ოქმი #91

რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის

                                                                                                                                          ოქმი #91                                         

                                                                                                                                                            1 ივნისი 2011 . 13 00 საათი               

                                                                                                                                                       კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹438

  

სხდომის თავმჯდომარე:                         ვახტანგ ბალავაძე

                                                       (კომიტეტის თავმჯდომარე)                        

 

სხდომას ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), დ. ბეჟუაშვილი, გ. ჭელიძე, გ. ტალახაძე, ჯ. მაღლაკელიძე, რ. ფიფია,  გ. ენუქიძე, ი. შერვაშიძე

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), კ. კოპალიანი, ა. თავდგირიძე, ბ. ხურციძე,  ლ. მინდელი, ზ. გულიკაშვილი;

 

მოწვეული სრუმრები:

მიხეილ ცქიტიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი

რუსუდან კემულარია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

 

აპარატის თანამშრომლები:

აპარატის უფროსი ვლადიმერ ჯიშიაშვილი, რ. ხიზანიშვილი, ნ. ჭელიძე, თ. კალანდარიშვილი, რ. გელანტია, ნ. ქავთარაძე ს. ბეჟანიძე, ბ. ქველაძე, ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული სპეციალისტი ს. სვანიშვილი;

სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი:

1.საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს დედაქალაქის– თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (¹07-3/440, 13.05.2011) (III მოსმენა).

 

 მომხსენებელისაქართველოს პარლამენტის წევრი ვახტანგ ბალავაძე

 

2.საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება (¹1/124; .27.05.2011): "საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხოხე;ლშეკრულება (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა _ პროექტი – 1)” (¹07-1/285, 27.05.2011)

 

მომხსენებელისაქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარია

3. საქართველოს პარლამენტის წევრების ალავიძისა და ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტები: «სათამაშობიზნესის მოსაკრებლის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების  შეტანის თაობაზე»; «მოსაკრებლის სისტემის საფუძვლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე»; «ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»; «ლატარიებისაზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობებისმოწყობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»; «სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანისთაობაზე»; «საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ»; «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანისთაობაზე».

(I მოსმენა)

 

მომხსენებელისაქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ ცქიტიშვილი

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

 

I. მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ მესამე მოსმენით წარმოადგინა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.

კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის დროს კომიტეტის წევრების მიერ  რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა.

კენჭისყრის შედეგად გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანას.

  (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)

 

II მოისმინეს:

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ რუსუდან კემულარიამ წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება (¹1/124; .27.05.2011): "საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხე;ლშეკრულება (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების და აღნიშნა, რომ სასესხო ხელშეკრულება დათარიღებულია 2011 წლის 10 მაისით საქართველოს ("მსესხებელი”) და აზიის განვითარების ბანკს (..ADB”) შორის. საინვესტიციო პროგრამის მიზანია პროექტების დაფინანსება, რომელიც მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

ა) წყალმომარაგების ნაგებობების, წყლის გამწმენდი ნაგებობების და წყლის მიწოდების სისტემების მშენებლობას ქალაქებში: ანაკლია მარნეული მესტია და ზუგდიდი და ჭშშ-ის სისტემის გაუმჯობესებისთვის საჭირო მანქანების და აღჭურვილობის შესყიდვას.

ინსტიტუციური განვითარება

ბ)     UჭშჩG-თვის მართვის კონტრაქტორის მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

   )  MA-ის MEPNღ-ის MღDI_ის და GNEჭშღჩ-ის შესაძლებლობების განვითარება;

პროექტის განხორციელების ხელშეწყობა

a)       UჭშჩG-ს მხარდაჭერა დეტალური ინჟინერიის, მშენებლობის ზედამხედველობის, შესყიდვების, უსაფრთხოების ზომების შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, საინვესტიციო პროგრამის შემდგომი პროექტების და საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლი ტრეინინგების პროგრამების მომზადება ჯანდაცვი, სანიტარიისა და ჰიგიენის, ასევე წყლის რესურსების დაცვის საკითხებზე. პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღია 2016 წლის 31 მარტი.

 

კენჭისყრის შედეგად გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი შეთანხმების რატიფიცირებას.

 (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)

 

III მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრმა მიხეილ ცქიტიშვილმა პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრის  ანდრო ალავიძის  და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტები: «სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»; «მოსაკრებლის სისტემის საფუძვლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»; «ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»; «ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»; «სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»; «საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ»; «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე».

       მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, განმარტა მომხსენებელმა  სათამაშო ბიზნესის მოსარებელი, რომელიც გადაიხდევინება სათამაშო აპარატებზე, ადგილობრივი მოსაკრებელთა რიცხვს მიეკუთვნება. შესაბამისად, მოსაკრებლის განაკვეთები დიფერენცირებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიული ერთეულების მიხედვით და მისი შემოღება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების უფლებამოსილებაა, რაც შეუძლებელს ხდის ამ მეტად სპეციფიური სფეროს ერთგვაროვან რეგულირებას. თუმცა ბიუჯეტში ამ სახის მოსაკრებლის გადახდის შედეგად აკუმულირებული თანხების სოლიდურობა, ასევე სათამაშო ბიზნესის სფეროს საგადასახადო რეგულირების ერთიანი სისტემის არსებობის აუცილებლობა განაპირობებს აღნიშნული მოსაკრებლის აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების მიერ დადგენის საჭიროებას.

      სათამაშო აპარატების მოწყობის სფეროში გატარდება ერთიანი პოლიტიკა, რაც ხელს შეუწყობს ბიუჯეტის შემოსულობების ზრდას და იმავდროულად მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზეც არ იქონიებს გავლენას, რადგან იგი შეეხება ბიზნეს სექტორის შედარებით ვიწრო სეგმენტს.

"სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, საქართველოს  მთავრობა ამ მუხლის კანონით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით დაადგენს სათამაშო ბიზნესის (რომელიც გადაიხდევინება სათამაშო აპარატებზე) მოსაკრებლის წლიური განაკვეთს.

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, რომელიც გადაიხდევინება სათამაშო აპარატებზე დაწესდება კანონით, ხოლო ტერიტორიული ერთეულების მიხედვით კანონით განსაზღვრული განაკვეთის ფარგლებში დიფერენცირებულ მოსაკრებლის კონკრეტულ წლიურ ოდენობას დაადგენს საქართველოს მთავრობა.

სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა გაიცემა 5 წლის ვადით. თუ სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირი მოსაკრებელს იხდის ყოველწლიურად იგი ვალდებულია დროულად გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდება 10 000 ლარის ოდენობით. სათამაშო აპარატის სალონის მოწყობის ნებართვებს, რომლის მოქმედების ვადა იწურება 2012 წლის 1 იანვრამდე ნებართვის მფლობელთა განცხადების საფუძველზე ვადა გაუგრძელდებათ 2012 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2012 წლის 1 იანვრიდან ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ ნებართვებს იურიდიული ძალა აღარ ექნებათ.

სათამაშო აპარატების სალონის ნებართვის მფლობელების  საშემოსავლო ან მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში არ ჩაითვლება ამ პირის  ერთობლივ შემოსავალში, ანუ გათავისუფლდება დაბგვრისაგან.

აღნიშნული ცვლილება სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელებზე კანონის ამოქმედებამდე არ გავრცელდება.

ხოლო თუ დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის მიერ  სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადა იქნა დარღვევული გამოიწვევს არა დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას, როგორც ეს სხვა შემთხვევებშია გათვალისწინებული, არამედ ნებართვის გამცემის  მიერ ნებართვის გაუქმებას.

აზრი გამოთქვეს:  გ. ტალახაძემ

კენჭისყრის შედეგად გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდენილი კანონპროექტების პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანა.

  (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)

 

  

    სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა

     

     

          სხდომის თავმჯდომარე                   ბალავაძე

      

            

           სხდომის მდივანი                         ქველაძე

 
modules