|
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის სხდომის
ოქმი #89
19 მაისი 2011 წ.
16 00 საათიი
კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹438
სხდომის თავმჯდომარე: ვახტანგ ბალავაძე
(კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ
კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ლ. მინდელი, დ. ბეჟუაშვილი, ი. შერვაშიძე, გ. ჭელიძე, ჯ. მაღლაკელიძე, გ. ენუქიძე;
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ
კომიტეტის წევრები: ა. თავდგირიძე, ბ. ხურციძე, კ. კოპალიანი, რ. ფიფია, ზ. გულიკაშვილი, გ. ტალახაძე;
აპარატის თანამშრომლები:
აპარატის უფროსი ვლადიმერ ჯიშიაშვილი, ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი, ნ. ქავთარაძე, თ. კალანდარიშვილი, რ. გელანტია, ს. ბეჟანიძე, ბ. ქველაძე, ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული სპეციალისტი ს. სვანიშვილი;
სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი:
1.საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოსადმინისრტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლლებების შეტანის შესახებ” (¹07-3/439, 13.05.2011) (I მოსმენა)
მომხსენებელი: ვახტანგ ბალავაძე
(საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე)
2.საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს დედაქალაქის– თბილისის შესახებ” საქაღველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (¹07-3/440, 13.05.2011) (I მოსმენა)
მომხსენებელი: ვახტანგ ბალავაძე
(საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე)
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
I მოისმინეს:
საქართველოს პარლამენტის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს ადმინისრტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” კანონპროექტის თანახმად აღნიშნა მან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება 1462მუხლი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ქ. თბილისის ტერიტორიაზე დასუფთავების წესების დარღვევისათვის, სამართალდამრღვევი პირისათვის (ფიზიკური ან იურიდიული პირები) ჯარიმის ოდენობა, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში კი საურავის დაკისრების წესი და ოდენობა.
წარმოდგენილი ცვლილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი) იძენს უფლებას, სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე შეუფარდოს ჯარიმა, რითაც ეფექტური გახდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ფაქტობრივი განხილვა, ვინაიდან სამართალდამრღვევს ადგილზევე დაეკისრება ადმინისტრაციული სახდელი (გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს).
ასევე ცვლილებით განისაზღვრება, ადმინისრტაციული სამართალდარღვევისთვის შეფარდებული სახდელის (ჯარიმის) გასაჩივრებისას, საჩივრის გამხილველი და გადაწყვეტილების მიმღები ორგანო (ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური).
აზრი გამოთქვეს: ე. კვერნაძემ, ლ. მინდელმა
გადაწყვიტეს: (ერთხმად)
კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანა.
(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
II. მოისმინეს:
საქართველოს პარლამენტის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” მან განმარტა, რომ კანონპროექტის თანახმად, ქ. თბილისის მთავრობა უფლებამოსილია დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის განხორციელების მიზნით, კონკურსის წესით შეარჩიოს ოპერატორი ან განახორციელოს აღნიშნული მომსახურეობა ქ. თბილისის მთავრობის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით.
კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს: (ერთხმად)
კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანა.
(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა
სხდომის თავმჯდომარე ვ. ბალავაძე
სხდომის მდივანი ბ. ქველაძე
|