ოქმი #74

რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი  რეგიონებისაგრარულ საკითხთადარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პილიტიკისდა გარემოს დაცვისადა ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებული   სხდომის  ოქმი #74

                                                                                                                                                                                10 ნოემბერი 2010.

                                                                                                                                                                                  1700 საათი

                                                                                                                                                                       პირველი რესპუბლიკის დარბაზი


 

სხდომის თავმჯდომარე:              ვახტანგ ბალავაძე (რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და 

                                                                                    მაღალმთიანი კომიტეტეის თავმჯდომარე)

 

სხდომას ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე),  დ. ბეჟუაშვილი, ი. შერვაშიძე, გ. ენუქიძე,  გ. ტალახაძე, ზ. გულიკაშვილი, რ. ფიფია, გ. ჭელიძე, ჯ. მაღლაკელიძე, ა. თავდგირიძის ნაცვლად ა. ბოლქვაძე

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები:,  ბ. ხურციძე, ლ. მინდელი, კ. Kკოპალიანი.

მოწვეული სტუმრები:

პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე

თორდია _ საქართველოს პარლამენტის წევრი

ზამბახიძე – აჭარის / უმაღლესი საბჭოს წევრი

ცინცაძე – სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

მამაცაშვილი – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე

კაპანაძე – მთავრობის საპარლამენტო მდივნის სამსახური

სხდომას ასევე ესწრებოდნენ: რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების, აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების წევრები და აპარატის თანამშრომლები.

                   სხდომის  დღის    წესრიგი:

 

 1. საქართველოს  მთავრობის მიერ  საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი (¹1/273; 05.11. 2010): "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”(¹07-2/237; 05.11. 2010)

 მომხსენებელიმომხსენებელიპაპუნა პერტიაშვილი

 (საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე)

 

2. საქართველოს  მთავრობის მიერ  საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი (¹1/270; 04.11 2010) "საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ”; "ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2011-2014 წლებისათვის” და თანმდევი კანონპროექტი "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე” (¹ 07-2/236; 05.11.10) 

მომხსენებელიპაპუნა პერტიაშვილი

(საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე)

 

3 საქართველოს პარლამენტის წევრების: ლ. თორდიას, კ. ანჯაფარიძის, ზ. კუკავასა და ჩ. თაქთაქიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, "საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ”, "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”(¹07-3/347; 29.10.10) (I მოსმენა)

მომხსენებელილაშა თორდია (საქართველოს პარლამენტის წევრი)

 

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” (I მოსმენა)

მომხსენებელიპეტრე ზამბახიძე

(აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი)OP

 

 სხდომა გახსნა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, რომელმაც დაადასტურა კვორუმის არსებობა ოთხივე კომიტეტში და გააცნო კომიტეტების წევრებს დღის წესრიგი.

კომიტეტების წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

 

I. მოისმინესსაქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა წარმოადგინა საქართველოს  მთავრობის მიერ  საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. Mმან აღნიშნა, რომ  წარმოდგენილი პროექტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება 87.7 მლნ ლარით. კერძოდ: სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 5 387.0 მლნ ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი 4 552.0 მლნ ლარით, რაც დამტკიცებულ საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 20.0 მლნ ლარით მეტია. გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლების გადაანგარიშებისას მხედველობაში იქნა მიღებული საგადასახადო შემოსავლების მობილიზების ტენდენციები და საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები.

სახელმწიფო ბიუჯეტის გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი მცირდება 45.9 მლნ ლარით და შეადგენს 492.0 მლნ ლარს. 2010 წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი არ შეცვლილა და განსაზღვრულია 343.0 მლნ ლარით. ვალდებულებების ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 131.6 მლნ ლარით იზრდება, კერძოდ: საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოსაყოფი გრელვადიანი  საინვესტიციო, შეღავათიანი კრედიტები იზრდება 80.4 მლნ ლარით, ხოლო მსოფლიო ბანკის გრძელვადიანი, ბიუჯეტის მხარდამჭერი შეღავათიანი კრედიტი მცირდება 0,5 მლნ ლარით.Kკანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები შეადგენს 7 078.9 მლნ ლარს, რაც დამტკიცებულ ასიგნებებთან შედარებით 87,7 მლნ ლარით მეტია.   

ცვლილებები ძირითადად განხორციელდა შემდეგი მიმართულებებით:

·    წლის განმავლობაში მისაღები საინვესტიციო კრედიტებისა და გრანტების ჩამორიცხვის ტენდენციების გათვალისწინებით განხორციელდა უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების და ამ პროექტების თანამონაწილეობასა და თანადაფინანსებაზე გათვალისწინებული ასიგნებების კორექტირება (ზრდა) 66.9 მლნ ლარით, კერძოდ, დაფინანსების ასიგნებები იზრდება 77.4 მლნ ლარით, მათ შორის 56.6 მლნ ლარით იზრდება შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის ასიგნებები, ხოლო თანადაფინანსების ასიგნებები მცირდება 10.5 მლნ ლარით ამასთან:

· საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საბიუჯეტო სახსრები იზრდება 11.0 მლნ ლარით, მათ შორის 8.5 მლნ ლარით იზრდება სამედიცინო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციასა და აღჭურვაზე მიმართული სახსრები, ხოლო 2.1 მლნ ლარი დამატებით მიიმართება მოსახლეობის სპეციალური მედიკამენტებით უზრუნველყოფის ღონისძიებებზე.

·  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები იზრდება 12.3 მლნ ლარით, რაც დამატებით მიმართულია ქვეყნის ინვესტიციური და ტურისტული პოტენციალის ასამაღლებლად;

·  13.3 მლნ ლარი მიმართულია სსიპ – საზოგადოებრივი მუაწყებლის III არხის ფუნქციონირებისათვის;

·  13.3 მლნ ლარით მცირდება საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისათვის და დაფარვისათვის განკუთვნილი ასიგნებები, მათ შორის 11.8 მლნ ლარით მცირდება საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება, ხოლო 1.5 მლნ ლარით _ საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვააღნიშნული ძირითადად გამოწვეულია სავალუტო გაცვლითი კურსების ცვლილებით. ამასთან, 1.5 მლნ ლარით მცირდება საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებაზე გათვალისწინებული თანხები, რაც გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მიმდინარე წელს მცირდება დასაფარი სახაზინო ვალდებულებების დისკონტის ხარჯები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახაზინო ვალდებულებების ვადიანობის გაზრდის გამო;

·  საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კონტროლის ქვეშ მდებარე სამი სამეცნიერო-კვლევითი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) გადავიდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კონტროლის დაქვემდებარების ქვეშ, რაც აისახა  ორივე სამინისტროს ასიგნებებზე.

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილ კანონპროექტში ცვლილებებს და მიზანშეწონილად მიიჩნევს მის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას.

(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

II. მოისმინესსაქართველოს ფინანსთა მინისტრის მოაგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა წარმოადგინა საქართველოს  მთავრობის მიერ  საკანონმდებლო ინიციატივის წესითწარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ”; "ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2011-2014წლებისათვის” მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილ პროექტებში მოცემულია ის პარამეტრები, რომლებსაც დაეფუძნება, როგორც 2011, ისე შემდეგი წლების ბიუჯეტები. 2009 წელი საკმაოდ რთული იყო ჩვენი ქვეყნისათვის, როდესაც საქართველოს ეკონომიკური შემცირება იყო 4%, რამაც საბიუჯეტო შემოსავლების კლება გამოიწვია. ჩვენ ამ პერიოდში საკმაოდ ინტენსიური მოლაპარაკებები გვქონდა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რამაც შეგვანარჩუნებინა ბიუჯეტის ის პარამეტრები, რაც 2009 წელს გვქონდა, მაგრამ ამასთან ერთად გაიზარდა საბიუჯეტო დეფიციტი და მიაღწია 9,2%, რაც ფინანსური გათვლებით საკმაოდ მაღალი ციფრია. 2009 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და წარმოადგინა პროგრამა, რომლის მიხედვითაც საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება 2013 წლისათვის უნდა ჩამოვიდეს დაახლოებით 3%-ზე და სწორედ ის გზა, თუ როგორ უნდა მივიდეთ 3%-იან დეფიციტამდე, მოცემულია წარმოდგენილი დოკუმენტში. სადაც Aასევე ასახულია სხვადასხვა უწყებების, სამინისტროების დაფინანსება მომავალ 4 წელზე, ეს არის პროგნოზი, რომელიც შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ მოცემულია ის პრიორიტეტები, რასაც ესა თუ ის უწყება განსაზღვრავს მომავალი 4 წლის განმავლობაში. რაც შეეხება 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად  პარამეტრებს ჩვენ ვარაუდობთ, რომ 2011 წელს ეკონომიკური ზრდა იქნება 4, 5%-ის ფარგლებში, ინფლაციის დონე შენარჩუნდება 7%-ის ფარგლებში და სწორედ, ამ მონაცემებზე დაყრდნობით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გაიზრდება 768 მლნ ლარით, რაც საშუალებას  მოგვცემს ჩავანაცვლოთ ის დახმარებები, რომლებიც გვაქვს და მომავალი წლისთვის აღარ გვექნება. Kკაპიტალური შემოსავლები რჩება იგივე, რაც იყო 2010 წელს დაახლოებით 150 მლნ ლარის ოდენობით. ასევე დეფიციტის შემცირების კვალობაზე მოვახდინეთ სახაზინო ვალდებულებების შემცირება. მთლიანობაში სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი განისაზღვრა 7 მილიარდ 88 მლნ ლარით, ხარჯების ძირითად ნაწილში პრიორიტეტები განსაზღვრულია. ჩვენ შიდა განაწილება გავაკეთეთ და ძირითადი აქცენტი გაკეთდა სოციალურ სფეროზე. გაზრდილია განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების დაფინანსება, ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მომავალ წელს პრიორიტეტად რჩება მსხვილი ინფასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მომავალშიც გაგრძელდება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხები, ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების დასაფინანსებლად, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც 200 მლნ ლარს გადააჭარბებს. ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსების და ადგილობრივი ინფრასრტრუქტული პროექტებისათვის  ჯამში გამოიყოფა 1 310.0 მლნ ლარი. აქედან გათანაბრებითი ტრანსფერები მიმდინარე ხარჯებისათვის 460.0 მლნ ლარია, წყალ-კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციისათვის  160.0 მლნ ლარი; ბათუმის ინფრასტუქტურული პროექტებისათვის 130.0.0 მლნ ლარი, თბილისის ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის კი 250.0 მლნ ლარი. მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული მუნიციპალური პროექტებისათვის გამოიყოფა 185.0 მლნ ლარი; სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში რეგიონების ფონდიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის კი გამოყოფილია 98.0 მლნ ლარი.

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის "საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისშესახებ", "ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2011-2014 წლებისათვის თაობაზეკანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას.

(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

აზრი გამოთქვეს:

ჩარკვიანი (ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატიწარმოდგენილ ბიუჯეტში არის თუ არა გათვალისწინებული თბილისის ანალოგიურად პენსიებზე დანამატი რეგიონების მოსახლეობისათვის.

ბალავაძე:  როგორც რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე თავს ვალდებულად ვთვლი  დაზუსტებისათვის  პენსიების დანამატთან დაკავშირებით აღვნიშნო, რომ თბილისის მოსახლეობა, რომლებიც იღებენ დანამატს პენსიებზე გამოყოფილია ქ. თბილისის ბიუჯეტიდან, რისი საშუალებაც დედაქალაქს აქვს. რაც შეეხებათ რეგიონებს,  მუნიციპალიტეტებში ეკონომიკური აქტივობა ისეთი მაღალი არ არის, რომ იყოს თვითკმარი შესაბამისად, ამიტომ არსებობს გამოთანაბრებითი ტრანსფერი, რომელიც აბალანსებს ბიუჯეტებს და აძლევს საშუალებას მუნიციპალიტეტებს, რომ საკუთარი უფლებამოსილებები სრულფასოვნად განახორციელონ. რაც შეეხება ზოგადად პენსიების ზრდას (რაშიც ყველა ერთმნიშვნელოვნად ვთანხმდებით), ხელისუფლებამ ეს დაპირება მისცა მოსახლეობას და ეტაპობრივად ასრულებს კიდეც.

მთავარი პრინციპი, რაზეც მომხსენებელმა ისაუბრა, სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის დროს საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება იყო, რაც თავისთავად ხელს უწყობს ქართული ეკონომიკის გაჯანსაღებას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენი კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია აგეთვე, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამისათვის, (რომელიც წარმატებული პროექტია) გამოყოფილი თანხები არ შემცირებულა. Mმისასალმებელია ის ფაქტი, რომ რეგიონალური ბიუჯეტები, ანუ  გამოთანაბრებითი ტრანსფერები გაზრდილია, რაც მუნიციპალიტეტებს მისცემს საშუალებას, რომ საკუთარი უფლებამოსილებები და ის ვალდებულებები, რაც მათ  მოსახლეობის წინაშე  აქვთ აღებული შესრულდეს.

ასევე მნიშვნელოვანია მიმდინარე და დაგეგმინლი ინფრასრტუქტურული პროექტების განხორციელება.

მაქვს შეკითხვა: წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტში არის თუ არა გათვალისწინებული თანხები, მესტიის გზის მშენებლობის დასრულებისთვის და იმერეთში მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირებისათვის.

პეტრიაშვილმა აღნიშნარომ  მესტიის გზის დასრულებისათვის  2011 წლის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებულია. რეგიონული განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი გაზრდილია 32 მლნ ლარით, საიდანაც სწორედ 22 მლნ ლარი არის მესტიის გზების მშენებლობის დასრულებისათვის გამოყოფილი, ხოლო რაც შეეხება მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისათვის თანხების გამოყოფა მოხდება სარეზერვო ფონდებიდან.

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის "საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისშესახებ", "ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2011-2014 წლებისათვის თაობაზეკანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას.

(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

III მოისმინეს:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილისაქართველოს კანონის პროექტი: ."საქართველოს საბიუჯეო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე” მან აღნიშნა, რომ 2010 წელს "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროებს შეეცვალათ სახელი  და ასევე აღნიშნული ცვლილების საფუძველზე შეიქმნა ახალი სამინისტრო სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. აქედან გამომდინარე  შესაბამისად ცვლილებები განხორციელდა 25-ე და 44-ე მუხლებში. ხოლო 112-ე მუხლის ახალი რედაქციით დგინდება ახალი ზღვარი სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებული ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი ოდენობის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში, კერძოდ 2011 წლისათვის საპროგნოზო მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს, 2012 წელს  კი 28 %-ს.

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის "საქართველოს საბიუჯეო კოდექსში ცვლილებისშეტანის თაობაზე პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას.

(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

IV. მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრმა ლაშა თორდიამ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების: კ. ანჯაფარიძის, ზ. კუკავასა და ჩ. თაქთაქიშვილის და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, "საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ”, "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” მან აღნიშნა, რომ "სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” პროექტის მიზანია "სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონის სრულყოფა, რის საფუძველზეც პრივატიზების პროცესი გამარტივდება და უფრო სწრაფად და მოქნილად განხორციელდება. სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას აღარ იქნება საჭირო საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის და მის საფუძვლად არსებული ბრძანების გაცემა და აუქციონში გამარჯვებულ მყიდველთან ან პრეზიდენტის შესაბამის აქტში მითითებულ პირთან ხელშეკრულების გაფორმებისთანავე მოხდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ხოლო საპრივატიზებო თანხის გადახდა განხორციელდება შემდგომ, ხელშეკრულებაში მითითებული ვადის შესაბამისად, რაც ასევე ასახული იქნება საჯარო რეესტრის ამონაწერში. Aამ ცვლილებით სრულყოფილად განისაზღვრა მიწის ის კატეგორიები, რომლებიც საჭიროებს მთავრობის გადაწყვეტილებას. სრულყოფილად იქნა განსაზღვრული მესამე პირების უფლებამოსილებები სასოფლო-სანმეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების პროოცესში. კანონის მე-12, მე-16, 26-ე მუხლებში განხორციელდა რედაქციული ხასიათის ცვლილებები. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებისას საფასურის გადახდის ხანგრძლივობა შემცირდა 2-დან 1 წლამდე.

ხოლო 36-ე მუხლს დაემატება 11 პუნქტი, რომლითაც ტყის ფონდიდან ამორიცხული მიწის ფართზე განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნის პრივატიზების უფლებამოსილება მიენიჭა სსიპ სატყეო სააგენტოს.

"ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” პროექტით განისაზღვრება სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულისათვის ქონების გადაცემის პროცედურები, თვითმმართველი ერთეულის მიერ მის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის საკითხები, ქონების პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოების უფლებები და ვალდებულებები პრივატიზების განხორციელების პროცესში.

"საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ” პროექტით სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას მყიდველი გათავისუფლდება საკუთრების უფლების რეგისტრაცისას ვალდებულებების რეგისტრაციისათვის გადასახდელისაგან და არ მოეთხოვოს ნასყიდობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე” პროექტის მიზანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებისას შემოსული ფინანსების უფრო ეფექტური გამოყენება.

"საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” პროექტით სრულყოფილად განისაზღვრება მიწის კატეგორიები და მათზე ქონების გადასახადის განაკვეთების ოდენობა.

   აზრი გამოთქვა:

ბალავაძე: არსობრივად კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილ კანონპროექტებს, მაგრამ შენიშვნები მაქვს "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” კანონპროექტის მე-5 და მე-6 მუხლის  მე-2 პუნქტთან დაკავშირებით. კერძოდ:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"მუხლი 5. თვითმმართველი ერთეულისათვის ქონების გაცემა

ამ კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად, სახელმწიფო თვითმმართველ ერთეულს უსასყიდლოდ გადასცემს საკუთრებაში ქონებას, რაც საჭიროა თვითმმართველობის ერთეულის საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად".

რაც შეეხება მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარგენილ თხოვნაზე იღებს დასაბუთებულ, დადებით ან უარყოფით გადაწყვეტილებას და წერილობით აცნობებს თხოვნის წარმომდგენს მისი წარდგენიდან 1 თვის ვადაში, ხოლო თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად გადასაცემ ძირითად (განუსხვისებელ)

უძრავ ქონებასთან დაკავშირებით აღნიშნული სამინისტროს გადაწყვეტილება მიღებიდან 10 დღეში გადაეცემა საქართველოს მთავრობას  დასამტკიცებლად. თუ 1 თვის ვადაში უფლებამოსილი ორგანოს მიერ არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის მიერ მოთხოვნილი ქონება ჩაითვლება თვითმმართველი ერთეულისათვის საკუთრებაში გადაცემულ ქონებად".

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი  მოსმენით განსახილველადგატანას.

(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

IV. მოისმინეს:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა პეტრე ზამბახიძემ პირველი მოსმენით წარმოადგინაO აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს ამინისტრაციულ სამართალარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”. მან აღნიშნა, რომPწარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზანია მოწესრიგდეს კანონმდებლობაში არსებული  ზოგიერთი ხარვეზი და სამართლებრივი კოლიზიის შემთხვევები, გაახლდეს და დღევანდელ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანილი იქნეს კანონმდებლობის მოძველებული და მარეგულირებელი ფუნქციის არმქონე ნორმები, განხორციელდეს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის პრაქტიკაში არსებული სხვადასხვა პრობლემატური საკითხების დამატებითი საკანონმდებლო რეგულაცია.

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

კომიტეტი მხარს უჭერს  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოგენილი საქართველოს კანონის პროექტის: "საქართველოს ამინისტრაციულ სამართალარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე და მიზანშეწონილად მიიჩნევს პლენარულ სხდომაზე პირველიმოსმენით განსახილველად გატანას.

(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                              ვახტანგ ბალავაძე

 

სხდომის მდივანი                                        ბელა ქველაძე

 
modules