ოქმი #94

რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი   რეგიონების კომიტეტის სხდომის 
ოქმი #94

                                       

                                                                                                                        12 სექტემბერი 2011 . 16 00 საათი               

                                                                                                                    ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                      ელდარ კვერნაძე

                                           (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე)

                           

სხდომას ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), დ. ბეჟუაშვილი, ი. შერვაშიძე, ლ. მინდელი, კ. კოპალიანი, ბ. ხურციძე, გ. ტალახაძე;

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები:  ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), გ. ჭელიძე, გ. ენუქიძე, ა. თავდგირიძე, ჯ. მაღლაკელიძე, რ. ფიფია, ზ. გულიკაშვილი;

მოწვეული სტუმრები:

გოჩა მამაცაშვილი  - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე

რუსუდან კემულარია – ფინანსთა მინისტრის მოადგილე

 

აპარატის თანამშრომლები:

აპარატის უფროსი ვლადიმერ ჯიშიაშვილი, ნ. ჭელიძე, რ. გელანტია, ნ. ქავთარაძე, ს. ბეჟანიძე, ბ. ქველაძე, ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული სპეციალისტი ს. სვანიშვილი;

სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ელდარ კვერნაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი:

 1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება (¹1/219; 02.09.2011): "რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსმაინის ფრანკფურტის (KF)და საქართველოს შორისრომელიც წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი (მსესხებელი), 20 მლნ ევროზე სასესხო ხელშეკრულება (ბათუმში კომუნალურიინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციაფაზა III) (წყლის მოწოდება და წყალარინება ბათუმსა და მის მიმდებარე სოფლებში)» (¹07-1/304, 02.09.2011).

 

მომხსენებელირუსუდან კემულარია (საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე)

 

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი «თბილისის ეროვნული პარკის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე» (¹07-2/332, 13.07.11.).  (პირველი მოსმენა)

 

მომხსენებელიგოჩა მამაცაშვილი

(საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე)

 

3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონის პროექტი (¹1/207; 09.09..2011): კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა დამართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (¹07-2/339; 09.09.2011) (პირველი მოსმენა)

 

მომხსენებელიგოჩა მამაცაშვილი

(საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე)

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი:

 

I. მოისმინეს:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ რუსუდან კემულარიამ წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება(¹1/219; 02.09.2011): "რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსმაინის ფრანკფურტის (KF) და საქართველოს შორისრომელიც წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი(მსესხებელი), 20 მლნ ევროზე სასესხო ხელშეკრულება (ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციაფაზა III) (წყლის მოწოდება და წყალარინებაბათუმსა და მის მიმდებარე სოფლებში)» (¹07-1/304, 02.09.2011)მან აღნიშნარომ პროექტის  "ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია – ფაზა IIIდაფინანსების მიზნით 2011 წლის 18 აგვისტოს ბათუმში გაფორმდა შემდეგი ხელშეკრულებები:

        - სასესხო ხელშეკრულება 20,0 მლნ ევრო  KKF- და საქართველოს  (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი) შორის;

      - დადგენილების ხელშეკრულება გრანტი 9, 0 მლნ ევრო KKF- და საქართველოს  (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი) შორის;

      - კრედიტების საგარანტიო ფონდის ნაშთის ხელშეკრულება დაახლოებით 6, 0 მლნ ევრო KKF- და საქართველოს  (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი) შორის;

      - დაფინანსების განხორციელების ხელშეკრულება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტი 4,0 მლნ ევრო KKF- და საქართველოს  (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი) შორის.   სესხისდაფარვის ვადა 15 წელია.

    თანხის გადასესხება მოხდება იგივე იდენტური საფინანსო პირობებით ბათუმის მერიიისათვის, რომელიც 5 წლის პროექტის ფარგლებში განახორციელებს აღნიშულ ღონისძიებებს.

 

აზრი გამოთქვეს:

ხურციძე:  განსაზღვულია თუ არა III ფაზის პროექტის თანხების მიზნობრიობა.

კემულარიამ აღნიშნარომ თანხების მიზნობრიობა განსაზღვრულია და  მოხმარდება ქალაქ ბათუმსა და მის მიმდებარე სოფლებში წყლის მიწოდებასა და წყალარინებასთუმცა Iდა II ფაზის ფარგლებში ჩატარდა სარფისგონიოსკვარიათისა და სხვა მიმდებარე სოფლების სარეალიბიტაციო სამუშაოებიკერძოდწყალმომარაგების და  კანალიზაციისსისტემების რეაბილიტაცია და გაფართოება.

კვერნაძეროდის დასრულდება III ფაზის პროექტი

კემულარიამ აღნიშნარომ  III ფაზის პროექტი დასრულდება 5 წელიწადში.

 

კვერნაძემ აღნიშნარომ წარმოდგენილი პროექტი მნიშვნელოვანი და მხარდასაჭერიარაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სხვადასხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ბანკებისდაინტერესებას და ხელშეწყობას ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავლისთვის.

 

კენჭისყრის შედეგად გადაწყვიტეს(ერთხმად)

კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი შეთანხმების რატიფიცირებას.

  (რატიფიცირების დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)

 

II მოისმინეს:

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილემ გოჩა მამაცაშვილმა პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერსაკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი «თბილისის ეროვნული პარკის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» მან განმარტა,რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადება განაპირობა იმ გარემოებებმარომ  თბილისში განხორციელდა ეროვნული პარკის ტერიტორიების დაზუსტებარაც შეეხება თბილისის ეროვნული პარკის საერთო ფართობს მოქმედი კანონის თანახმად იგი მოიცავდა 22425,06 ჰექტარსტერიტორიების დაზუსტების შედეგად,  თბილისის ეროვნული პარკისტერიტორიების ნაწილი ამოღებული იქნა დაცული ტერიტორიების შემადგენლობიდანხოლო გარკვეულ მონაკვეთებზე მოხდა მარტყოფისა და გლდანის სატყეობის ტერიტორიისგამიჯვნის შედეგად ფართობების დამატებაკანონპროექტის თანახმადთბილისის ეროვნული პარკის საერთო ფართობი გაიზარდა და იგი შეადგენს 23219.82 ჰექტარს.  

კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს კომიტეტის წევრების მიერ  შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

კენჭისყრის შედეგად გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 კომიტეტი მხარს უჭერს კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.

(დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)

 

III. მოისმინეს:

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილემ გოჩა მამაცაშვილმა პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერსაკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი"კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე” მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პროექტის მომზადება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ინტესიურად მიმდინარეობს ქვეყნის ტერიტორიული პოტენციალის განვითარება და შესაბამისად კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შეიქმნება კოლხეთის  მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია.

 

კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს კომიტეტის წევრების მიერ  შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

კენჭისყრის შედეგად გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 კომიტეტი მხარს უჭერს კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.

(დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)

 

    

      სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა

     

    

         

          სხდომის თავმჯდომარე                   კვერნაძე

      

            

            სხდომის მდივანი                         ქველაძე

 
modules