა, შემოწმების აქტის შედგენის დღიდან დარღვევის გამოსწორების დღემდე პირს დაეკისრება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დამრღვევის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 0,1 ლარიდან 1 ლარის ფარგლებში, შესაბამისი ზონის (ზონების) მიხედვით, რაც განისაზღვრება თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს ნორმატიული აქტით. 5. ამ მუხლის მე–4 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის დარიცხვა შეწყდება დამრღვევის მიერ მშენებლობის ნებართვის აღების დღეს, მაგრამ არაუგვიანეს მითითების გაცემიდან 6 თვის ვადაში. 6. სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ დარღვევის გამოსწორების დადასტურების ან შემოწმების აქტის შედგენიდან 6 თვის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას დარიცხული ჯარიმის ოდენობის შესახებ, რომელიც აღსრულდება ამ კანონის შესაბამისად და ექვემდებარება იძულებით აღსრულებას "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად". 7. შემოწმების აქტის შედგენიდან 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ თუ დამრღვევს არ ექნება მიღებული მშენებლობის ნებართვა ან/და არ გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას შესაბამისი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება დამრღვევის საკუთრებაში არსებული მითითებით განსაზღვრული ქონების იძულებით რეალიზაციის შესახებ. აღნიშნული დადგენილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას და ექვემდებარება იძულებით აღსრულებას "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. 8. ამ მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად გასხვისებული უძრავი ქონების შემძენისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ვადის ათვლა თავიდან დაიწყება მის მიერ ქონების შეძენის დღიდან. 9. იმ შემთხვევაში თუ ამ მუხლით დადგენილ ვადებში დამრღვევი მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით მიმართავს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს, ეს უკანასკნელი ვალდებულია მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მაქსიმალურად ხელი შეუწყოს მას ზონის შესაბამისი იერსახის არქიტექტურული პროექტის დამუშავებასა და მშენებლობის ნებართვის მიღებაში.’’. 3. ამ კანონის 31–ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–19 პუნქტი: "19. მათთვის, ვისთვისაც 232 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინების დაწყების საფუძველი წარმოიშვა ამ პუნქტის ამოქმედებამდე, 6 თვიანი ვადის დინება დაიწყება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის მიერ 232 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ზონის განსაზღვრის შესახებ მიღებული აქტის ამოქმედების დღიდან.’’.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კოდექსის 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "მუხლი 29. იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი იყო 1. იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო (გარდა ამ კოდექსის 1536 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საგნისა), მდგომარეობს მის სახელმწიფო საკუთრებად იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემაში. კონფისკაციას ექვემდებარება მხოლოდ დამრღვევის პირად საკუთრებაში არსებული საგანი, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების, სხვა სანადირო იარაღის კონფისკაცია არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ პირის მიმართ, რომლისთვისაც ნადირობა არსებობის ძირითადი წყაროა. 3. იმ საგნის (საქონლის) კონფისკაცია, რომელიც ამ კოდექსის 1536 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ობიექტი იყო ექვემდებარება ქ. თბილისის თვითმმათველი ერთეულის საკუთრებაში იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემას.’’. 2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1536 მუხლი: "მუხლი 1536. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე 1. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე, – გამოიწვევს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 20 ლარით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. 2. იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით, სამართალდარღევის საგნის კონფისკაციით. შენიშვნა: 1. ამ კოდექსის 22–ე მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება და დამრღვევის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენება არ ათავისუფლებს პირს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციისაგან. 2. დაუმორჩილებლობა გულისხმობს სამართალდამრღვევი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების წარუდგენლობას, სამართალდარღვევის ფაქტის განგრძობადობის აღკვეთის მიზნით მიცემული სიტყვიერი მითითების შეუსრულებლობას. 3. ამ მუხლის პირველი და მესამე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოჩენისას თუ ვერ დგინდება სამართალდამრღვევი პირი, უნებართვო გარე ვაჭრობის საგნები ექვემდებარება კონფისკაციას. 4. სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესს ადგენს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო’’. 3. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 445, 447–4410, 45-ე, 46-ე, 461, 48-ე−49-ე, 501–554, 56-ე, 57-ე–59-ე, 592, 593, მე-60, 603, 61-ე, 611, 63-ე, 631, 64-ე, 641, 65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 721–78-ე, 791–822, 84-ე–86-ე, 88-ე–893, 912, 94-ე, 95-ე, 97-ე–1002, 1031–1051 და 1054 მუხლებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281–1285, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე–151-ე, 152-ე, 1522–1531, 1533–1543, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე–1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 1724, 1725, 173-ე, 1734, 1736, 1737, 1739, 17310, 17311, 17312, 1741, 1745, 1748–17414, 1751, 1752, 1778, 1779, 17711, 178-ე, 1791–183-ე, 187-ე–1872, 189-ე, 191-ე მუხლებით (გარდა 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962–1966 და 1971 მუხლებით.’’. 4. 209-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "1. შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1071, 1072, 1073, 108-ე, 1141, 1142, 116-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის), 134-ე მუხლით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 1761, 190-ე და 1902 მუხლებით, 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებით (მათ შორის, სასაზღვრო გამტარ პუნქტზე გამოვლენისას). ბ) 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "21. ამ კოდექსის 1142, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ შესაბამისი სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.’’; 5. 2093 მუხლის: ა) პირველი ჩამოყალიდეს შემდეგი რედაქციით: "1. ამ კოდექსის 555, 103-ე, 1072, 1073 და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 და 1253 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით, 1462 მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1523 მუხლებით და 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.’’ ბ) 21 ნაწილი ჩამოყალიდეს შემდეგი რედაქციით: "21. ამ კოდექსის 1191 და 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, თუ სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).’’; გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "4. ამ კოდექსის 555, 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით, 1462 მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511,1523 მუხლებით და 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური.’’.
6. 239-ე მუხლის: ა) მე-13 და მე-14 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "13. ამ კოდექსის 45-ე, 81-ე, 107-ე, 1141, 1142, 116-ე, 117-ე, 118-ე−123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 134-ე, 150-ე, 1533, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 166-ე, 173-ე, 1741, 1752, 1761, 1771, 180-ე–183-ე, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 1972 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი. 14. ამ კოდექსის 513, 533, 55-ე, 552 და 553 მუხლებით, 601 მუხლის პირველი ნაწილით, 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 1191 მუხლით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1534, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები.’’.
ბ) 27-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "27. ამ კოდექსის 555, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 და 1253 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 135-ე, 1351, 1462, 1501, 1511, 1522, 1523 მუხლებითა და 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურები ან მათ მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.’’. 7. 2401 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "1. ამ კოდექსის 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებითა და 1536 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შინაარსს და მისი გამოწერის წესს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, ხოლო ქალაქ თბილისში − ქალაქ თბილისის მერი.’’. 8. 242-ე მუხლის მე-31 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: " 31. ამ კოდექსის 555, 1511, 1523 მუხლების და 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში სამართალდამრღვევს გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.’’. 9. 243-ე მუხლის 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "21. ამ კოდექსის 555, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 135-ე, 1462, 1511 და 1536 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის სამართალდამრღვევი პირი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ მას არა აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ.’’. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი |
|||||||||||||||||||||||||||||||||||






