| ოქმი #90 |
|
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის სხდომის ოქმი #90
27 მაისი 2011 წ. 14 00 საათიი კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹438
სხდომის თავმჯდომარე: ვახტანგ ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ლ. მინდელი, დ. ბეჟუაშვილი, გ. ჭელიძე, გ. ტალახაძე, ჯ. მაღლაკელიძე, რ. ფიფია, ზ. გულიკაშვილი; გ. ენუქიძე;
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: კ. კოპალიანი, ა. თავდგირიძე, ი. შერვაშიძე, ბ. ხურციძე,
მოწვეული სრუმრები: რუსუდან კემულარია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
აპარატის თანამშრომლები: აპარატის უფროსი ვლადიმერ ჯიშიაშვილი, რ. ხიზანიშვილი, ნ. ქავთარაძე, თ. კალანდარიშვილი, რ. გელანტია, ს. ბეჟანიძე, ბ. ქველაძე, ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული სპეციალისტი ს. სვანიშვილი; სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი: 1.საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს დედაქალაქის– თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (¹07-3/440, 13.05.2011) (II მოსმენა). მომხსენებელი: ვახტანგ ბალავაძე (საქართველოს პარლამენტის წევრი)
2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება (¹1/117; 20..05.2011): საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისბანკს შორის 2010 წლის 18 თებერვლის სასესხო ხე;ლშეკრულების (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი) ¹1 ცვლილების ხელშეკრულება” (¹07-1/284 20.05.2011). მომხსენებელი: რუსუდან კემულარია (საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე) კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი
I. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ მეორე მოსმენით წარმოადგინა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, განმარტა ვ. ბალავაძემ, ქ. თბილისის მთავრობა უფლებამოსილია დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის განხორციელების მიზნით, კონკურსის წესით შეარჩიოს ოპერატორი ან განახორციელოს აღნიშნული მომსახურეობა ქ. თბილისის მთავრობის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით. კანონპროექტის მუხლობრივი განხილვის დროს კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანა. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
III მოისმინეს: ფინანსთა მინისტრის მოადგილემ რუსუდან კემულარიამ წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება (¹1/117;.05.2011):საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2010 წლის 18 თებერვლის სასესხო ხე;ლშეკრულების (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი) ¹1ცვლილების ხელშეკრულება” (¹07-1/284 20.05.2011). მან აღნიშნა რომ წარმოდგენილი ცვლილება (..ხელშეკრულება”) დათარიღებულია 2011 წლის 10 მაისით–ფორმდება საქართველოს (მსესხებელი”) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (..EBღD”). როგორც საერთაშორისო ორგანიზაციას შორის. ვინაიდან: a) ბანკი დაარსებულია რათა უზრუნველყოს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კონკრეტული პროექტების დაფინანსება ღია ბაზარზე ორიენტირებულ ეკონომიკაზე გადასვლის ხელშესაწყობად და კერძო და სამეწარმეო ინიციატივების დასახმარებლად რომლებიც მრავალპარტიული დემოკრატიის პლურალიზმისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს იყენებენ. b) 2010 წლის 18 თებერვალს მსესხებელმა EBღD-თან გააფორმა სასესხო ხელშეკრულება (თავდაპირველი სასესხო ხელშეკრულება), რომელშიც ცვლილება შედიოდა პერიოდულად რის საფუძველზეც EBღD დათანხმდა გამოუყოს მსესხებელს სესხი, რომლის ოდენობა არ აღემატება 3, 000 000 ევროს თავდაპირველი სასესხო ხელშეკრულების პირობებითა და ვადებით. g) მსესხებელი და EBღD გამოხატავენ სურვილს შევიდეს თავდაპირველ სასესხო ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილება, რითაც აისახება სესხის ბოლო გადახდის თარიღი. კერძოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებელი გადაიხდის სესხის თანხას 24 თანაბარი (ან შეძლებისდაგვარად თანაბარი) ნახევარწლიური გადახდებით ყოველი წლის 15 მარტს და 15 სექტემბერს და სესხის პირველი გადახდის თარიღი იქნება 2014 წლის 15 მარტი.
გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი შეთანხმების რატიფიცირებას. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა
სხდომის თავმჯდომარე ვ. ბალავაძე
სხდომის მდივანი ბ. ქველაძე |






