|
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის ოქმი #79
15 დეკემბერი 2010წ. 1100 საათიი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
სხდომის თავმჯდომარე: ვახტანგ ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ე.კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ჯ. მაღლაკელიძე, გ. ტალახაძე, რ. ფიფია, ი. შერვაშიძე, ზ. გულიკაშვილი, დ. ბეჟუაშვილი; ლ. მინდელი, კ. კოპალიანი, გ. ჭელიძე; სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები . ა. თავდგირიძე, გ. ენუქიძე, ბ. ხურციძე; მოწვეული სტუმრები: კ. ანჯაფარიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი აპარატის თანამშრომლები: ხ. ხვიჩია - აპარატის უფროსის მ/შ, რ. ხიზანიშვილი, ნ. ჭელიძე, თ. კალანდარიშვილი, ნ. ქავთარაძე, რ. გელანტია, ს. ბეჟანიძე, ბ. ქველაძე,
სხდომის დღის წესრიგი:
1. საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”(¹07-3/390; 10.12.10) (I მოსმენა) მომხსენებელი: ვ. ბალავაძე (საქართველოს პარლამენტის წევრ) 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: ლაშა თორდიას და კახაბერ ანჯაფარიძის, მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” და საქართველოს კანონის პროექტები: "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (¹07-3/369; 15.11.10) (III მომენა) მომხსენებელი: კახაბერ ანჯაფარიძე (საქართველოს პარლამენტის წევრი) 3. საქართველოს პარლამენტის წევრების: ლ. თორდიას, ა. ალავიძისა და ზ. კუკავას საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ” (07-3/357; 05.11 10) (III მოსმენა) მომხსენებელი: კ. ანჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის წევრი) სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. I მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა კ. ანჯაფარიძემ მესამე მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრის: ლაშა თორდიას და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” და საქართველოს კანონის პროექტები: "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.” მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენის შემდგომ რეგიონული პოლიტიკის თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტთან კონსულტაციების შედეგად მოხდა პროექტის საბოლოო ვერსიის შეჯერება, კერძოდ: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის "მ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: "მ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო მოძრაობისა და ავტოსატრანსპორტო გადაყვანის რეგულირება, კანონით დადგენილი ნებართვების გაცემა და მოსახლეობის სამგზავრო ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება; ხოლო 22-ე მუხლის პირველი პუნქტის "ნ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: "ნ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ავტოსატრანსპორტო გადაყვანის წესების, რეგულირებადი ტარიფების, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების, გარე ვაჭრობის, გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა; კ. ანჯაფარიძემ კომიტეტის წევრებს მიმართა კითხვით, ჰქონდათ თუ არა რედაქციული სახის შენიშვნები წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით. კომიტეტის წევრებს შენიშვნები არ გამოუთქვამთ. გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანას. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის) II. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა კახაბერ ანჯაფარიძემ მესამე მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიას, და ზ. კუკავას და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ” გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანას. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის) III. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე” მან აღნიშნა, რომ არსებული კანონმდებლობით თვითმმართველ ერთეულებს - ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვის მუნიციპალიტეტებს - არ შეუძლიათ თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე კომპაქტურად განსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს დამოუკიდებლად და ოპერატიულად გაუწიონ დახმარება სოციალური თუ საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად. ამიტომ ორგანული კანონის გარდამავალ დებულებაში წარმოდგენილი ცვლილებით, კეთდება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც თვითმმართველ ერთეულებს (ახალგორი, ერედვი, ქურთა, თიღვა) მიენიჭებათ დროებითი უფლებამოსილება, გამოიყენონ საკუთარი ფინანსური რესურსი სხვა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე იმ პირთა დასახმარებლად და სოციალური თუ საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მუდმივ მაცხოვრებლებად თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე და იძულებით იქნენ გადაადგილებულნი თავიანთი მუდმივი საცხოვრებლიდან. ასევე წარმოდგენილი ცვლილებით 2013 წლის 1 იანვრამდე თვითმმართველ ერთულს მიეცეს უფლება, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ნებაყოფლობით გადაწყვიტოს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისათვის მატერიალურ-ტექნიკური დახმარების გაწევის საკითხი. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის) სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა. სხდომის თავმჯდომარე ვ. ბალავაძე სხდომის მდივანი ბ. ქველაძე
|