ოქმი #92

რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის 

                                                                                                                                        ოქმი #92                                         

                                                                                                                                                                    8 ივნისი 2011 . 16 00 საათი               

                                                                                                                                                         კომიტეტის სათათბირო ოთახი (¹438)

  

სხდომის თავმჯდომარე:                      ვახტანგ ბალავაძე

                                                   (კომიტეტის თავმჯდომარე)

                           

სხდომას ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), დ. ბეჟუაშვილი, ჯ. მაღლაკელიძე, რ. ფიფია,  ი. შერვაშიძე, ლ. მინდელი, ა. თავდგირიძე

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), კ. კოპალიანი, ბ. ხურციძე, გ. ჭელიძე, გ. ტალახაძე, გ. ენუქიძე, ზ. გულიკაშვილი;

მოწვეული სტუმრები:

ანზორ ბოლქვაძე – საქართველოს პარლამენტის  თავმჯდომარის მოადგილე

თეიმურაზ წურწუმია – საქართველოს პარლამენტის წევრი

მამუკა ვაწაძე – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე

 

აპარატის თანამშრომლები:

აპარატის უფროსი ვლადიმერ ჯიშიაშვილი, რ. ხიზანიშვილი, ნ. ჭელიძე, რ. გელანტია, ნ. ქავთარაძე ს. ბეჟანიძე, ბ. ქველაძე, ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული სპეციალისტი ს. სვანიშვილი;

სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი:

1.საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი"სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე  (¹07-3/451;, 05.06.2011) (პირველი მოსმენა).

 

მომხსენებელისაქართველოს პარლამენტის წევრი თეიმურაზ წურწუმია

 

2. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის ¹1154 განკარგულება "ერთი მხრივ თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს შორის და მეორე მხრივ,თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებსაქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 დეკემბრის ¹1608  განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”.

 

მომხსენებელისაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ ბოლქვაძე

 

3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები (1/127;03.06. 2011) "ელექტოენერგეტიკისა და ბუნებრივიგაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, ,ელექროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონშიცვლილებებისა და დამატეების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” და "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონშიდამატების შეტანის თაობაზე” (¹07-2/324; 03.06.2011) (პირველი მოსმენა)

 

მომხსენებელირეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მამუკა ვაწაძე

 

დღის წესრიგთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს დღის წესრიგი.

 

I. მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრმა თეიმურაზ წურწუმიამ პირველი მოსმენით წარმოადგინა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე წარმოდგენილი ცვლილებით განმარტა მომხსენებელმა საქართველოში არსებულ ტერიტორიებს, სადაც სამორინეს მოწყობა გათავისუფლებულია "სალიცენზიო და სანებართვო  მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებლისაგან, ემატება ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ანაკლიაში და სოფელ განმუხურში 80 ნომრიანი ახალაშენებული სასტუმროს ტერიტორიები.

კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს კომიტეტის წევრების მიერ  შენიშვნები არ გამოთქმულა.

კენჭისყრის შედეგად გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.

  (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)

 

II მოისმინეს:

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ ბოლქვაძემ წარმოადგინა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის ¹1154 განკარგულება "ერთი მხრივ თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს შორის და მეორე მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 დეკემბრის ¹1608  განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” და აღნიშნა, რომ მითითებული განკარგულების გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შესაბამისი გადაწყვეტილებები (თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 8 სექტემბრის ¹92 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის ¹57 და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის ¹90 განკარგულებები).

      თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 26 აპრილის ¹347 წერილით წარმოდგენილი იქნა თვითმმართველი ქალაქის ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2011 წლის 5 აპრილის ¹64. 2011 წლის 14 აპრილის ¹24 და 2011 წლის 12 აპრილის ¹30 განკარგულებები, რომელთა თანახმად გაიზარდა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში შესატანი ტერიტორიების ფართობები და საერთო ჯამში საქართველოს მთავრობის ¹1608 განკარგულებით გათვალისწინებული 2215.14 ჰექტრის ნაცვლად მთლიანობაში შეადგინა 3948.36 ჰექტარი.

შედეგად, ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოექცევა:

ქ. ბათუმის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის ჩრდილოეთ მხარეს, დასახლებული პუნქტი - დაბა ჩაქვსა და ქ. ბათუმს შორის არსებული ტერიტორია, ფართობით სულ 831.76 ჰა;

) ქ. ბათუმის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში, დასახლებული პუნქტი - ქვედა სამებასა და ქ.. ბათუმს შორის არსებული ტერიტორია, ფართობით სულ 2.38 ჰა;

ქ. ბათუმის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში, დასახლებული პუნქტები - ურეხს, მნათობს და ფერიას შორის არსებული ტერიტორია,  ასევე ინჯალოს, თოდოგაურის, შავლიძეების და მახვილაურის მეურნეობის  ნაწილი ტერიტორიები, მდინარე მეჯინისწყლი სამხრეთით დაბა ხელვაჩაურის ტერიტორია, საიდანაც ადმინისტრაციული საზღვარი მიემართება მახოს ხიდამდე და მდ. ჭოროხის მარჯვენა სანაპიროს ჩაყოლებით უერთდება თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვარს, რომლის შედეგად თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ხდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სამრეწველო ზონა, ფართობით სულ 1 658.07 ჰა;

ქ. ბათუმის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის სამხრეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპირო ზოლი და დასახლებული პუნქტები - ახალსოფელს, გონიოსა და კვარიათს შორის არსებული ტერიტორია,ფართობით სულ 1456,15 ჰა.

 

აზრი გამოთქვესბალავაძემკვერნაძემ

 

კენჭისყრის შედეგად გადაწყვიტეს: (ერთხმად)

  კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი მთავრობის 2011 წლის 24 მაისის ¹1154 განკარგულების  პლენარულსხდომაზე განსახილველად გატანას.

  (დადგენილების პროექტი ოქმს თან ერთვის)

 

III მოისმინეს:

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მამუკა ვაწაძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლოინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები "ელექტოენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებებისშეტანის შესახებ”, ,ელექროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონშიცვლილების შეტანის შესახებ” და "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” მისი განმარტებით, კანონპროექტის მიღება განპირობებულია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, წყალმომარაგების საწარმოების საქმიანობაზე დაწესდეს ეფექტური კონტროლი მათი ლიცენზირებისა და სალიცენზიო პირობების შესრულების მუდმივი შესწავლის გზით. ასევე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიისათვის თავისუფლად რეგულირების საფასურის თავისუფლად დადგენის საშუალების მინიჭება და წყლის ბოლოს კომისიის განკარგულებაში დარჩენილი თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვა, ქსელურ ინფრასტრუქტურაზე თავისუფალი წვდომის უფლებისა და გაწეულ მომსახურებაზე შესაბამისი საფასუროის მიღების საკანონმდებლო აქტით გარანტირება.

წარმოდგენილი ცვლილებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიას ენიჭება წყალმომარაგების სექტორში წყალმომარაგების ლიცენზიის გაცემის, სალიცენზიო პირობების განსაზღვრის, ლიცენზიების პირობების კონტროლის და სათანადო ადმინისტრირების უფლებამოსილება; უზრუნველყოს ქსელურ ინფრასრტუქტურაზე თავისუფალი წვდომის და გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების გარანტირებული მიღება.

            ხოლო "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილები უქმდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისადმი დადგენილი ვალდებულება, 2011 წლის 12 ივლისამდე გამოეცა ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

რაც შეეხება "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლს ემატება 87-ე პუნქტი, რომლის თანახმადაც წყალმომარაგების (სასმელი წყლის მოწოდების ან/და წყალარინების) სექტორში საქმიანობისათვის საჭირო იქნება წყალმომარაგების ლიცენზიის მიღება. 

 

კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს კომიტეტის წევრების მიერ  შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

კენჭისყრის შედეგად გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდენილი კანონპროექტების პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანა.

  (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)

 

  

    სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა

     

    

          სხდომის თავმჯდომარე                   ბალავაძე

      

            

           სხდომის მდივანი                         ქველაძე