| ოქმი #87 |
|
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის ოქმი #87 3 მაისი 2011 წ. 11 30 საათიი კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹438
სხდომის თავმჯდომარე: ელდარ კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე)
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ჯ. მაღლაკელიძე, რ. ფიფია, ლ. მინდელი, კ კოპალიანი; ზ. გულიკაშვილი, დ. ბეჟუაშვილი, ი. შერვაშიძე, გ. ჭელიძე; სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ა. თავდგირიძე, გ. ენუქიძე, ბ. ხურციძე, გ. ტალახაძე; მოწვეული სტუმრები: ნინო ენუქიქიძე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ზვიად კუკავა – საქართველოს პარლამენტის წევრი აპარატის თანამშრომლები: აპარატის უფროსი ვლადიმერ ჯიშიაშვილი, ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი, ნ. ჭელიძე, ნ. ქავთარაძე, თ. კალანდარიშვილი, რ. გელანტია, ს. ბეჟანიძე, ბ. ქველაძე, ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული სპეციალისტი ს. სვანიშვილი; სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ელდარ კვერნაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: (¹1/100; 28.24.2011)"საქართველოს ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, "სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანისთაობაზე”, "გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, "გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე’’საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ’’, "საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, "საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანისთაობაზე’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ’’, "სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ’’, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, "ქალაქთბილისის საზღვრებში და მიმდინარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე’’, "გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (I მოსმენა) (¹07-2/306; 28.04.2011) მომხსენებელი: ნინო ენუქიძე (საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე)
2. საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის კახაბერ ანჯაფარიძის და ზვიად კუკავას საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონისპროექტი "ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” (I. მოსმენა) (¹07-3/435; 29.04.2011) მომხსენებელი: ზვიად კუკავა (საქართველოს პარლამენტის წევრი) 3. საქართველოს პარლამენტის წევრების: კახაბერ ანჯაფარიძის და ზვიად კუკავას საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” (I მოსმენა) (¹07-3/436; 29.04.2011). მომხსენებელი: ზვიად კუკავა (საქართველოს პარლამენტის წევრი) კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
I მოისმინეს: საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლოინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანისშესახებ”, "სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, "გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე’’, "გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ’’, "საქართველოს ტყისკოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, "საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ’’, "სამეწარმეოსაქმიანობის კონტროლის შესახებ’’, საქარტველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, "ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდინარე ტერიტორიაზე არსებული მწვანენარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, "გარემოზე ზემოქმედების ნებართვისშესახებ’’საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. მისი ინფორმაციით, "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” კანონპროექტში ასახული იქნება ის ცვლილებები, რომელიც გათვალისწინებულია "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით და შესაბამისად მოხდება საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაცია. რაც შეეხება "სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” კანონპროექტს, იგი ითვალისწინებს კანონიდან პირველი მუხლის მე-2 პუნქტის «ზ» ქვეპუნქტისა და 52 მუხლის ამოღებას. კერძოდ დღეს არსებული რედაქციით პირველი მუხლის მე-2 პუნქტის «ზ» ქვეპუნქტი განსაზღვრავდა, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებების არსებობას, ხოლო 52 მუხლი ითვალისწინებდა, სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებების ჩამონათვალს. შესაბამისად ვინაიდან ხორციელდება საგამოძიებო დეპარტამენტისა და გარემოს დაცვის ინსპექციის ლიკვიდაცია, მიზანშეწონილია კანონიდანაც იქნეს ამოღებული ეს ჩანაწერი. «გარემოს დაცვის შესახებ»საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი ითვალისწინებს XVI თავში ცვლილებას, კერძოდ XVI თავი განსაზღვრავდა, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო დეპარტამენტის კომპეტენციას გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლის პროცესში, შესაბამისად ვინაიდან ხორციელდება მისი ლიკვიდაცია აღნიშნული უწყება მიზანშეწონილია კანონიდანაც იქნეს ამოღებული და მის ნაცვლად კეთდება მითითება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებლ ორგანოებზე. «გარემოს დაცვის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი ითვალისწინებს კანონიდან მე-2 მუხლის ამოღებას, კერძოდ მე-2 მუხლი განსაზღვრავდა, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო დეპარტამენტის ფუნქციონირებისათვის საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემის ვალდებულებას, შესაბამისად ვინაიდან აღარ იარსებებს აღნიშნული უწყება მიზანშეწონილია კანონიდანაც იქნეს ამოღებული ეს ჩანაწერი. «საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე» კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის 108-ე მუხლში ცვლილების შეტანას, კერძოდ 108-ე მუხლში საქართველოს ენრეგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციაზე მითითების ამოღება. «საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებებისშეტანის თაობაზე კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ამოღებას, კერძოდ აღნიშნული ნაწილი ითვალისწინებდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ვალდებულებას გამოეცა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც დაარეგულირებდა სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის პროცედურებს, თუმცა საქართველოს ტყის კოდექსის 33-ე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს, რომ აღნიშნული საკითხები უნდა დარეგულირდეს «ტყითსარგებლობის წესის შესახებ» საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს ¹ 242 დადგენილებით, შესაბამისად საჭირო გახდა მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის კანონიდან ამოღება. «სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ» კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის მე-5 მუხლის «ე1» ქვეპუნქტში ცვლილების შეტანას, კერძოდ მე-5 მუხლის «ე1» ქვეპუნქტში ნაცვლად საქართველოს ენრეგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციისა მითითება კეთდება მის უფლებამონაცვლე უწყებაზე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდუილ პირზე – ბუნებრივი რესურსების სააგენტოზე. «ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდისგანსაკუთრებული დაცვის შესახებ» კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტიდან საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესელებაზე – გარემოს დაცვის ისნპექციაზე არსებული ჩანაწერის ამოღებას, კერძოდ დღეს არსებული რედაქციით კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი განსაზღვრავდა, რომ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექცია ახორციელებდა სხვადასხვა ხეთა ჯგუფებისათვის სხვადასხვა ხე-მცენარეების მიკუთვნებას, შესაბამისად ვინაიდან აღარ იარსებებს გარემოს დაცვის ინსპექცია მიზანშეწონილია კანონიდანაც იქნეს ამოღებული ეს ჩანაწერი. «გარემოზე ზემოქმედებისნებართვის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის მე-19 მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნტებში ცვლილების შეტანას, კერძოდ მე-19 მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნტებში ნაცვლად საქართველოს ენრეგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციისა მითითება კეთდება მის უფლებამონაცვლე ორგანოებზე საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროზე და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ბუნებრივი რესურსების სააგენტოზე.
კანონპროექტების პირველი მოსმენით განხილვის დროს კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს პირველი მოსმენით კანონპროექტების განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
II. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა ზვიად კუკავამ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართვველოს პარლამენტიის წევრების პავლე კუბლაშვილის, კახაბერ ანჯაფარიძის და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, კანონს ეცვლება სახელწოდება, რომელიც ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: "თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ” მომხსენებლის განმარტებით, საქართველოში ტურიზმისა და მეწარმეობის განვითარების მიზნით თავისუფალი ტურისტული ზონების შექმნა, ქობულეთისა და ანაკლიის გარდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც იგეგმება, რომელთა დაკონკრეტებაც მოხდება მთავრობის დადგენილებით.
აზრი გამოთქვს: ე. კვერნაძემ, ლ. მინდელმა.
გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანა. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
III. მოისმინეს: საქართველოს პალამენტის წევრმა ზვიად კუკავამ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების: კახაბერ ანჯაფარიძის მის მიერსაკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა დადამატებების შეტანის შესახებ” წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედ ნორმატიულ აქტებთანშესაბამისობაში მოყვანა და სრულყოფა. კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს პირველი მოსმენით კანონპროექტის განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა
სხდომის თავმჯდომარე ე. კვერნაძე
სხდომის მდივანი ბ. ქველაძე |






