| ოქმი #76 |
|
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის ოქმი #76
22 ნოემბერი 2010წ. 1600 საათი კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹438
სხდომის თავმჯდომარე: ვახტანგ ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), გ. ჭელიძე, ჯ. მაღლაკელიძე, გ. ენუქიძე, დ. ბეჟუაშვილი, გ. ტ.ალახაძე, ზ. გულიკაშვილი;
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ი. შერვაშიძე, კ. Kკოპალიანი, რ. ფიფია, ა. თავდგირიძე, ლ. მინდელი, ბ. ხურციძე;
მოწვეული სტუმრები: ზ. გელაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი; აპარატის თანამშრომლები: ვლადიმერ ჯიშიაშვილი - აპარატის უფროსი, აპარატის თანამშრომლები:, რ. ხიზანიშვილი, ხ. ხვიჩია, რ. გელანტია, ს. ბეჟანიძე, ნ. ქავთარაძე, თ. კალანდარიშვილი, ბ. ქველაძე, ნ. მეგრელიშვილი (წამყვანი სპეციალისტის მ/შ), სხდომის დღის წესრიგი:
1. საქართველოს პარლამენტის წევრის ვ. ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” (II მოსმენა)
მომხსენებელი: ვახტანგ ბალავაძე (საქართველოს პარლამენტის წევრი) 2. საქართველოს პარლამენტის წევრების ზ. გელაშვილის და ლ. თორდიას საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "სამხედრო პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”, "საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე”, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, "სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, "სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” (I მოსმენა)
მომხსენებელი: ზ. გელაშვილი (საქართველოს პარლამენტის წევრი) სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი.
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
I. მოისმინეს: რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მეორე მოსმენით წარმოადგინა მის მიერ საკანონმდებლოინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”. მუხლობრივი განხილვის დროს კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის წევრის ვ. ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტის "ადგილობრივითვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
II. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა ზ. გელაშვილმა პირველი მოსმენით წარმოადგინა. საქართველოს პარლამენტის წევრის ლ. თორდიას და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "სამხედრო პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”, "საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე”, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, "სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, "სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” და აღნიშნა, "სამხედრო პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე წარმოდგენილი პროექტით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე გავრცელდება სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე მოქმედი სოციალური გარანტიები. ერთიანი მიდგომით და პროცედურებით მოხდება სამხედრო პოლიციის სამივე კატეგორიის (სამოქალაქო პირი, სამხედრო მოსამსახურე სპეციალური წოდების მქონე პირი) თანამშრომელთა მართვა და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობების დარეგულირება. ასევე დაიხვეწება სამხედრო პოლიციის სტრუქტურასთან და ფუნქციებთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი. "საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი არეგულირებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებს. "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში შეიძლება შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი. "სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტით საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შემოღებული იქნება შემდეგი სპეხციალური წოდებები: ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უმცროსი სერჟანტი, ზემდეგი; ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენატი, ლეიტენატი, უფროსი ლეიტენატი, კაპიტანი; გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენატი, გენერალ-პოლკოვნიკი. შესაბამისი უწყებების მსგავსად საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე გავრცელდება სპეციალური წოდების საკითხებზე მოქმედი წესები. "საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი განსაზღვრავს საჯარისო წესდებების დამტკიცებაზე უფლებამოსილ პირს. წარმოდგენილი პროექტით სამხედრო ძალების შემადგენლობაში საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს სახმელეთო ჯარების გარდა შედიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვა სამხედრო სტრუქტურები და სპეციალური წოდების მქონე პირები. ამასთან პრეზიდენტს უფლება ეძლევა მოახდინოს იმ სამხედრო წესდებების გამოცემის უფლებამოსილების დელეგირება შესაბამისი თანამდებობის პირებზე, რომლებიც ტექნიკურ საკითხებს არეგულირებს და არ არის აუცილებელი მისი ბრძანებულების ფორმით გამოცემა. "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს მოქმედი რედაქციით მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას ახორციელებენ "რაიონის, ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) სამობილიზაციო განყოფილებები”, წარმოდგენილი პროექტით კი მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას განახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურები მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. Aამასთან, "სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლით დადგენილი ფინანსური უზრუნველყოფის საკითხები შესაბამისობაში მოდის მოქმედი კანონმდებლობით.
გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის წევრების ზ. გელაშვილის და ლ. თორდიას საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონისპროექტების: "სამხედრო პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”, "საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონშიდამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე”, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, "სახელმწიფოსპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონშიცვლილებების შეტანის თაობაზე”, "სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
სხდომის თავმჯდომარე ვ. ბალავაძე
სხდომის მდივანი ბ. ქველაძე |






