ოქმი #80

რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი  რეგიონების კომიტეტის

                                                                                                           სხდომის   ოქმი   #80

                                                                                                                                                               4 თებერვალი 2011 .

                                                                                                                                                               1600 საათი              

                                                                                                                                           ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

  სხდომის თავმჯდომარე:                 ვახტანგ ბალავაძე

                                              (კომიტეტის თავმჯდომარე)

 სხდომას ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ჯ. მაღლაკელიძე, გ. ტალახაძის ადგილმონაცვლე ჰარუთიუნ ჰოვჰანესიანი, რ. ფიფია, ზ. გულიკაშვილი, ლ. მინდელი, გ. ჭელიძე, გ. ენუქიძე, ბ. ხურციძე.

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ა. თავდგირიძე, კ. კოპალიანი, ი. შერვაშიძე, დ. ბეჟუაშვილი.

 

მოწვეული სტუმრები:

გოჩა მამაცაშვილი -  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე

 ირაკლი გორდულაძე -  საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის /

აპარატის თანამშრომლები:

ვ. ჯიშიაშვილი  - აპარატის უფროსი, ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი, ნ. ჭელიძე, თ. კალანდარიშვილი, ნ. ქავთარაძე, რ. გელანტია, ს. ბეჟანიძე,  ბ. ქველაძე, ნ. მეგრელიშვილი.

                    სხდომის  დღის წესრიგი:

 

1.საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: "ადგილობრივითვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე» (¹07-3/390; 10.12.10) (II მოსმენა)

 

მომხსენებელივახტანგ ბალავაძე (საქართველოს პარლამენტის წევრი)

 

2 საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით  

 წარმოდგენილი კანონპროექტი: (¹1/354; 24.1.2. 2010) "ჯავახეთის 

 დაცული ტერიორიების შექმნისა და მართვის შესახებ» (07-2/269; 24.12.10)

 (I მოსმენა)

 

 მომხსენებელიგოჩა მამაცაშვილი

 (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი  რესურსების მინისტრის მოადგილე)

 

3.       .საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: (¹1/17; 31..01.2011) "მტირალას ეროვნული პარკის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”( ¹07-2/277; 01.02. 2011) (I მოსმენა)

მომხსენებელი.ოჩა მამაცაშვილი

 (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი  რესურსების მინისტრის მოადგილე)

 

4.  საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით 

   წარმოდგენილი კანონპროექტი: "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო    

   სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  (I მოსმენა)

   მომხსენებელიირაკლი გორდულაძე

   (საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის /)

 

სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი.

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

 I მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ მეორე მოსმენით წარმოადგინა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”.

ვახტანგ ბალავაძემ მეორე მოსმენით წარმოადგინა ცვლილებები ორგანულ კანონში «თვითმმართველობის შესახებ», რომელიც ითვალისწინებს 4 მუნიციპალიტეტისათვის (ერედვი, ქურთა, თიღვა, ახალგორი) იმ უფლებამოსილების მინიჭებას, რომ მათ საკუთარი ბიუჯეტიდან სახსრები დახარჯონ სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. ცვლილება გამოწვეული იყო იმით, რომ ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტებიდან დევნილი მოსახლეობა კომპაქტურადაა ჩასახლებული სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ანუ ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტები მოღვაწეობენ სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით» კი მათ არ აქვთ უფლებამოსილება, რომ სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გაწიონ ხარჯები თავიანთი ბიუჯეტიდან. აქედან გამომდინარე, გარდამავალ დებულებაში შედის  ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ამ 4 მუნიციპალიტეტისათვის უფლების მიცემას, რომ მათ თავიანთი ბიუჯეტიდან ფული დახარჯონ საკუთარი ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობისათვის მათი კომპაქტურად ჩასახლების ადგილებზე სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

  მუხლობრივი განხილვის დროს კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და   

  წინადადებები არ გამოთქმულა.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე  მოსმენით განსახილველად გატანას.

       (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

 

 II. მოისმინეს:

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი  რესურსების მინისტრის მოადგილემ გოჩა 

მამაცაშვილმა პირველი მოსმენითწარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი: (¹1/354; 24.1.2. 2010) "ჯავახეთის  დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” (07-2/269; 24.12.10) მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის ძირითადი მიზანია ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნასა და, შესაბამისად, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების რეჟიმთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი დარეგულირება.

   მან აღნიშნა, რომ კანონპროექტი გულისხმობს ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას. გერმანიის რეგიონული თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრომ და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ამ დაცული ტერიტორიების შესაქმნელად, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების საფუძველზე გამოყვეს 2 მლნ 250 ათასი ევრო.

   ამასთან, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნის გზით, კანონპროექტი, აგრეთვე, მიზანად ისახავს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ფარგლებში:

·        უზრუნველყოს სამხრეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების, ბიოტოპებისა და მათი ცალკეული კომპონენტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;

·        ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული ჯავახეთის ზეგანის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით _ წყლის ფირნველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიებისა და ჰაბიტატების დაცვასა და აღდგენას;

·        უზრუნველყოს მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; ეკოლოგიური განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება; ვულკანური წარმოშობის ბუნებრივი წყლის ობიექტების (ტბების) ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა და მონიტორინგის განხორციელება;

·        ხელი შეუწყოს ბუნებრივ და ადამიანის მიერ სახეცვლილ გარემოში რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების ჩამოყალიბებას.

ვახტანგ ბალავაძემ ხაზი გაუსვა კანონპროექტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ პროექტით ტურიზმის განვითარებისთვის საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი შეიქმნება.

ელდარ კვერნაძემ მომხსენებელს მიმართა კითხვით, კანონმდებლობით რამდენადაა შესაძლებელი, რომ მოსახლეობამ ისარგებლოს დაცულ ტერიტორიაზე არსებული ხე-ტყით (შეშის მოჭრა, წაქცეული ხის გამოყენება).

.ოჩა მამაცაშვილმა აღნიშნა, რომ დაცულ ტერიტორიებზე არსებობს სხვადასხვა რეჟიმები _ ნაკრძალი, ეროვნული პარკი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი... დაცული ტერიტორიის შექმნის პრინციპიდან გამომდინარე, თუ მოსახლეობა აღნიშნული ტერიტორიიდან ახლოს ცხოვრობს, მაშინ კანონის თანახმად, ამ ტერიტორიაზე მსუბუქი რეჟიმი ვრცელდება, რაც გულისხმობს, რომ შესაძლებელია მოსახლეობისათვის შეშის გამოყოფა. რაც შეეხება გადასახადს, მოსახლეობა იხდის კანონით დადგენილ მოსაკრებელს, როგორც ჩვეულებრივი, ისე დაცული ტერიტორიის ტყის ფონდიდან შეშის შეძენისას. 

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი  მოსმენით განსახილველად გატანას.

(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

III. მოისმინეს:

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი  რესურსების მინისტრის მოადგილემ გოჩა 

მამაცაშვილმა პირველი მოსმენითწარმოადგინა. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: (¹1/17; 31..01.2011) "მტირალას ეროვნული პარკის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” (¹07-2/277; 01.02. 2011). მან აღნიშნა, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა გამოყო 750 ათასი ევრო, რომლის მეშვობითაც მტირალას ეროვნულ პარკში ინფრასტრუქტურა განთავსდა. წარმოდგენილი პროექტით, განხორციელდა მტირალას ეროვნული პარკის» ტერიტორიის პერიმეტრის დემარკაცია და მისი ზუსტი საზღვრების დადგენა. იყო ცდომილება დაახლოებით 100 ჰექტრამდე და ეს ცდომილება გასწორდა. ეს სამუშაო უშუალოდ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (ჭჭF) ჩაატარა თავისი უცხოელი სპეციალისტების მეშვეობით GPშ სისტემის გამოყენებით. კანონპროექტის მიზანია აგრეთვე, არსებული დაცული ტერიტორიის ფართობის დაზუსტება. კანონის მიღების შემთხვევაში მოხდება   მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიის ზუსტი საზღვრების განსაზღვრა.

 

კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა.

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.

       (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

IV. მოისმინეს:

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი გორდულაძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით  წარმოდგენილი კანონპროექტი: "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო  სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მან აღნიშნა, რომ მოქმედი კანონით, მოქალაქის პირველადი სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად საჭიროა მისი სამედიცინო შემოწმება და სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის დადგენა. ვინაიდან გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ ისედაც ხორციელდება წვევამდელის ვარგისიანობის ხარსიხისა და კატეგორიის დადგენა აღრიცხვის დროს სამედიცინო შერმოწმება პრაქტიკულად წარმოადგენს დამატებით ღონისძიებას, რადგან შესაძლებელია მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლა. აღნიშნული ცვლილების მიზანია სააღრიცხვო პროცესი გახდეს მარტივი და დინამიური და მოხდეს საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვა.

 

ვახტანგ ბალავაძემ აღნიშნა, რომ ორმაგად ხდებოდა შემდგომში გასაწვევ პირთა ერთი და იგივე სახის შემოწმება: ერთი _ თვითმმართველობის ეტაპზე (რომლის დელეგირებული უფლებამოსილებაა სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა და აღრიცვა) და მეორე თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო კომისიის მიერ. შესაბამისად, სახსრები ორმაგად იხარჯებოდა ერთი და იმავე საქმეზე, რის აუცილებლობაც არ არსებობს.

 

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.

       (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.    

   

     

      

       სხდომის თავმჯდომარე                   ბალავაძე

 

 

         სხდომის მდივანი                         ქველაძე

 

 
modules