|
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების, იურიდიულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკურიპოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული
სხდომის ოქმი #95
27 სექტემბერი 2011წ.
1600 საათი
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
სხდომის თავმჯდომარე:
ვახტანგ ბალავაძე
(კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ
კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ლ. მინდელი, რ. ფიფია, ი. შერვაშიძე, გ. ჭელიძე, ბ. ხურციძე, ჯ. მაღლაკელიძე კ. Kკოპალიანი, გ. ტალახაძე;
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ
კომიტეტის წევრები: ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ა. თავდგირიძე, ზ. გულიკაშვილი, დ. ბეჟუაშვილი გ. ენუქიძე
გაერთიანებულ კომიტეტების სხდომას ესწრებოდნენ იურიდიულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების წევრები და აპარატის თანამშრომლები.
გაერთიანებული კომიტეტების სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საერთო საკითხი:
1. საქართველოს პარლამენტის წევრების ვ. ბალავაძის, ა. ალავიძის და კ. ანჯაფარიძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, "ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ”, საქართველოს კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე”, "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” "საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოსკანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”(¹07-3/421; 22.09.2011) (პირველი მოსმენა)
მომხსენებელი: ვახტანგ ბალავაძე
(რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომა გახსნა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა, მან დაადასტურა სხდომაზე კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტების წევრებს დღის წესრიგი.
კომიტეტების წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
მოისმინეს:
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა
საქართველოს პარლამენტის წევრების ა. ალავიძის, კ. ანჯაფარიძის და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, "ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ”, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” "საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”(¹07-3/421; 22.09.2011)მან აღნიშნა, რომ "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტით დგინდება, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურები, მათ შორიოს მისი ელექტრონული ფორმით გაცემის შესაძლებლობა, ასევე ზუსტდება დამკვეთის ვინაობა, რაც შეეხება გამომდინარე კანონპროექტებს:
ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები უფლებამოსილნი იქნებიან გამოსცენ დადგენილება უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ, როდესაც უნებართვო მშენებლობა განხორციელებულია სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში და როდესაც ვერ დგინდება მშენებლობის მწარმოებელი სუბიექტი.
კანონპროექტით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების დადგენილების გასაჩივრება, რომელიც გამოცემულია სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ, არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას.
კანონპროექტის თნახმად, კანონმდებლობით განსაზღვრულ ზონებში განტავსებული არაფუნქციონირებადი შენობა–ნაგებობების მესაკუთრენი ვალდებულნი არიან შენობა-ნაგებობის ფუნქციონირების შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში მიიღონ მშენებლობის ნებართვა ამ შენობა-ნაგებობების განვითარების მიზნით. კანონპროექტი ადგენს, აღნიშნულ ვადაში მშენებლობის ნებართვის აუღებლობის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფოზედამხედველობის ორგანოების უფლებამოსილებას, შესაბამისი პროცედურების დაცვით დააჯარიმოს შენობა-ნაგებობის მესაკუთრე. კანონპროექტით ასევე დგინდება ჯარიმის აღსრულების წესი.
"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტით განისაზღვრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთებაში არსებული ქონების დემონტაჟისათვის გადაწყვეტილების მისაღებად ამხანაგობის წევრების ხმათა საჭირო რაოდენობა.
"ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტით, ადგილობრივი თითმმართველობის ორგანო უფლებამოსილი ხდება შემოიღოს ადგილობრივი მოსაკრებელი, რომელიც იმოქმედებს მისდამი დაქვემდებარებულ მთელ ტერიტორიაზე, გარდა ამავე ტერიტორიაზე არსებული სარეკრეაციო ზონებისა,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ასევე ენიჭება უფლებამოსილება მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არსებულ სარეკრეაციო ზონებში შემოიღოს ადგილობრივი მოსაკრებელი, რომელიც იმოქმედებს მხოლოდ ამავე სარეკრეაციო ზონაში.
ამავე კანონპროექტით, ადგილობივი თვითმმართველობის ორგანოს შეეძლება დაამტკიცოს ადგილობრივი მოსაკრებლის განსხვავებული ოდენობები (მისდანი დაქვემდებარებულ ტერიტორიისა დასარეკრეაციო ტერიტორიის მიხედვით), გადახდის პერიოდულობა და ვადა.
"საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კოდექსს ემატება 1536 მუხლი, რომლითაც განისაზღვება ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისათვის ჯარიმის ფიქსირებული ოდენობა, როგორც სამართალდარღვევის თავდაპირველი ჩადენისათვის, უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობისათვის, ასევე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისათვის.
ცვლილებით, სამართალდამცავი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (ან მათ მიერ უფლებამოსილი პიზიკური ან/და იურიდიული პირი) იძენენ უფლებას, სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე შეუფარდონ ჯარიმა და მოახდინონ სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია, რითაც ეფექტური გახდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ფაქტობრივი განხილვა, ვინაიდან სამართალდამრღვევს ადგილზევე დაეკისრება ადმინისტრაციული სახდელი (გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს).
ცვლილებით, ასევე განისაზღვრება, დაუმორჩილებლობისათვის პასუხისმგებლობა - ადმინისტრაციული პატიმრობის სახით, რომელსაც, პროექტის შესაბამისად შეუფარდებს სამარათალდამრღვევს სასამართლო.
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ 1536 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციისას ქონება გადადის უსასყიდლოთ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში. ამასთან, ქ. თბილისის თვითმმათველი ერთეულის აღმასრული ორგანო უფლებამოსილი ხდება განსაზღვროს კონფისკაციის შედეგად, მის საკუთრებაში გადასული ქონების განკარგვის წესი.
აზრი გამოთქვეს:
ლ. ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ განსახილველად წარმოდგენილი კანონპროექტის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1536 მუხლის ამოქმედებით გარე მოვაჭრეების სოციალური მდგომარეობა გაუარესდება, რადგან მათი უმრავლესობა დევნილია და პროექტით გათვალისწინებული ჯარიმები და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია ბუნებრივია, მათ უკმაყოფილებას გამოიწვევს.
გადაწყვიტეს: (წინააღმდეგი -1, მომხრე -9)
კომიტეტი მომზადებულად მიიჩნევს წარმოდგენილ კანონპროექტებს და მიზანშეწონილად თვლის მათ პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას.
(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
სხდომის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე
სხდომის მდივანი ბელა ქველაძე
|