| ოქმი #83 |
|
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის ოქმი #83
16 მარტი 2011 წ. 1300 საათიი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
სხდომის თავმჯდომარე: ვახტანგ ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ჯ. მაღლაკელიძე, რ. ფიფია, ლ. მინდელი, გ. ენუქიძე, კ. კოპალიანი; სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გ. ჭელიძე, ა. თავდგირიძე, ი. შერვაშიძე ზ. გულიკაშვილი, დ. ბეჟუაშვილი, ბ. ხურციძე. მოწვეული სტუმრები: ანდრო ალავიძე – საქართველოს პარ;ლამენტის წევრი; კახა გურგენიძე – ქ. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლავრენტი ალანია – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე;
აპარატის თანამშრომლები: ვ. ჯიშიაშვილი - აპარატის უფროსი, ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი, ნ. ჭელიძე, ნ. ქავთარაძე, რ. გელანტია, ს. ბეჟანიძე, ბ. ქველაძე, ნ. მეგრელიშვილი, ი. ავგაროზაშვილი; სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილის, კ. ანჯაფარიძისა და ა. ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტებს:ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ”საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”."სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "სივრცითი მოწყობისა დაქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ”, საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”. (¹07-3/416; 09.03.11) (I მოსმენა) მომხსენებელი: ანდრო ალავიძე (საქართველოს პარლამენტის წევრი)
2. საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საავტომობილოტრანსპორტის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» (¹07-3/411; 09.03.11) (I მოსმენა) მომხსენებელი: ვახტანგ ბალავაძე (საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მარალლმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე)
3 საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს დედაქალაქის -თბილისის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» (¹07-3/413; 09.03.11) (I მოსმენა) მომხსენებელი: ვახტანგ ბალავაძე (საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მარალლმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე)
4. საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: "ადგილობრივითვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» (¹07-3/412; 09.03.11) (I მოსმენა) მომხსენებელი: ვახტანგ ბალავაძე (საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მარალლმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე) კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
I მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა ანდრო ალავიძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილის, კ. ანჯაფარიძისა და მის მიერსაკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტები: "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე”, "ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”."სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოსკანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ”, საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”. მან აღნიშნა, რომ "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონში წარმოდგენილი ცვლილებებით განისაზღვრება, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე ან/და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებას თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ახორციელებს "სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით. რაც შეეხება "ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონში წარმოდგენილი ცვლილებით, განისაზღვრება, რომ ბაკურიანისა და გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიებზე, აგრეთვე ქალაქ ბორჯომის ტერიტორიაზე მიწის (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწებისა) განკარგვას, მშენებლობის ნებართვის გაცემას და მიმდინარე მშენებლობებზე ზედამხედველობის განხორციელებას, დასუფთავებას, პარკირებას და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და სანიაღვრე ქსელების მოვლა-პატრონობას, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურების მუშაობის უზრუნველყოფას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოები ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს მოახდინოს ამ უფლებამოსილების განსაზღვული ვადით დელეგირება ნებისმიერი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე, რაც უფრო მეტად ხელს შეუწყობს და ეფექტურს გახდის ადგილებზე მომსახურეობას. "სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტში წარმოდგენილი ცვლილებით განისაზღვრება, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიაზე ან/და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში არსებული ქონების პრივატიზება დაიშვება მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. ამასთან, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია პრივატიზების განხორციელების უფლება, განსაზღვრული ვადით, დელეგირებით გადასცეს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. "სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონში შედის ცვლილება, რომლის, თანახმადაც საქართველოს პრეზიდენტი იძენს სარეკრეაციო ტარიტორიებისა და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების, სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების განსხვავებული წესების განსაზღვრის უფლებამოსილებას. ასევე საქართველოს პრეზიდენტს უფლება ექნება აღნიშნული უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით, მოახდინოს დელეგირება სხვა სახელმწიფო ან თვითმმართველობის ორგანოებზე.
აზრი გამოთქვეს: ვ. ბალავაძემ აღნიშნა, რომ კომიტეტი წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით გააგრძელებს მსჯელობას და შესაბამისად მეორე მოსმენის განხილვის დროს წარმოადგენს წინადადებებს. რაც შეეხება, სარეკრეაციო ტერიტორიებზე განსაკუთრებული წესების განსაზღვრის აუცილებლობას ვეთანხმებით, მაგრამ უბრალოდ გვაქვს იმის შიში, რომ გარკვეულ წილად ამ კომპედენციების დამატებამ აღნიშნულ ტერიტორიებზე, არ გამოიწვიოს ამ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილების შეზღუდვა. შესაბამისად, შესაძლებელია სერვისები განახორციელოს განსხვავებულმა სუბიექტებმა, არამარტო საჯარო სამართლის იურიდიული პირმა, არამედ არასამეწარმეო იურიდიულმა პირმაც. ეს ტექნიკური საკითხია, რომელზედაც ჩვენ წინადადებებს მეორე მოსმენის დროს წარმოგიდგენთ. ა. ალავიძემ დაზუსტებისათვის აღნიშნა, რომ კანონპროექტში საუბარია განსაზღვრული ვადით და არა მუდმივ დელეგირებაზე. კ. გურგენიძემ (რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, თვითთმართველობის ასოციაციის წევრი) შეკითხვით მიმართა მომხსენებელს, თუ ვინ აძლევს ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს ამ დელეგირებას? ა. ალავიძე – დელეგირება ხდება საქართველოს მთავრობის მიერ. კ. გურგენიძემ აღნიშნა, რომ ორგანული კანონით საქართველოს მთავრობას არა აქვს უფლება მაგალითად ბაკურიანის სანიაღვრე მეურნეობაზე უფლებამოსილების განხორციელებისა. ეს უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ ადგილობრივ თვითმმართველობას. ა. ალავიძემ განმარტა, რომ წარმოდგენილი ცვლილებით, საქართველოს მთავრობას უფლება ეძლევა მოახდინოს ამ უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით და არა მუდმივად დელეგირება ნებისმიერი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის. კ. გურგენიძემ შეკითხვით მიმართა მომხსენებელს, რომ დეტალურად განემატა რა უფლებამოსილებების პაკეტია საქართველოს პრეზიდენტის სარეკრეაციო ტერიტორიებზე. ა. ალავიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტს უფლება ეძლევა, რომ დამატებით ეს უფლებამოსილება გადაანაწილოს ამა თუ იმ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებზე, ანუ პრეზიდენტს ეძლევა შესაძლებლობა არსებული უფლებამოსილებებიდან (ამა თუ იმ უფლებამოსილების კი არა), მხოლოდ კანონით დადგენილი უფლებამოსილების გადანაწილება. კ. გურგენიძე: უბრალოდ შეგახსენებთ, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ევროპული ქარტიის მოთხოვნით, ჩვენ ქვეყანას აქვს ვალდებულება განავითაროს ყველა თვითმმართველი ერთეული თანაბრად. მისასალმებელი და სამაგალითოა ყველა ის რეფორმა, რომელიც თბილისში ხორციელდება, თუმცა კარგი იქნება, ყველა თვითმმართველ ერთეულში რეფორმის გატარება. ე. კვერნაძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მნიშნველობა ძალზედ აქტუალურია, როგორც ეკონომიკის, ისე რეგიონების განვითარებისათვის, აქედან გამომდინარე კითხვები, რაც ჩნდება ბუნებრივია, ამიტომ სასურველია კანონპროექტის მეორე მოსმენისას საქართველოს მთავრობასთან ერთად შეჯერებული ვარიანი განვიხილოთ. ვ. ბალავაძემ დაზუსტებისათვის აღნიშნა, რომ ზოგადად წარმოდგენილი კანონპროექტის არსი გასაგებია და მივესალმებით, მაგრამ «ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» კანონპროექტის მე-131 მუხლის მე-3 პუნქტთან დაკავშირებით დაკავშირებით მაქვს შენიშვნა: კერძოდ მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი საზოგადოებრივი მომსახურების სახეები «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» ორგანული კანონით განეკუთვნება თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებს, მხოლოდ თვითმმართველი ერთეულია უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული მომსახურების განხორციელებაზე. აქედან გამომდინარე, კანონპროექტის მეორე საკომიტეტო მოსმენისთვის სასურველია დაზუსტდეს განმხორციელებელი სუბიექტები-საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შეთანხმებით განისაზღვროს აღნიშნული უფლებამოსილებების შემსრულებელი ნებისმიერი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან არასამეწარმეო იურიდიული პირი.
გადაწყვიტეს: (მომხრე – 7 , წინააღმგეგი – 1) აღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებით კომიტეტი მომზადებულლად მიიჩნევს კანონპროექტებს და მიზანშეწონილად თვლის პირეველი მოსმენით მათ განხილვას პარლამენტისპლენარულ სხდომაზე. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
II. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონისპროექტი: "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე». მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილება განაპირობებულია იმით, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის (50კმ-ზე ნაკლები) ახლომიმოსვლის მგზავრთა გადაყვანის პროცესის უფლებამოსილების მოპოვების, მართვის და რეგულირების პროცედურები არაა მოქცეული, არც საქალაქთაშორისო და არც ადგილობრივი საქალაქო სამგზავრო გადაყვანების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ქვეშ, ამიტომ მგზავრთა გადაყვანის პროცესი და ასევე საფინანსო საქმიანობა თვითნებურად ე.წ. "ხაზის მეპატრონესა და მძღოლების მიერ "დადგენილი” წესებით მიმდინარეობს, რაც დაუშვებელია, როგორც საკანონმდებლო, ასევე მგზავრთა მომსახურების უსაფრთხოების და საბიუჯეტო ანგარიშსწორების მიზნით. აქედან გამომდინარე, "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლს დაემატება მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, "სოციალურად ურთიერთდაკავშირებულ მიმდებარე თვითმმართველ ქალაქებში, რომელთა შორის მანძილი 50 კმ-ზე ნაკლებია და მგზავრთა ნაკადიც დიდია, მათი მომსახურეობის მიზნით, რეგულარული საავტომობილო–სამგზავრო გადაყვანის ორგანიზება და მართვა განხორციელდეს ქალაქების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დადებული ურთიერთშეთანხმებების საფუძველზე.”
|






