| ოქმი #75 |
|
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის ოქმი #75
17 ნოემბერი 2010წ. 1300 საათი კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹438
სხდომის თავმჯდომარე: ვახტანგ ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), გ. ჭელიძე, ჯ. მაღლაკელიძე, გ. ენუქიძე, დ. ბეჟუაშვილი, გ. ტ.ალახაძე, რ. ფიფია, ბ. ხურციძე, ლ. მინდელი.
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ი. შერვაშიძე, ზ. გულიკაშვილი, კ. Kკოპალიანი, ა. თავდგირიძე
მოწვეული სტუმრები: ანდრო ალავიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი ნათია მიქელაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე სერგო ბირკაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; აპარატის თანამშრომლები: ვლადიმერ ჯიშიაშვილი - აპარატის უფროსი, აპარატის თანამშრომლები:, რ. ხიზანიშვილი, ხ. ხვიჩია, რ. გელანტია, ს. ბეჟანიძე, ნ. ქავთარაძე თ. კალანდარიშვილი, ბ. ქველაძე, ნ. მეგრელიშვილი (წამყვანი სპეციალისტის მ/შ), სხდომის დღის წესრიგი:
1. საქართველოს პარლამენტის წევრის ვ. ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” (I მოსმენა) მომხსენებელი: ვახტანგ ბალავაძე (საქართველოს პარლამენტის წევრი) 2. საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიას, ა. ალავიძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ” (1. მოსმენა) მომხსენებელი: ა. ალავიძე (საქართველოს პარლამენტის წევრი) 3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულებები (¹1/348;12.11.2010) "საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (შორის სასესხო ხელშეკრულება (რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის დამატებითი დაფინანსება)” და "საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინანსების ხელშეკრულება (რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის დამატებითი დაფინანსება) (¹07-1/237; 12.11.10) მომხსენებელი: ნათია მიქელაძე (ფინანსთა მინისტრის მოადგილე) IV, მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრების ზ. Kკუკავასა და ა. ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი"სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” მომხსენებელი: ა. ალავიძე (საქართველოს პარლამენტის წევრი) სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი.
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
I. მოისმინეს: რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა მის მიერ საკანონმდებლოინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” და აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღების მიზანია საკრებულოს საქმიანობის გაუმჯობესება და ეფექტურობა წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს ნაცვლად ერთი მოადგილისა, ეყოლება პირველი მოადგილე და ერთი მოადგილე. თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო. ამასთან, აღნიშნული თანამდებობები ანაზღაურებადი იქნება.
აზრი გამოთქვეს: ო. ხინიკაძემ, გ. ტალახაძემ.
გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის წევრის ვ. ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტის "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
II. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა ანდრო ალავიძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიას ზ. კუკავას და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ” და აღნიშნა, რომ კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობით. "სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის განსახორციელებელი ცვლილებით ხორციელდება სამართლებრივი ხარვეზების გასწორება და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებით ზუსტდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ხოლო ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, ქ. თბილისის მერიის კომპეტენცია ნებართვის გაცემის სფეროში. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნებართვის გამცემი ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით და 261 და 262 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია მშენებლობის ნებართვის სტადიები და ხაზგასმულია, რომ მშენებლობის ნებართვა (სამივე სტადია) გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. აქედან გამომდინარე, "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შინაარსი წინაღმდეგობრივია, რის გამოსწორებასაც ითვალისწინებს წარმოდგენილი პროექტი.
გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიას, ა. ალავიძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
III. მოისმინეს: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულებები "საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBღD) შორის სასესხო ხელშეკრულება (რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის დამატებითი დაფინანსება)” და "საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციასM(IDA) შორის დაფინანსების ხელშეკრულება (რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის დამატებითი დაფინანსება) და აღნიშნა, რომ სესხის მიზანია რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის დამატებითი დაფინანსება. შერჩეული მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ქმედითუნარიანობისა და საიმედობის სრულყოფა, სესხის მიმღების კონფლიტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის სახოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში და ინფრასტრუქტურისა და მომსახურების აღდგენაში დახმარება. სესხის ოდენობა შეადგენს 33 მლნ 500 ათას აშშ დოლარს აღნიშნულ პროექტს აფინანსებს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBღD); და საერთაშორისო განვითარების ასოციაცია (IDA). გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი ხელშეკრულების რატიფიცირებას. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
IV, მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა ა. ალავიძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების ზ. Kკუკავასა და მის მიერ საკანონმდებლოინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანისთაობაზე” და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს დაბა ბაკურიანის ტერიტორიაზე ტურისტული და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა. კერძოდ, "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 101 პუნქტის მოქმედი რედაქციით სანებართო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სამორინეს მოწყობა წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წარმოდგენილი ცვლილებით კი შეღავათი შეეხება დაბა ბაკურიანის ტერიტორიასაც. გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მახარს უჭერს საქართველოს პარლამენტის წევრების ა. ალავიძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონისპროექტის "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით პლენარულსხდომაზე განსახილველად გატანას. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
სხდომის თავმჯდომარე ვ. ბალავაძე
სხდომის მდივანი ბ. ქველაძე |






