| ოქმი #88 |
|
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის 13 მაისი 2011 წ. 130 00 საათიი კომიტეტის სათათბირო ოთახი #438
სხდომის თავმჯდომარე: ვახტანგ ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), რ. ფიფია, ლ. მინდელი, ზ. გულიკაშვილი, დ. ბეჟუაშვილი, ი. შერვაშიძე, გ. ჭელიძე, გ. ტალახაძე;
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ა. თავდგირიძე, ბ. ხურციძე, კ. კოპალიანი, ჯ. მაღლაკელიძე, გ. ენუქიძე;
მოწვეული სტუმრები: გურანდა ჯაბუა – საქართველოს პარლამენტის წევრი
აპარატის თანამშრომლები: აპარატის უფროსი ვლადიმერ ჯიშიაშვილი, ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი, ნ. ჭელიძე, ნ. ქავთარაძე, თ. კალანდარიშვილი, რ. გელანტია, ს. ბეჟანიძე, ბ. ქველაძე, ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული სპეციალისტი ს. სვანიშვილი; სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოსკანონის პროექტი: (¹3143,04.05.11) "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (I მოსმენა) (¹07-3/438, 04.05.2011)
მომხსენებელი: გურანდა ჯაბუა (საქართველოს პარლამენტის წევრი)
2. საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საავტომობილოტრანსპორტის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» (¹07-3/411; 09.03.11) (III მოსმენა)
მომხსენებელი: ვახტანგ ბალავაძე (საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე)
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
I მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა გურანდა გაბუნიამ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილებით საქართველოში არსებულ ტერიტორიებს, სადაც სამორინეს (კაზინოს) მოწყობა გათავისუფლებულია "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებლისგან, ემატება გუდაურის სარეკრეციო ტერიტორია. აზრი გამოთქვეს: ო. ხინიკაძემ, გ. ტალახაძემ.
გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანა. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
II. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ მესამე მოსმენით წარმოადგინა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის დროს კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანას. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა
სხდომის თავმჯდომარე ვ. ბალავაძე
სხდომის მდივანი ბ. ქველაძე |






