| ოქმი #85 |
|
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის ოქმი #85 7 აპრილი 2011 წ. 13 00 საათიი კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹438
სხდომის თავმჯდომარე: ვახტანგ ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ჯ. მაღლაკელიძე, რ. ფიფია, ლ. მინდელი, კ. კოპალიანი; ზ. გულიკაშვილი,; დ. ბეჟუაშვილი სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ა. თავდგირიძე, ი. შერვაშიძე, გ. ენუქიძე, ბ. ხურციძე, გ. ჭელიძე, გ. ტალახაძე;
მოწვეული სტუმრები: ანდრო ალავიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი ზვიად კუკავა _ საქართველოს პარლამენტის წევრი აპარატის თანამშრომლები: აპარატის უფროსი ვლადიმერ ჯიშიაშვილი, ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი, ნ. ჭელიძე, ნ. ქავთარაძე, რ. გელანტია, ს. ბეჟანიძე, ბ. ქველაძე, ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული სპეციალისტი ს. სვანიშვილი; სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილის, კ. ანჯაფარიძისა და ა. ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტებს: ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”."სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ”, საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”. (¹07-3/416; 09.03.11) (III მოსმენა) მომხსენებელი: ანდრო ალავიძე (საქართველოს პარლამენტის წევრი)
2. საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» (¹07-3/413; 09.03.11) (III მოსმენა) მომხსენებელი: ვახტანგ ბალავაძე (საქართველოს პარლამენტის წევრი) 3. საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (¹07-3/412; 09.03.11) (II მოსმენა) მომხსენებელი: ვახტანგ ბალავაძე (საქართველოს პარლამენტის წევრი) 4. საქართველოს პარლამენტის წევრების: კ. ანჯაფარიძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდენლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: ."ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” და "ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” (¹07-3/422; 01.04.2011) მომხსენებელი: ზვიად კუკავა (საქართველოს პარლამენტის წევრი) კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
I მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა ანდრო ალავიძემ მესამე მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილის, კ. ანჯაფარიძისა და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტები: "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”."სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობისსაფუძვლების შესახებ”, საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის დროს კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს მესამე მოსმენით მათ განხიოლვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
II. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ მესამე მოსმენით წარმოადგინა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონისპროექტი: "საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის დროს კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანას. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის) III. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ მეორე მოსმენით წარმოადგინა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. მუხლობრივი განხილვის დროს კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს ორგანული კანონის პროექტის: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
IV. მოისმინეს საქართველოს პარლამენტის წევრმა ზვიად კუკავამ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების: კ. ანჯაფარიძისა და მის მიერ საკანონმდენლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: ."ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” და "ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” წარმოდგენილი კანონპროექტით - აღნიშნა მან განისაზღვრება, რომ თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის ცნობილი გახდა არაუფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის), ასევე კანონით დადგენილი წესის დარღვევით გამოცემული ნორმატიული აქტის თაობაზე, იგი ვალდებული იქნება მიმართოს ნორმატიული აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს) ან ნორმატიული აქტის გაუქმებაზე (შეჩერებაზე) უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) ან/და საერთო სასამართლოს ნორმატიული აქტის (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტებისა) გაუქმების (შეჩერების) მოთხოვნით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისას საერთო სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიოფოს. კანონპროექტით ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიულ აქტს გამოაქვეყნებს "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” მათ შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გარეშე, რითაც გამარტივდება ამ სახის აქტების ამოქმედების პროცედურები. შესაბამისად, საუწყებო ნორმატიულ აქტების გამოქვეყნებისთვის დგინდება ერთიანი ვადა (5 დღე). ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო ზედამხედველობას განახორციელებს კვლავ იუსტიციის სამინისტროს დასკვნის საფუძველზე, ხოლო საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ზოგიერთ ნორმატიულ აქტებზე – უშუალოდ. რაც შეეხება "ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე წარმოდგენილი კანონპოექტით იცვლება მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი და მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვით ზედამხედველობის ორგანო სამართლებრივ ზედამხედველობას განახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ხოლო ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიმართ- უშუალოდ. ნორმატიული აქტის მიმღები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებული იქნება "ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიებიდან არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა ზედამხედველობის ორგანოს აცნობებს ამ ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული ნორმატიული აქტებისა და მათი "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოსაქვეყნებლად გადაგზავნის თაობაზე.
პირველი მოსმენით განხილვის დროს კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა
სხდომის თავმჯდომარე ვ. ბალავაძე
სხდომის მდივანი ბ. ქველაძე
|






