| ოქმი #94 |
|
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის
12 სექტემბერი 2011 წ. 16 00 საათიი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
სხდომის თავმჯდომარე: ელდარ კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე)
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), დ. ბეჟუაშვილი, ი. შერვაშიძე, ლ. მინდელი, კ. კოპალიანი, ბ. ხურციძე, გ. ტალახაძე;
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), გ. ჭელიძე, გ. ენუქიძე, ა. თავდგირიძე, ჯ. მაღლაკელიძე, რ. ფიფია, ზ. გულიკაშვილი; მოწვეული სტუმრები: გოჩა მამაცაშვილი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე რუსუდან კემულარია – ფინანსთა მინისტრის მოადგილე
აპარატის თანამშრომლები: აპარატის უფროსი ვლადიმერ ჯიშიაშვილი, ნ. ჭელიძე, რ. გელანტია, ნ. ქავთარაძე, ს. ბეჟანიძე, ბ. ქველაძე, ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული სპეციალისტი ს. სვანიშვილი; სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ელდარ კვერნაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი: 1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება (¹1/219; 02.09.2011): "რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს, მაინის ფრანკფურტის (KFჭ)და საქართველოს შორის, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი (მსესხებელი), 20 მლნ ევროზე სასესხო ხელშეკრულება (ბათუმში კომუნალურიინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია_ ფაზა III) (წყლის მოწოდება და წყალარინება ბათუმსა და მის მიმდებარე სოფლებში)» (¹07-1/304, 02.09.2011).
მომხსენებელი: რუსუდან კემულარია (საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე)
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი «თბილისის ეროვნული პარკის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე» (¹07-2/332, 13.07.11.). (პირველი მოსმენა)
მომხსენებელი: გოჩა მამაცაშვილი (საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე)
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონის პროექტი (¹1/207; 09.09..2011): კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა დამართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (¹07-2/339; 09.09.2011) (პირველი მოსმენა)
მომხსენებელი: გოჩა მამაცაშვილი (საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე) კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი:
I. მოისმინეს: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ რუსუდან კემულარიამ წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება(¹1/219; 02.09.2011): "რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს, მაინის ფრანკფურტის (KFჭ) და საქართველოს შორის, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი(მსესხებელი), 20 მლნ ევროზე სასესხო ხელშეკრულება (ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია_ ფაზა III) (წყლის მოწოდება და წყალარინებაბათუმსა და მის მიმდებარე სოფლებში)» (¹07-1/304, 02.09.2011). მან აღნიშნა, რომ პროექტის "ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია – ფაზა IIIდაფინანსების მიზნით 2011 წლის 18 აგვისტოს ბათუმში გაფორმდა შემდეგი ხელშეკრულებები: - სასესხო ხელშეკრულება 20,0 მლნ ევრო KKFჭ-ს და საქართველოს (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი) შორის; - დადგენილების ხელშეკრულება გრანტი 9, 0 მლნ ევრო KKFჭ-ს და საქართველოს (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი) შორის; - კრედიტების საგარანტიო ფონდის ნაშთის ხელშეკრულება დაახლოებით 6, 0 მლნ ევრო KKFჭ-ს და საქართველოს (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი) შორის; - დაფინანსების განხორციელების ხელშეკრულება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტი 4,0 მლნ ევრო KKFჭ-ს და საქართველოს (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი) შორის. სესხისდაფარვის ვადა 15 წელია. თანხის გადასესხება მოხდება იგივე იდენტური საფინანსო პირობებით ბათუმის მერიიისათვის, რომელიც 5 წლის პროექტის ფარგლებში განახორციელებს აღნიშულ ღონისძიებებს.
აზრი გამოთქვეს: ბ. ხურციძე: განსაზღვულია თუ არა III ფაზის პროექტის თანხების მიზნობრიობა. რ. კემულარიამ აღნიშნა, რომ თანხების მიზნობრიობა განსაზღვრულია და მოხმარდება ქალაქ ბათუმსა და მის მიმდებარე სოფლებში წყლის მიწოდებასა და წყალარინებას, თუმცა Iდა II ფაზის ფარგლებში ჩატარდა სარფის, გონიოს, კვარიათისა და სხვა მიმდებარე სოფლების სარეალიბიტაციო სამუშაოები. კერძოდ, წყალმომარაგების და კანალიზაციისსისტემების რეაბილიტაცია და გაფართოება. ე. კვერნაძე: როდის დასრულდება III ფაზის პროექტი? რ. კემულარიამ აღნიშნა, რომ III ფაზის პროექტი დასრულდება 5 წელიწადში.
ე. კვერნაძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პროექტი მნიშვნელოვანი და მხარდასაჭერია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სხვადასხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ბანკებისდაინტერესებას და ხელშეწყობას ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავლისთვის.
კენჭისყრის შედეგად გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი შეთანხმების რატიფიცირებას. (რატიფიცირების დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)
II მოისმინეს: საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილემ გოჩა მამაცაშვილმა პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერსაკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი «თბილისის ეროვნული პარკის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» მან განმარტა,რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადება განაპირობა იმ გარემოებებმა, რომ თბილისში განხორციელდა ეროვნული პარკის ტერიტორიების დაზუსტება, რაც შეეხება თბილისის ეროვნული პარკის საერთო ფართობს მოქმედი კანონის თანახმად იგი მოიცავდა 22425,06 ჰექტარს, ტერიტორიების დაზუსტების შედეგად, თბილისის ეროვნული პარკისტერიტორიების ნაწილი ამოღებული იქნა დაცული ტერიტორიების შემადგენლობიდან, ხოლო გარკვეულ მონაკვეთებზე მოხდა მარტყოფისა და გლდანის სატყეობის ტერიტორიისგამიჯვნის შედეგად ფართობების დამატება, კანონპროექტის თანახმად, თბილისის ეროვნული პარკის საერთო ფართობი გაიზარდა და იგი შეადგენს 23219.82 ჰექტარს. კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა.
კენჭისყრის შედეგად გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)
III. მოისმინეს: საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილემ გოჩა მამაცაშვილმა პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერსაკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი: "კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე” მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პროექტის მომზადება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ინტესიურად მიმდინარეობს ქვეყნის ტერიტორიული პოტენციალის განვითარება და შესაბამისად კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შეიქმნება კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია.
კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა.
კენჭისყრის შედეგად გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)
სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა
სხდომის თავმჯდომარე ე. კვერნაძე
სხდომის მდივანი ბ. ქველაძე |






