| ოქმი #93 |
|
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის სხდომის ოქმი #93
15 ივნისი 2011 წ. 13 00 საათიი კომიტეტის სათათბირო ოთახი (¹438)
სხდომის თავმჯდომარე: ვახტანგ ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), დ. ბეჟუაშვილი, ჯ. მაღლაკელიძე, რ. ფიფია, ი. შერვაშიძე, ლ. მინდელი, ზ. გულიკაშვილი; სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: კ. კოპალიანი, ბ. ხურციძე, გ. ჭელიძე, გ. ტალახაძე, გ. ენუქიძე, ა. თავდგირიძე; მოწვეული სრუმრები: პავლე კუბლაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ ჭელიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
აპარატის თანამშრომლები: აპარატის უფროსის მ/შ ხათუნა ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი, ნ. ჭელიძე, რ. გელანტია, ნ. ქავთარაძე, თ. კალანდარიშვილი, ს. ბეჟანიძე, ბ. ქველაძე, ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული სპეციალისტი ს. სვანიშვილი; სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: პ. კუბლაშვილის, ჩ. თათაქიშვილის, კ. ანჯაფარიძისა და ა. მინაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილისაქართველოს კანონის პროექტი: "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (¹07-3/461; 13.06.2011) (პირველი მოსმენა)
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი პავლე კუბლაშვილი
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი (¹1/138; 09.06.2011) "სახელმწიფო ქონებისშესახებ”საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (¹07-2/328; 10.06.2011) (პირველი მოსმენა)
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ ჭელიძე
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი (1/128; 08.06.2011) "საქრთველოს ზოგიერთსაკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე” (¹07-2/325; 08.06.2011) (პირველი მოსმენა)
მომხსენებელი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი:
I. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა პ. კუბლაშვილმა პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების: პ. კუბლაშვილის, ჩ. თათაქიშვილის, ა. მინაშვილისდა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე” მან ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომელიც ეხება შეკრებებისა და მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, მათი ორგანიზატორების და პასუხისმგებელი პირების უფლება-მოვალეობებათა მარეგულირებელ ნორმებს, ადმინისტრაციული ორგანოების ვალდებულებებს, რაც უკავშირდება შეკრებებისა და მანიფესტაციების გამართვისას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით კანონპროექტით განიმარტება შეზღუდვის თანაბარზომიერების პრინციპი, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს ერთმევათ უფლება იყვნენ შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზატორები. ადმინისტრაციული ორგანო, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც იმართება მანიფესტაცია, უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა შეკრების შენობიდან დაშორებით გამართვასთან დაკავშირებით არა უმეტეს 20 მეტრისა. ასევე აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის შემდეგ შენობებში და მათი შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლო, საერთო სასამართლოები, პროკურატურის, პოლიციის, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები და სამართალდამცავი ორგანოები, რკინიგზის სადგურები, აეროპორტები, პორტები, ასევე აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სამხედრო ნაწილებში და ობიექტებში მათი შესასვლელებიდან 100 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე. აზრი გამოთქვეს: ვ. ბალავაძემ, ო. ხინიკაძემ; კენჭისყრის შედეგად გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)
II მოისმინეს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ ჭელიძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლოინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” წარმოდგენილი ცვლილებებით, აღნიშნა მან საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიას ენიჭება სახელმწიფო ქონების შემძენის სტატუსი. ასევე არის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას თანხის გადახდის ვადებთან დაკავშირებული ცვლილება, კერძოდ, აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გადახდის ხარვეზის არსებობის შემთხვევაში მყიდველს უწესდება დამატებით 10 დღიანი ვადა, საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდისათვის. ასევე ვაქცევთ ერთიან რეჟიმში კონკურენტული შერჩევით პირდაპირ მიყიდვის პროცედურებს, კერძოდ ეს ეხება საბანკო გარანტიების წარმოდგენას ანუ პირდაპირი მიყიდვის და კონკურენტული შერჩევით პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმებამდე კომპანია ან პირი ვალდებული იქნება საინვესტიციო ვალდებულების 10% შემოიტანოს გარანტიის სახით, მოგახსენებთ, რომ დღევანდელ რედაქციაში, გარანტიის წარმოდგენა ხდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში, რაც ჩვენი აზრით მნიშვნელოვანია შეიცვალოს. Aასევე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ვისაც ჰყავს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ამ ორგანოს თანხმობით, ხოლო ვისაც არ ჰყავს კონტროლის განმახორციელებელი ორგანო საქართველოს მთავრობის თანხმობით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, ვადით ან უვადოთ, სასყიდლად ან უსასყიდლოდ გადაეცემათ სახელმწიფო ქონება, არა მარტო მოძრავი, არამედ უძრავი ქონებაც. ასევე წარმოდგენილი ცვლილებით, ხდება მმართველი პირისათვის სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების კაპიტალში სახელმწიფო ქონების, მათ შორის წილების და აქციების, ასევე ფულადი შენატანების შეტანის უფლებამოსილების მინიჭება. პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციებსა და წილებთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. სსიპ 2009 წლის 3 ნოემბრამდე თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფოს მიერ მათთვის გადაცემულ მოძრავ ნივთებზე (არ ვრცელდება იარაღსა და მუსიკალურ საკრავებზე) მოიპოვებენ საკუთრების უფლებას, თუ მონათხოვრეები ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში წერილობით არ განაცხადებენ უარს საკუთრების უფლების მიღებაზე. სსიპ-ისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებების საფუძველზე გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება ჩაითვალოს "სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ფორმით გადაცემულად. აზრი გამოთქვეს: ლ. მინდელმა; კენჭისყრის შედეგად გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)
III მოისმინეს: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლოინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "საქრთველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე” მისი ინფორმაციით აღნიშნული კანონპროექტის მომზადება გნაპირობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის მმართველობის სფეროს ცვლილებამ და აგრეთვე არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის საკითხების ახლებურად რეგულირების აუცილებლობამ. კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა.
კენჭისყრის შედეგად გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდენილი კანონპროექტების პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანა. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)
სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა
სხდომის თავმჯდომარე ვ. ბალავაძე
სხდომის მდივანი ბ. ქველაძე |






