ოქმი #82

რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი  რეგიონების კომიტეტის სხდომის

                                                                                               ოქმი #82

                                         

                                    4 მარტი 2011 .

                                                 12.00 საათი              

                                            პირველი რესპუბლიკის დარბაზი

 

სხდომის თავმჯდომარე:                          ელდარ კვერნაძე

                                             (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე)

                           

 სხდომას ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), დ. ბეჟუაშვილი, ა. თავდგირიძე, კ.  კოპალიანი, გ. ტალახაძე, რ. ფიფია, ი. შერვაშიძე, გ. ჭელიძე.

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ზ. გულიკაშვილი,  გ. ენუქიძე,  ჯ. მაღლაკელიძე, ლ. მინდელი, ბ. ხურციძე.

 

აპარატის თანამშრომლები:

ვ. ჯიშიაშვილი  - აპარატის უფროსი, თ. კალანდარიშვილი, ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი, ნ. ჭელიძე, ნ. ქავთარაძე, რ. გელანტია, ს. ბეჟანიძე,  ნ. მეგრელიშვილი.              

                     სხდომის  დღის წესრიგი:

 

1.    საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ” (¹07-3/407; 25.02.11). (I მოსმენა)

 

მომხსენებელითემურ წურწუმია

(საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე)

 

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი (¹1/49; 24.02.2011): "ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” (¹07-2/285; 24.01.11). (I მოსმენა)

 

მომხსენებელიირინე ქურდაძე

(საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე)

 

3. საქართველოს პარლამენტის წევრის ა. ბოლქვაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” (¹07-3/403; 18.02.11). (I მოსმენა)

 

მომხსენებელიანზორ ბოლქვაძე

(საქართველოს პარლამენტის წევრი)

 

4. საქართველოს პარლამენტის წევრის ლაშა თორდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "ქონების  ლეგალიზების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე” და "საჯარო რეესტრის შესაებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”. (I მოსმენა).

 

მომხსენებელილაშა თორდია

(საქართველოს პარლამენტის წევრი)

 

სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ელდარ კვერნაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი.

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

 I მოისმინეს:

 

 საქართველოს პარლამენტის წევრმა თორდიამ პირველი მოსმენით წარმოადგინა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "ქონების  ლეგალიზების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე” და "საჯარო რეესტრის შესაებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” და აღნიშნა, რომ "ქონების  ლეგალიზების შესახებ” კანონპროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფას და ამ ურთიერთობებში მონაწილე სუბიექტების კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვისათვის დამატებითი გარანტიების შექმნას. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებებით 2012 წლის 1 აპრილამდე სპეციალური წესით ხორციელდება გარკვეული კატეგორიის უძრავი ნივთების ლეგალიზაცია. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ლეგალიზების საფუძველია 2007 წლის 1  იანვრამდე კანონდარღვევით შედგენილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემულ მიღება-ჩაბარების აქტი; მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა; მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული წიგნაკი; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის საფუძვლადაც მითითებულია ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია. ლეგალიზების განმარხორციელებელ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო  ლეგალიზების საფასური შეადგენს ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი მიწის ნაკვეთის ერთ კვადრატულ მეტრზე 15 ლარს.

ქონების ლეგალიზების შემთხვევაში არ დაიწყება, აგრეთვე წყდება დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა უძრავი ნივთის მესაკუთრისა და ლეგალიზაციის განმახორციელებელი პირის მიმართ. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან არ გათავისუფლდებიან ის პირები, რომელთა მიმართაც ამავე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის დამზადების, გამოყენებისა და სხვა ქმედებებისათვის გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი თავისუფლების აღკვეთის სახით. პროექტში მოცემულია იმ შემთხვევათა ჩამონათვალი, რომლებზედაც არ ვრცელდება ლეგალიზაციის პროცედურა.

პროექტის შესაბამისად, ლეგალიზაციის პროცესი დაიწყება და განხორციელდება ეტაპობრივად: ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი მიწის ნაკვეთების ლეგალიზაცია განხორციელდება 2011 წლის 1 აპრილიდან. ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალება საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან დ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად 2013 წლის 1 იანვრამდე   უზრუნველყოს ამ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრების მიღმა, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ლეგალიზაციის პროცესის მოწესრიგების მიზნით.

ხოლო რაც შეეხება"საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში დამატები შეტანის თაობაზე” კანონპროექტს, მისი მიღების მიზანია "ქონების ლეგალიზების შესახებ” საქართველოს კანონის პროექტით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული ქონების ლეგალიზების რეგისტრაციის საფასუროს დაწესება. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებით დგინდება ქონების ლეგალიზების რეგისტრაციის საფასური 14 სამუშაო დღის ვადაში – 500 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს კომიტეტის წევრების 

 მიერ შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.

 

  გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი  მოსმენით განსახილველად გატანას.

       (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

II მოისმინეს:

 

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი "ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”. მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლების მიერ სააღმზრდელო მომსახურების, საცხოვრებელი პირობების, მკურნალობისა და კვების ხარჯების დაფინანსება მოხდება  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან და მის განხორციელებას უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ამასთან, ამავე სამინისტროს მიეცემა შესაძლებლობა საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მოთხოვნის საფუძველზე, დააფინანსოს დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების ხარჯები.

 კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს კომიტეტის წევრების 

 მიერ შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.

 

  გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი  მოსმენით განსახილველად გატანა.

  (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

III მოისმინეს:

 

 საქართველოს პარლამენტის წევრმა ბოლქვაძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”. მან აღნიშნა, რომ როგორც ცნობილია "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის თანახმად თვითმმართველ ერთეულებს მინიჭებული აქვთ 28 საკუთარი უფლებამოსილება, რომელთა დიდი ნაწილის სრულად და ჯეროვნად განხორციელება არ წარმოადგენს სირთულეს, რადგან მათი ძირითადი ნაწილის განხორციელების დროს პროცესის მართვაც და შესრულებაც მთლიანად ხდება თავად თვითმმართველი ერთეულის მიერ. თვითმმართველი ერთეულები საკუთარ უფლებამოსილებებს სრულად და ჯეროვნად ვერ ახორციელებენ მაშინ, როცა თვითმმართველი ერთეულის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში დადგენილი წესების შესრულება დამოკიდებულია სხვა პირზე. ამ დროს აუცილებელი ხდება, საამისოდ, რომ თვითმმართველი ერთეულის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში დადგენილი  წესები მოქმედებდეს და შესაბამისად, აღნიშნულით თვითმმართველი ერთეული სრულად და ჯეროვნად ახორციელებდეს საკუთარ უფლებამოსილებებს, საკანონმდებლო აქტის დონეზე დაწესდეს სანქციები თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი წესების დარღვევისთვის.

ასეთ პრობლემატურ საკითხებს მიეკუთვნება: ა) გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირება; ბ) ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრა და პარკირების წესების დადგენა; გ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვა, მშენებლობა და განვითარების უზრუნველყოფა. აღნიშნულის გადაწყვეტის მიზნით მიზანშწეონილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გათვალისწინებული იქნას სანქციები ზემოხსენებული წესების დარღვევის შემთხვევებისათვის. სწორედ ამ მიზნით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგიერთი მუხლი საჭიროებს ცვლილებებს, რათა ისინი შესაბამისობაში მოვიდეს ერთიან საკანონმდებლო სივრცესთან, ხოლო სხვა შემთხვევაში საჭიროა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატოს ახალი მუხლები, რომლებითაც სანქციები დაწესდება თვითმმართველი ერთეულის მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესების დარღვევისათვის.

აზრი გამოთქვეს:

 

სოფო ვერძეულმა (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არის ზოგადი რეგულირება, ნორმა რომელიც არეგულირებს ადგილობრივი თვითმმართველობის  მიერ დადგენილი წესების დარღვევას პარკირებასთან დაკავშირებით. განმარტებით ბარათში სამწუხაროდ არ არის არგუმენტაცია, თუ რატომ გახდა საჭირო ცალკე ქ. ბათუმის გამოყოფა და მისთვის განსხვავებული წესის დადგენა?

კვერნაძემ აღნიშნარომ ბათუმი თავისთავად არის განსხვავბული ქალაქი როგორც საკურორტო ზონა. იქ გზის გამტარუნარიანობა შედარებით ნაკლებია. როდესაც ტურისტები ჩამოდიან მანქანების მოზღვავებული ნაკადია, რომელიც ხშირად ქმნის საცობებს. აღნიშნული რეგულირება განპირობებულია მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ დამსვენებელს ქონდეს კომფორტი და არ იყოს ის საცობები, რომელიც წარმოიშობა ზოგიერთი მძღოლის დაუდევრობით.

ასევე გამოთქვა შენიშვნა წარმოდგენილი პროეტის 1253-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას ავტომანქანა ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას ან/და ავტომანქანის თვლებს გაუკეთდება ბლოკირება სპეციალური საშუალებებით, თუ აღნიშნული დადგენილია ავტომანქანების პარკირების წესებით და ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. სპეციალურ სადგომზე გადაყვანა დასაშვებია, თუ ავტოტრანსპორტი აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას”.

   გადაწყვიტეს: (ერთხმად)

  კომიტეტმა გამოთქვა შემდეგი სახის შენიშვნები:

1.       1253- მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

"მუხლი 1253თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა

 

2.       1253- მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

"2. ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას ავტომანქანა ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას ან/დაავტომანქანის თვლებს გაუკეთდება ბლოკირება სპეციალური საშუალებებითთუ აღნიშნული დადგენილია ავტომანქანების პარკირების წესებით და ამის თაობაზე მინიშნებაახლავს პარკირების ნიშანსსპეციალურ სადგომზე გადაყვანა დასაშვებიათუ ავტოტრანსპორტი აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობისუსაფრთხოებას”.

  აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს   წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი  მოსმენით  

  განსახილველად გატანას.

       (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

IV მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თემურ წურწუმიამ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ”. მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიზანია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო აქტების ”საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

 კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს კომიტეტის წევრების 

 მიერ შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.

 

 

  გადაწყვიტეს: (ერთხმად)

  კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის   

  პლენარულ   სხდომაზე პირველი  მოსმენით განსახილველად გატანა.

       (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.    

   

     

 

სხდომის თავმჯდომარე                   კვერნაძე

 

 

 სხდომის მდივანი                       კალანდარიშვილი

 
modules