|
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის
სხდომის ოქმი #77
2 დეკემბერი 2010წ.
1500 საათიი
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში
სხდომის თავმჯდომარე: ვახტანგ ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ
კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ჯ. მაღლაკელიძე, გ. ენუქიძე, რ. ფიფია, ი. შერვაშიძის ნაცვლად მ. სანებლიძე, ლ. მინდელი, ბ. ხურციძე;
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ
კომიტეტის წევრები:
გ. ტალახაძე, კ. Kკოპალიანი, ა. თავდგირიძე, დ. ბეჟუაშვილი, ზ. გულიკაშვილი;
გ. ჭელიძე;
მოწვეული სტუმრები:
ლ. თორდია – საქართველოს პარლამენტის წევრი
ზ. გამცემლიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
ა. ალავიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
გ. გოდაბრელიძე – საქართველოს პარლამენტიის წევრი
კ. ანჯაფარიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
ნ. მიქელაძე – ფინანსთა მინისტრის მოადგილე
გ. ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი
ს. ბირკაძე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
აპარატის თანამშრომლები:
ვლადიმერ ჯიშიაშვილი - აპარატის უფროსი, აპარატის თანამშრომლები:, რ. ხიზანიშვილი, ხ. ხვიჩია, რ. გელანტია, ს. ბეჟანიძე, ნ. ქავთარაძე, ბ. ქველაძე, ნ. მეგრელიშვილი (წამყვანი სპეციალისტის მ/შ),
სხდომის დღის წესრიგი:
1.საქართველოს პარლამენტის წევრების ლაშა თორდიას და კახაბერ ანჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ”, "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, "სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ” (¹07-3/370; 15.11.10) (I მოსმენა)
მომხსენებელი: კახაბერ ანჯაფარიძე (საქართველოს პარლამენტის წევრი)
2.საქართველოს პარლამენტის წევრების: ლაშა თორდიას, კახაბერ ანჯაფარიძის, ანდრო ალავიძისა და ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” (¹07-3/374; 19.11.10) (IMმოსმენა)
მომხსენებელი: ანდრო ალავიძე (საქართველოს პარლამენტის წევრი)
3.საქართველოს პარლამენტის წევრების: ლაშა თორდიას და კახაბერ ანჯაფარიძის, მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” და საქართველოს კანონის პროექტები: "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (¹07-3/369; 15.11.10) (I მომენა)
მომხსენებელი: კახაბერ ანჯაფარიძე (საქართველოს პარლამენტის წევრი)
4.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: (¹1/285;15.11.2010) "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” (¹07-2/239; 15.11.10)(I მომენა)
მომხსენებელი: ლაშა გოცირიძე
(რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე)
5.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი(¹1/303; 25.11.2010) "საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” (¹07-2/251; 25.111.10) (I მომენა)
მომხსენებელი: ნათია მიქელაძე (ფინანსთა მინისტრის მოადგილე)
6.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ¹1/302; 25.11..2010): ..საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ” (¹07-2/250; 25.11.10)
მომხსენებელი: ნათია მიქელაძე (ფინანსთა მინისტრის მოადგილე)
7.საქართველოს პარლამენტის წევრის ვ. ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე ” (III მოსმენა)(¹07-3/360; 09.11.2010)
მომხსენებელი: ვ.ახტანგ ბალავაძე (საქართველოს პარლამენტის წევრი)
8. საქართველოს პარლამენტის წევრების: ლ. თორდიას, კ. ანჯაფარიძის, ზ. კუკავასა და ჩ. თაქთაქიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, "საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ”, "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”(¹07-3/347; 29.10.10) (II მოსმენა)
მომხსენებელი: ლაშა თორდია (საქართველოს პარლამენტის წევრი)
9.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: ¹1/305; 25.11.2010) "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (¹07-2/253; 25.11.10)(I მოსმენა)
მომხსენებელი: გიორგი ხუროშვილი (მთავრობის საპარლამენტო მდივანი)
10.საქართველოს პარლამენტის წევრის ზ. გამცემლიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი:." საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვ;ლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე (¹07-3/379. 26.11.2010) (I მოსმენა)
მომხსენებელი: ზ.აზა გამცემლიძე (საქართველოს პარლამენტის წევრი)
სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი.
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
I. მოისმინეს:
საქართველოს პარლამენტის წევრმა ლ. თორდიამ მეორე მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების: კ. ანჯაფარიძის, ზ. კუკავასა და ჩ. თაქთაქიშვილის და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, "საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ”, "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ და აღნიშნა, რომ რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტზე პირველი მოსმენის დროს ზოგად პრინციპებთან დაკავშირებით გამოთქმული ყველა შენიშვნა, რომლებიც ეხებოდა კანონპროექტს "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე, მთლიანად არის გათვალისწინებული. წარმოდგენილი პროექტის ძირითადი პრინციპები გულისხმობს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცედურების გამარტივებას, ასევე, ცალკეული ნორმების უფრო ნათლად გაწერას, რათა პრივატიზაციაში მონაწილე პირებმა კარგად იცოდნენ, თუ რა რეგულაციები არსებობს ამ სფეროში. თუმცა არის რამდენიმე სიახლე, რომლებსაც "სახლმწიფო ქონების შესახებ” კანონი ითვალისწინებს. ერთ-ერთი ცვლილებით, საკუთრების უფლების მოწმობას აღარ გასცემს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და პირები პირდაპირ მოახდენენ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე იმ ქონების საჯარო რეესტრში დარეგისტრირებას, რომელსაც ისინი შეიძენენ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის წესის შესაბამისად; ასევე, სიახლე არის მესამე პირებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება იყვნენ ინიციატორები სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას, თუმცა საბოლოოდ პრივატიზების პროცესს მოახდენს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ მესამე პირს შეუძლია სახელმწიფოს მიერ ქონების პრივატიზების ინიციატორი იყოს. შესაბამისად, მესამე პირების მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება საპრივატიზებო საფასურიდან სამინისტროსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ასევე, გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის მიერ გამოთქმული შენიშვნები, რომლებიც ეხება სატყეო ფონდის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენებას კანონპროექტის ინიციატორებმა, გაითვალისწინეს მთავრობის შენიშვნა სამოქალაქო კოდექსის გაწვევასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, ყველა ის შენიშვნა, რომლებიც საქართველოს მთავრობამ და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტმა გამოთქვა პირველი მოსმენის დროს გათვალისწინებულია.
გადაწყვიტეს: (ერთხმად)
კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას.
(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
II მოისმინეს:
მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიზანი არის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის საკითხის მოწესრიგება.
გადაწყვიტეს: (ერთხმად)
კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.
(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
III. მოისმინეს:
საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაზა გამცემლიძემ პირვველი მოსმენით წარმოადგინა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი:." საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვ;ლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე და აღნიშნა, რომ "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში” ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ” კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებების განხორციელებას რიგ საკანონმდებლო აქტებში. კერძოდ ცვლილებები შედის ოთხ კანონში: "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ”, "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ, "მოსაკრებლის სისტემის საფუძვლების შესახებ” და "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში”. "საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში. განხორციელებული ცვლილებით, შემოღებული იქნება დედაქალაქის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომახურების საფასური. საქართველოს დედაქალაქში_თბილისში დადგვა დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომახურების საფასურის ოდენობას და მისი გადახდის წესს დაადგენს დედაქალაქის საკრებულო. "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ” და "მოსაკრებლის სისტემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონებიდან ამოღებული იქნება მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ცვლილების განხორციელებას "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში”. წარმოდგენილი ცვლილებით დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის უქმდება მოსაკრებელი, თუმცა კანონპროექტით გათვალისწინებული საფასური კვლავ ჩაირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.
მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტში მსგავსი ინიციატივაა შემოსული საქართველოს მთავრობის მიერ განსხსხვავება კი ამ ორ კანონპროექტს შორის არის ის, რომ "ჩემი ინიციატივით ხდება მოსაკრებელის დაკონკრეტება, თუ რომელი ინსტიტუციონალური ორგანოა პასუხისმგებელი დასუფთავებისათვის დადგენილი საფასურის განსაზღვრისათვის რაც მნიშვნელოვანია საკრებულოებისათვის” აღნიშნა ზ. გამცემლიძემ. გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილია ორი მსგავსი შინაარსის საკანონმდებლო ინიციატივა ვფიქრობ საკომიტეტო მოსმენებზე მოხდება მათი შეჯერება და შესაბამისად პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილი იქნება ერთ-ერთი ან მათი გაერთიანებული ვარიანტი.
აზრი გამოთქვა:
ვ. ბალავაძემ აღნიშნა, რომ "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, როგორც დასუფთავება, ასევე ნაგვის უტილიზაციიის საკითხები თვითმმართველობის ფუნქციაა, მაგრამ "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტში წარმოდგენილი ცვლილებით ზუსტდება ყველა ის კომპეტენციები, რომელიც თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებაა.
გადაწყვიტეს: (ერთხმად)
კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.
(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
IV. მოისმინეს:
საქართველოს პარლამენტის წევრმა კახაბერ ანჯაფარიძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების ლაშა თორდიას და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ”, "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, "სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ” (¹07-3/370; 15.11.10) მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულისათვის ქონებრივი ზიანის ანაზღაურების პროცედურების დახვეწა და გამარტივება.
გადაწყვიტეს: (ერთხმად)
კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.
(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
V მოისმინეს:
საქართველოს პარლამენტის წევრმა კახაბერ ანჯაფარიძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების: ლაშა თორდიას და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” და საქართველოს კანონის პროექტები: "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (¹07-3/369; 15.11.10) მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილებით ხდება "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და ",საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სამგზავრო გადაყვანის ნორმების შესაბამისობაში მოყვანა. როგორც მოგეხსენებათ "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ”კანონში შედის ცვლილება კერძოდ, დგინდება ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მინიმალური ვადა, რომელიც არ უნდა იყოს ერთ წელზე ნაკლები.
რაც შეეხება "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში წარმოდგენილი ცვლილებით, იცვლება მძღოლების სამედიცინო შემოწმებასთან დაკავშირებული რეგულაციები, აქედან გამომდინარე მძღოლები სამედიცინო შემოწმებას დაექვემდებარებიან მხოლოდ საერთაშორისო გადაყვანისას.
აზრი გამოთქვა:
ვ. ბალავაძემ აღნიშნა, რომ კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივებს, მაგრამ არის რამოდენიმე საკითხი ტერმინოლოგიურად დასაზუსტებელი, რომლებზედაც ინიციატორებთან კონსულტაციის შემდეგ მეორე მოსმენისათვის შევჯერდებით.
გადაწყვიტეს: (ერთხმად)
კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.
(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
VI. მოისმინეს:
საქართველოს პარლამენტის წევრმა ანდრო ალავიძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების: ლაშა თორდიას, კახაბერ ანჯაფარიძის, ჩიორა თაქთაქიშვილის და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა) სამართალდამრღვევ პირს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების მოუვლელობის, ან თვითნებურად გაჩეხვის ან გადატანისათვის, ასევე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავებისათვის და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე ნაკვეთის სარგებლობისათვის, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასი ლარით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას სამი ათას ხუთასი ლარით. ასევე კოდექსს ემატება ახალი 1511 მუხლი, რომელიც ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების გაჩეხვა- განადგურების ან/და გადატანის მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევას ეხება, რაც ჯარიმდება 500 ლარით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
გადაწყვიტეს: (ერთხმად)
კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.
(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
VII. მოისმინეს:
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ლაშა გოცირიძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” მან აღნიშნა, რომ წყალმომარაგების სფეროში რეგონებში დაწყებული არის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების გამრიცხველიანობა (რომელიც თითქმის უკვე ყველა რეგიონში დასრულებულია) რაც ნიშნავს იმას, რომ იურიდიული პირები იხდიან წყლის საფასურს გამომდინარე მოხმარებული წყლის რაოდენობიდან. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მაღალმთიან რეგიონებში, სადაც რთული კლიმატური პირობებია იქმნება წყლის გაყინვის და შესაბამისად მილსადენების მწყობრიდან გამოსვლის საშიშროოება და მომხმარებელი დგება არჩევანის წინაშე ან მისი ონკანი უნდა იქნეს მოშვებული, რაც გამოიწვევს დიდი გადასახადს ან უნდა დაკეტოს ონკანი, რის შედეგადაც წყალი გაიყინება. აღნიშნულიდან გამომდინარე მაღალმთიან რეგიონებში წყალმომარაგების სისტემის საბოლოოდ მოწესრიგებამდე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიას ენიჭება უფლება გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო ან/და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების საფასურის დარიცხვის წესი, სეზონურობის გათვალისწინებით განისაზღვროს განსხვავებულად.
აზრი გამოთქვა:
ვ. ბალავაძემ აღნიშნა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მომავალი წლიდან აქტიურად იწყებს წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლისთვისაც 400 მლნ ლარია გამოყოფილი. რაც შეეხება მაღალმთიან რეგიონებს, მძიმე კლიმატური პირობებიდან გამომდინარე შექმნილია ხელისშემშლელი პირობები. ამიტომ წყალმომარაგების სისტემის საბოლოო მოწესრიგებამდე ადგილობრივ მოსახლეობას და წარმოებებს მიეცემათ იმის საშუალება, რომ სეზონურობის გათვალისწინებით განესაზღვროთ წყალმომარაგების საფასურის დარიცხვის დროებითი წესი.
გადაწყვიტეს: (ერთხმად)
კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.
(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის
VIII. მოისმინეს:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” და აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღების მიზანია როგორც ტექნიკური ისე სამართლებრივი კუთხით დახვეწა და მისი შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებ თან, ასევე აღმოიფხვრას სხვადასხვა ნორმას შორის ურთიერთშეუსაბამობის მომენტები. გარდა ამისა, კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოთ საწარმოებს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაში, შესაბამისი საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანებების რესრტუქტურიზაციის ან სასესხო დავალიანებების პატიების გზით.
აზრი გამოთქვა:
ვ. ბალავაძემ აღნიშნა, რომ კომიტეტი მხარს დაუჭერს წარმოდგენილ კანონპროექტს და მიესალმება იმ ცვლილებებს, რომლებიც გაამარტივებს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების საქმიანობას ამ კუთხით.
გადაწყვიტეს: (ერთხმად)
კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.
(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
IX. მოისმინეს:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ..საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ” მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადება განაპირობა "ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის შესახებ” კანონისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის ურთიერთშესაბამისობაში მოყვანამ. კერძოდ, ახალ საგადასახადო კოდექსში მიეთითება ყველა იმ საგადასახადო შეღავათზე, რასაც ითვალისწინებს "ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონი.
აზრი გამოთქვა:
ვ. ბალავაძემ აღნიშნა, რომ კომიტეტს წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით აქვს ორი შენიშვნა: პირველი, საქართველოს პრეზიდენტის განაცხადებით ანალოგიური შეღავათები უნდა გავრცელდეს ანაკლიის ტურისტული ბაზის განვითარებისათვის. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ ინიციატივა უკვე მომზადებულია და სასურველი იქნებოდა, რომ ორივე საკითხი ერთობლივად ასახულიყო ერთ კანონპროექტში და მეორე, წარმოდგენილი კანონპროექტის 99-ე მუხლის "უ” ქვეპუნქტში არსებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც საუბარია იმაზე, რომ ტურისტული ზონის მეწარმე-პირს, შეუძლია უსასყიდლოდ მიღებული მიწის ნაკვეთის(ნაკვეთების) პირველადი გასხვისება ყოველგვარი დაბეგვრის გარეშე, ვფიქრობ ასეთი ჩანაწერი არ შეუწყობს ხელს ადგილზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, უფრო მეტიც ეს შეიძლება გახდეს უკანონო შემოსავალების წყარო არაკეთილსინდისიერი მეწარმისათვის, რომ გაყიდოს ნაჩუქარი მიწა ისე, რომ გადასახადიც არ გადაიხადოს. კარგი იქნება თუ ეს ფორმულირება შეიცვლება ანალოგიურად ისეთი ჩანაწერით როგორიც "ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარების შესახებ” კანონშია. კერძოდ, სადაც მეწარმე სუბიექტის მიერ უკვე აშენებული სასტუმროს გასხვისების შემთხვევაში ძალაში რჩება ყველა შეღავათი.
ნ. მიქელაძემ აღნიშნა, რომ კომიტეტის მიერ გამოთქმულ ორივე შენიშვნა მეორე მოსმენისათვის გათვალისწინებული იქნება.
გადაწყვიტეს: (ერთხმად)
კომიტეტი მხარს უჭერს და მიზანშეწონილად მიიჩნევს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას, კომიტეტში არსებული, (კანონპროექტის99-ე მუხლის "უ” ქვეპუნქტში მომხსენებელთან შეთანხმებული) შენიშვნის გათვალისწინებით.
(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
X. მოისმინეს:
საქართველოს პარლამენტის წევმა ვ. ბალავაძემ მესამე მოსმენით წარმოადგინა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე.მან აღნიშნა, რომ თვითმმართველ ქალაქებში და მუნიციპალიტეტებშიც საკრებულოს თავმჯდომარეს ყავდა მხოლოდ ერთი მოადგილე. წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, კი თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს ეყოლება პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო. ამასთან აღნიშნული თანამდებობები ანაზღაურებადი იქნება.
გადაწყვიტეს: (ერთხმად)
კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანას.
(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
სხდომის თავმჯდომარე ვ. ბალავაძე
სხდომის მდივანი ბ. ქველაძე
|