| ოქმი #78 |
|
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის ოქმი #78
8 დეკემბერი 2010წ. 1500 საათიი კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹438
სხდომის თავმჯდომარე: ელდარ კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი)
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი), ჯ. მაღლაკელიძე, გ. ტალახაძე, რ. ფიფია, ი. შერვაშიძე, ბ. ხურციძე; ზ. გულიკაშვილი, დ. ბეჟუაშვილი;
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ა. თავდგირიძე, გ. ენუქიძე, ლ. მინდელი, კ. კოპალიანი, გ. ჭელიძე;
მოწვეული სტუმრები: ლ. თორდია – საქართველოს პარლამენტის წევრი კ. ანჯაფარიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი თ. ჭელიძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე პ. ზამბახიძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი აპარატის თანამშრომლები: ვლადიმერ ჯიშიაშვილი - აპარატის უფროსი, აპარატის თანამშრომლები:, რ. ხიზანიშვილი, ხ. ხვიჩია, ნ. ჭელიძე რ. გელანტია, ს. ბეჟანიძე, ბ. ქველაძე, სხდომის დღის წესრიგი: 1.საქართველოს პარლამენტის წევრების: ლაშა თორდიას და კახაბერ ანჯაფარიძის, მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” და საქართველოს კანონის პროექტები: "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (¹07-3/369; 15.11.10) (II. მომენა) მომხსენებელი: კახაბერ ანჯაფარიძე (საქართველოს პარლამენტის წევრი) 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: ლ. თორდიას, კ. ანჯაფარიძის, ზ. კუკავასა და ჩ. თაქთაქიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, "საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ”, "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”(¹07-3/347; 29.10.10) (III მოსმენა) მომხსენებელი: ლ. თორდია (საქართველოს პარლამენტის წევრი) 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: (1/327;03.12.2010) "ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” და "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”(07—2/55;03.12 2010) (I მოსმენა) მომხსენებელი: თ. ჭელიძე (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე)
4.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე”(07-2/55; 03.12.2010) (Iმოსმენა) მომხსენებელი: პ, ზამბახიძე (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი 5. საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიას, ა. ალავიძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ” (II მოსმენა) მომხსენებელი: ზ. კუკავა (საქართველოს პარლამენტის წევრი) სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ელდარ კვერნაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. I მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა კახაბერ ანჯაფარიძემ მეორე მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების: ლაშა თორდიას და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” და საქართველოს კანონის პროექტები: "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (¹07-3/369; 15.11.10) მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილებით ხდება "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და ",საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სამგზავრო გადაყვანის ნორმების შესაბამისობაში მოყვანა. როგორც მოგეხსენებათ, "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ”კანონში შედის ცვლილება კერძოდ, დგინდება ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მინიმალური ვადა, რომელიც არ უნდა იყოს ერთ წელზე ნაკლები. რაც შეეხება, "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში წარმოდგენილი ცვლილებით, იცვლება მძღოლების სამედიცინო შემოწმებასთან დაკავშირებული რეგულაციები, აქედან გამომდინარე მძღოლები სამედიცინო შემოწმებას დაექვემდებარებიან მხოლოდ საერთაშორისო გადაყვანისას. გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
I.I მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა ლაშა თორდიამ მესამე მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების: კ. ანჯაფარიძის, ზ. კუკავასა და ჩ. თაქთაქიშვილის და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, "საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ”, "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.
გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანას. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
III. მოისმინეს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ ჭელიძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერსაკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: (1/327;03.12.2010) "ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარებისხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” და "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე”(07—2/55;03.12 2010) მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის ცვლილებებიდან გამომდინარე იცვლება კანონის სათაური, რომელიც ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: - "ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურუისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის შესახებ.” ამ კანონით დადგენილ სამართლებრივ რეჟიმში მოექცევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიის ტერიტორიაზე თავისუფალი ტურისტული ზონა. რაც შეეხება, "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებს, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ცვლილება შედის აღნიშნული კანონის მე-7 მუხლის 102 პუნქტში, რომელიც აზუსტებს, რომ სანებართვო მოსაკრებელს 10 წლის განმავლობაში არ გადაიხდის ის პირი, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში სამორინეს მოაწყობს ახლადაშენებული მინიმუმ 100 ნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე.
გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
IV. მოისმინეს: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრმა პეტრე ზამბახიძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა .აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლოინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონშიცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე”(07-2/55; 03.12.2010) მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პროექტით, ცვლილება და დამატება შედის "ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონში. ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტი, ხოლო 35-ე მუხლს ემატება მე-2 პუნქტი. კერძოდ, პროექტით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი დღეს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებით, მხოლოდ მაშინ იქნება ვალდებული მოსთხოვოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილებში შესვლის მსურველ პირს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, როცა გონივრულად შესაძლებელია ვარაუდი, რომ მისი ასაკი არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ ასაკობრივ ზღვარს, კანონპროექტის მიხედვით თვითმმართველობის ორგანოს ენიჭება უფლებამოსილება განსაზღვროს ტერიტორიული ზონები, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი და პირობები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა სამორინეებისა და წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა, რაც მნიშვნელოვანია ქალაქისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე კანონპროექტის შესაბამისად, კი საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 1761 მუხლს ემატება შენიშვნა, რომლის შესაბამისადაც აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი გათავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1761 მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იმ შემთვევაში, თუ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორისათვის "ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, შეუძლებელი იყო კანონით გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვების დადგენა.
აზრი გამოთქვა: ე. კვერნაძემ აღნიშნა, რომ გააჩნია ტექნიკური ხასიათის შენიშვნა კანონპროექტის «ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე» პირველი მუხლის პირველ პუნქტთან დაკავშირებით კერძოდ, კანონის 32-ე მუხლის პირველ პუნქტში გამოირიცხოს ბუნდოვანება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილებში შესული პირის ასაკის დადგენის აუცილებლობაზე და პროექტის მეორე მოსმენით განხილვისთვის მოხდეს ჩანაწერის "თუ გონივრულად შესაძლებელია ვარაუდი"-ს რედაქციული ცვლილება. ამასთან, აღნიშნული კანონპროექტის პირველი პუნქტი ითხოვს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილებში შესული ახალგაზრდის ასაკის დადგენის უზრუნველყოფას პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საშუალებით, აქედან გამომდინარე, კანონპროექტში «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე» შეტანილი ცვლილება 1761-ე მუხლზე შენიშვნის დამატების სახით მიზანშეუწონელია.
გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი აღნიშული შენიშვნების გათვალისწინებით მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველადგატანას. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
V. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა ზვიად კუკავამ მეორე მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიას, და ზ. კუკავას და მის მიერსაკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ” მან აღნიშნა, რომ "სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის განსახორციელებელი ცვლილებით ხორციელდება სამართლებრივი ხარვეზების გასწორება და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით ზუსტდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ხოლო ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, ქ. თბილისის მერიის კომპეტენცია ნებართვის გაცემის სფეროში. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნებართვის გამცემი ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით 261 და 262 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია მშენებლობის ნებართვის სტადიები და ხაზგასმულია, რომ მშენებლობის ნებართვა (სამივე სტადია) გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. აქედან გამომდინარე "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შინაარსი წინააღმდეგობრივია, რის გამოსწორებასაც ითვალისწინებს წარმოადგენილი პროექტი.
გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
სხდომის თავმჯდომარე ე. კვერნაძე
სხდომის მდივანი ბ. ქველაძ

სხდომის მდივანი ბ. ქველაძე |