ოქმი #86

რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის

                           

                                                                                                        ოქმი #86

                                                                                                                                                                        14 აპრილი 2011 .

                                                                                                                                                                    15 00 საათი              

                                                                                                                                                             კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹438

  

სხდომის თავმჯდომარე:              ვახტანგ ბალავაძე

                                             (კომიტეტის თავმჯდომარე)

                           

სხდომას ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), რ. ფიფია, ლ. მინდელი, კ. კოპალიანი; ა. თავდგირიძე, ი. შერვაშიძე, გ. ენუქიძე, ზ. გულიკაშვილი; ბ. ხურციძე;

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), გ. ჭელიძე, გ. ტალახაძე; დ. ბეჟუაშვილი. ჯ. მაღლაკელიძე;

 

მოწვეული სტუმრები:

რუსუდან კერვალიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი;

ნიკოლოზ ძიმცეიშვილი _ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;

გიორგი ხუროშვილი _საქართველოს მთავრობის საპარლამენტო სამსახურის უფროსი;

ხათუნა კაპანაძე _ საქართველოს მთავრობის საპარლამენტო სამსახურის უფროსის მოადგილე;

აპარატის თანამშრომლები:

აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი, ნ. ჭელიძე, რ. გელანტია, ს. ბეჟანიძე, ბ. ქველაძე, ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული სპეციალისტი ს. სვანიშვილი;

სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი:

 

1. საქართველოს პარლამენტის წევრის კერვალიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი: "გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი 2011-2013 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ” (¹07-3/424; 07.04.2011) (I მოსმენა)

მომხსენებელირუსუდან კერვალიშვილი (საქართველოს პარლამენტის წევრი)

 

2. საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: "ადგილობრივითვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (III მოსმენა)

მომხსენებელივახტანგ ბალავაძე  (საქართველოს პარლამენტის წევრი)

 

3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი (¹1/82; 01.04.2011): ,სამხედრო სარეზერვო სამსახურისშესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” (¹07-2/298; 01.04.2011)

(I მოსმენა)

მომხსენებელინიკოლოზ ძიმცეიშვილი

(საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე)

4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები (¹1/81; 01.04..2011): საქართველოს მთავრობისსტრუქტურისუფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში  ცვლილების შეტანის შესახებ” და"საქართველოს ზღვისწყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანისთაობაზე” (¹07-2/299; 01.04.2011) (I მოსმენა)

მომხსენებელიგიორგი ხუროშვილი

(საქართველოს მთავრობის საპარლამენტო სამსახურის უფროსი)

 

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

 

მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრმა რუსუდან კერვალიშვილმა პირველი მოსმენით წარმოადგინა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოსპარლამენტის დადგენილების პროექტი: "გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი 2011-2013 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ” (¹07-3/424; 07.04.2011) მან აღნიშნა, რომ დადგენილების პროექტის მომზადება განპირობებულია "გენდერული თანასწორობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე. აღნიშნული კანონის მიხედვით საქართველოს პარლამენტი გენდერული საკითხებზე სისტემური                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                           და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის გენდერული თანასწორობის საბჭოს. მისი საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის შემუშავება და საქართველოს პარლამენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა.

დადგენილების პროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს კომიტეტის წევრების მიერ  შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

 გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი დადგენილების პროექტის პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გატანა.

 (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

II. მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ მესამე მოსმენით წარმოადგინა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.

კანონპროექტის განხილვის დროს კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

 გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს ორგანული კანონის პროექტის: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზეკანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანას.

  (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

III. მოისმინეს:

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილემ  ნიკოლოზ ძიმცეიშვილმა  პირველი  მოსმენით წარმოადგინა საქართველოს  მთავრობის  მიერ საკანონმდებლოინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი (¹1/82; 01.04.2011): "სამხედრო სარეზერვო  სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში  დამატების შეტანის თაობაზე” (¹07-2/298; 01.04.2011) მან აღნიშნა, რომ "სამხედრო  სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონს ემატება მე-121 მუხლი, რომლის მიხედვითაც პირი, რომელსაც სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილი არა აქვს, მაგრამ აკრეტიდირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  სტუდენტობის პერიოდში, ერთხელ მაინც გაიარა სამხედრო  სარეზერვო შეკრება 2007 – 2008 წლებში, სამხედრო სავალდებულო სამსახური ჩაეთვლება მოხდილად, მიენიჭება სამხედრო წოდება რიგითი და ჩაირიცხება რეზერვში.

კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.

  (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

IV. მოისმინეს:

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო სამსახურის უფროსმა გიორგი ხუროშვილმა პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლოინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები (¹1/81; 01.04..2011): საქართველოს მთავრობის სტრუქტურისუფლებამოსილების და საქმიანობის წესისშესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში  ცვლილების შეტანის შესახებ” და "საქართველოს ზღვისწყალსატევებისა და მდინარეთანაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” (¹07-2/299; 01.04.2011) წარმოდგენილიკანონპროექტის ძირითადი არსია "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტში ტექნიკური ხარვეზის გასწორება და ნაპირდაცვის საკითხებში, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაცვლად, ამავე სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების_საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფიქსირება.

 კანონპროექტების პირველი მოსმენით განხილვის დროს კომიტეტის წევრების მიერ  შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანა.

 (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

  სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა

     

 

      სხდომის თავმჯდომარე                   ბალავაძე

 

        

         

          სხდომის მდივანი                         ქველაძე

 

 
modules